ჟღენტი "ბაიონს" ვერ შეეწყო, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კონტრაქტი შუა სეზონში გაწყვიტა
ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი საფრანგეთში მოთამაშე ჩვენი მორაგბეებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

ამასთან ერთად, ის გუნდებს ძალზე ხშირად იცვლის და ჩვენებურთა შორის ერთგვარი რეკორდსმენიცაა.

ყველაზე დიდხანს ჟღენტმა "მონპელიეში" მამუკა გორგოძესთან და მიხეილ ნარიაშვილთან ერთად ითამაშა. აქ მან 2010 წლიდან 2013 წლამდე დაჰყო.

მისი პირველი კლუბია ბასკური "ბიარიცი", რომელიც იმ პერიოდში (2007-08 წლები) ფრანგული რაგბის ლიდერი და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო. ბასკეთიდან ჟღენტი "ორიაკში" გადაბარგდა, მერე იყო "ოიონაქსი"; "მონპელიეზე" უკვე ვთქვით, მას "პერპინიანი" მოჰყვა.

კატალონიიდან გიორგიმ ისევ ბასკეთს მიაშურა და წლევანდელი სეზონის წინ "ბაიონთან" გააფორმა ხელშეკრულება.

როგორც ჩანს, ახალ გუნდს ჟღენტი ვერ შეეწყო, ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კონტრაქტი შუა სეზონში გაწყვიტა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქართველი პირველხაზელი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "ბრივში" იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში უკვე ირიცხებიან: კარლენ ასეიშვილი, გოდერძი შველიძე და ანტონ ფეიქრიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოდერძი შველიძე "ბრივის" ესპუარებს გაწვრთნის
ვასილ ლობჟანიძემ "ბრივთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
ქართულმა სარაგბო თემმა 2015 წლის საუკეთესოები დაასახელა
კახა ასეიშვილი: თამაში მშია, მოედანზე გასვლა მომენატრა, განსაკუთრებით, ნაკრებთან ერთად
ქართველი მორაგბეების ტრანსფერები: რამდენიმე ჯერ უგუნდოდაა
თარჯიმანი აღარ სჭირდება - lamontagne.fr-მა ვასილ ლობჟანიძეს წერილი მიუძღვნა
ლეგიონი გუშინ: ტოპ 14-ში ვასილ ლობჟანიძის დებიუტი შედგა
რაგბი. ლეგიონი: TOP 14-ში ოთხივე "ქართული გუნდი" ფავორიტია
რაგბი. ლეგიონი: კარლენ ასეიშვილის პირველი ლელო [VIDEO]
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
რაგბი. ლეგიონი: სამხელისუფლებიანობა ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა