გერმანელები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" მცველის ნიჭიერებას ხაზს უსვამენ
შარშან, ოქტომბერში, თბილისმა 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს რომ უმასპინძლა, საქართველოს დედაქალაქს ევროპელი სელექციონერებიც სტუმრობდნენ. იმ თამაშებს დიუსელდორფის "ფორტუნას" სპორტული დირექტორი მარკ ულშოფერიც ესწრებოდა. მაშინ მან გაგვიმხილა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა.

"19-წლამდელთა ტურნირს საგანგებოდ დავესწარი, რადგან რამდენიმე მოთამაშე მაინტერესებდა. ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრები და მისი ფეხბურთელები მომეწონა. ორი-სამი ქართველი ტალანტის გვარი ჩავინიშნე. მჯერა, მათ მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი გააჩნიათ", - ამბობდა დიუსელდორფელი ჩინოსანი.

გავიდა დრო და გერმანიაში "საბურთალოს" 18 წლის ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე წავიდა, რომელმაც მაშინდელი მინი-ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა. ამჟამად ტაბიძე "ფორტუნაში" სინჯებზეა და მისი საკითხი მალე გაირკვევა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველის შესაძლო ტრანსფერს გერმანული გამოცემა "ბილდიც" გამოეხმაურა სათაურით - "ჯიმი ტაბიძე: კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებ".

"გუშინ დიუსელდორფის "ფორტუნაში" ტესტირებაზე ჯიმი ტაბიძე (18 წლის) გამოჩნდა. ქართველმა გუნდის მწვრთნელები ზამთრის სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე დარჩენილ ერთ კვირაში უნდა დააინტერესოს.

"მზადება მშვენივრად მიმდინარეობს, "ფორტუნა" კი კარგი გუნდია. მინდა, რომ დიუსელდორფში დავრჩე. კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებ", - ამბობს ტაბიძე.

ტაბიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" წევრია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, რომ "ფორტუნასა" და "საბურთალოს" პრეზიდენტებს მეგობრობა აკავშირებთ.

კომენტარი გააკეთა "ფორტუნას" მენეჯერმა ჰელმუტ შულტემ: "ტაბიძე ძალიან ნიჭიერი ცენტრალური მცველია. დიდი ხანია მას ვაკვირდები. ახლა ვნახავთ, როგორ ვითარდება".

ქართველებისთვის ესოდენ ძვირფასი ქალაქის, დიუსელდორფის კლუბს წარსულში ცნობილი მეკარე ოლივერ რეკი ("ვერდერთან" ერთად თბილისშიც უთამაშია 1987 წელს) ავარჯიშებს. 31 ქულით გუნდი II ბუნდესლიგაში მე-6 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან "კარლსრუეს" სულ 2 ქულით ჩამორჩება.

ბუნდესლიგაში (საიდანაც დიუსელდორფელები წინა სეზონში გავარდნენ) პირდაპირი წესით 2 გუნდი გადადის და, აქედან გამომდინარე, "ფორტუნას" ელიტაში დაბრუნების შანსები გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

saba
სურათია იმნაირი თორე ჩვეულებრივი გამოხედვა აქვს
saqartvelo
ხალხო ვერ ხვდებით რო სურატია იმნაირი ??
vajkaci
გამოხედვა როგორი აქვს?ვერ გავიგე.
asdasd
გამოხედვაო... FACEPALM! ამ *** მხოლოდ ქართველი თუ დაწერს
Lasha
სულელი უნდა იყო, რომ ეს ამბავი არ გაგიხარდეს, მაგრამ... თუ ლამაზი ფეხბურთის თამაში გვინდა, შემტევებიც უნდა ვიყოლიოთ კარგ ლიგებში. ანანიძე-ოქრიაშვილის იმედად ვერ ვიქნებით მხოლოდ. მჭედლიძეც ვერ ბრწყინავს...
tamazi tsomaia
გამოხედვა რა შუაშია ? გინახავს ამ ბიჭის თამაში?წარმატებები ჯიმი!!!
თბილისი
ისეთი გამოხედვა აქვს ამას არამგონია ეს კაი ფეხბურთელი გამოვიდეს, იმედია ვცდები და ახალი ვარანი იქნება, მაგრამ მეეჭვება :)
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბაიერნმა" მიუნხენში "ფორტუნა" ვერ დაამარცხა და "დორტმუნდს" 9 ქულით ჩამორჩა [VIDEO]
გერმანელმა მეკარემ ბურთი სასქესო ორგანოთი მოიგერია
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა - მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ლევან ყენიას თამაში 2013 წელს გამოირიცხა
"დორტმუნდი" ბუნდესლიგაზე პირველად დამარცხდა - თანაც "ფორტუნასთან" [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია