ანტონიო კასანო პარმადან წავიდა
ანტონიო კასანო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.

არაერთი კლუბი დაუტოვებია კონფლიქტის ნიადაგზე და არა მარტო მწვრთნელებთან, ხშირად პრეზიდენტებთან და გულშემატკივრებთან ვერ პოულობდა საერთო ენას. კასანოს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, რომ 2006 წლის მუნდიალი მოეგო, მაშინ მართლაც ბრწყინვალე ფორმაში იყო და იმსახურებდა კიდეც იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვედრას, მაგრამ მარჩელო ლიპის მისი გვარის გაგონებაც არ სურდა.

მიმდინარე სეზონში, "პარმა" საშინლად ასპარეზობს, სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს.

გასულ ტურში, ემილიელები კიდევ ერთ აუტსაიდერ "ჩეზენას" შეხვდნენ და ფავორიტადაც ითვლებოდნენ, მაგრამ მორიგი მარცხი იწვნიეს და თანაც, საკუთარ მოედანზე. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "პარმას" ფეხბურთელებს ტიფოზებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, რასაც ანტონიო კასანოს მორიგი გამოხდომა მოჰყვა - გულშემატკივრებს მიეჭრა და საქმის გარჩევა დაიწყო... "პარმას" სხვა ფეხბურთელები და მწვრთნელ-მესვეურები იძულებულნი გახდნენ, რომ ასევე გასულიყვნენ ქომაგებთან, ეს ყველაფერი კი დიდ აურზაურში გადაიზარდა.

იმავე საღამოს დაიწერა, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა კასანოს და "პარმას" მესვეურებს შორის ურთიერთობა დაძაბა, გუშინ კი 32 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება და რას აპირებს მომავალში, ამაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"შვიდი თვე ტყუილში ვიცხოვრე, დავიღალე ამ ყველაფრისგან და გადავწყვიტე, რომ კლუბთან კონტრაქტი გამეწყვიტა. გასულ სეზონში, შესანიშნავად ვიასპარეზეთ და ევროსაგზური მოვიპოვეთ, თუმცა საერთაშორისო არენაზე მხოლოდ იმიტომ ვერ გავედით, რომ კლუბის მესვეურებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ.

მაშინვე ვაპირებდი "პარმას" დატოვებას, მაგრამ ვითარების გამოსწორებას დაგვპირდნენ და დარჩენა გადავწყვიტე. ეს შეცდომა იყო, რადგან მდგომარეობა ძველებურად რთულია. არც მწვრთნელს ვემდური, არც თანაგუნდელებს და არც გულშემატკივრებს - მე იმათ გამაბრაზეს, რომლებმაც შესანიშნავი გუნდი დაშალეს. რას ვაპირებ სამომავლოდ? - აგენტმა ამერიკული და არაბული ვარიანტები შემომთავაზა, მაგრამ იქ 40 წლის ასაკში თუ გადავბარგდები, როდესაც სირბილის თავი აღარ მექნება.

მინდა ევროპაში დავრჩე და თუ სასურველ წინადადებას ამ ზამთარს ვერ მივიღებ, ზაფხულს დაველოდები. თუ ზაფხულშიც არ გამოჩნდა კარგი ვარიანტი, შესაძლოა, დავასრულო კიდეც კარიერა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
"იამალი თუ გიულერი?" - კასანომ არჩევანი გააკეთა
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
"ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"რომ არა პსჟ, ლიგა 1 ტუნისის ჩემპიონატის დონის იქნებოდა" - ანტონიო კასანო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები