ფიოლერს ადლერთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა, მაგრამ იცის, რომ ფერგიუსონთან ჭიდაობას აზრი არ ექნება

ბუნდესლიგის პირველ წრეში მეორე ადგილზე გასულმა „ლევერკუზენმა“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება გუშინ დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ყველა ფეხბურთელი შეკრიბა, მათ შორის ის სამი მოთამაშეც, რომლებსაც პირველი წრის უდიდესი ნაწილი გაუცდათ: პატრიკ ჰელმესმა, რომელსაც ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაწყვეტილი, შტეფან კისლინგმა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა და მიხაელ ბალაკმა, რომელმაც ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ახლა მეორე წრეს უდიდესი იმედებით უყურებს, სპეციალური პროგრამით მზადება დაიწყეს.

პირველი წრის მიწურულს ტრავმირებული იყო „ლევერკუზენის“ მეკარე რენე ადლერიც, მაგრამ გუშინ გერმანიის ნაკრების მეორე კიპერმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა.

25 წლის ადლერი ლევერკუზენში მთავარი სალაპარაკო თემაა, რადგან გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი სავსებით სამართლიანად ფიქრობს, რომ რენესთვის ეს მოსამზადებელი პერიოდი „ლევერკუზენის“ ფეხბურთელის რანგში, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ რენეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ეპატიჟებიან. უფრო სწორად, მანჩესტერელი სკაუტები მას დიდი ხანია აკვირდებიან, რადგან მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი მას ედვინ ვან დერ სარის შემცვლელად განიხილავს. როგორც იცით, ვან დერ სარი ზაფხულში აქტიურ სპორტულ კარიერას ამთავრებს და „მანჩესტერს“ მისი შემცვლელი ესაჭიროება. ინგლისური გრანდის დაინტერესება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ „ცეცხლზე ნავთს ის ფაქტი ასხამს“, რომ ადლერის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვით, ადლერს, რომელსაც „ბაიერთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს, 2011 წლის ზაფხულში თავის საყვარელ კლუბში გადასვლა 20 მილიონ ევროდ შეუძლია.

რენეს საყვარელი კლუბი კი სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედია“.

„ფარმაცევტების“ შეფები „მანჩესტერის“ ადლერით დაინტერესებას შეძლებისდაგვარად მშვიდად შეხვდნენ. სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი დღენიადაგ იმეორებს, სენსაცია სულაც არ არის ის, რომ რენეს ევროპის ერთ-ერთი ტოპ-კლუბის სკაუტები აკვირდებიანო. „რუხი მგელი“ არც იმას მალავს, რომ თუ „მანჩესტერი“ აქტიურ იერიშზე გადავა და ადლერს კონტრაქტს შესთავაზებს, „ლევერკუზენს“ თავისი მარგალიტის შენარჩუნების შანსი არ ექნება.

„ნახეთ, რამდენი ლევერკუზენელი ფეხბურთელი გახდა ბოლო ათი წლის მანძილზე სუპერვარსკვლავი: ბალაკი, ლუსიო, ზე რობერტო, ემერსონი. შესაბამისად, ადლერის შემთხვევაშიც აბსოლუტურად ყველაფერი კანონზომიერია, - ასკვნის ფიოლერი და იქვე დასძენს, - სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ, თუ მანჩესტერელები კარზე მოგვიკაკუნებენ, წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ და ადლერს დავკარგავთ.“

თუმცა ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელები მორჩილად ელოდებიან იმ მომენტს, როცა მათ ფერგიუსონის ნდობით აღჭურვილი პირი შეეხმიანება და რენე ადლერს წაართმევს. ფიოლერის თქმით, „ლევერკუზენი“ შეეცდება და ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ რენემ „ფარმაცევტებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმოს. რუდის ერთადერთი არგუმენტი ამ შემთხვევაში ის არის, რომ „ბაიერი“ მეორე ადგილზეა და დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. რენე სწორედ ამაზე ოცნებობს. ფიოლერის თქმით, „ლევერკუზენმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ადლერის მრჩეველთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მანჩესტერს“ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ რენე ადლერი არ არის ერთადერთი მეკარე, ვისაც მანკუნიანელები ვან დერ სარის შემცვლელად მოიაზრებენ. გერმანელ კიპერთან ერთად, „ოლდ ტრეფორდზე“ გადასვლის კანდიდატები „ლივერპულის“ კარის დარაჯი პეპე რეინა (28 წლის) და „ატლეტიკოს“ უნიჭიერესი მეკარე დავიდ დე ხეა (20) არიან.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა