გიორგი დარასელიას გუნდს თურქულ შეკრებაზე ოთხი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი
"ტორპედო" ორკვირიანი მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად თურქეთში გაემგზავრა. ქუთაისელთა 35-კაციანი დელეგაცია ტრაბზონის გზას ავტობუსით დაადგა, ხოლო იქიდან ჯერ სტამბოლში ჩავიდა, შემდეგ კი ანტალიაში - თვითმფრინავით და კურორტ ბელექში, სასტუმრო "ატლანტისში" დაბინავდა.

29 იანვარს გიორგი დარასელიამ გუნდი პირველად ავარჯიშა.

მანამდე "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია - გივი იოსელიანი. 24 წლის მარჯვენა მცველი "ტორპედოში" 2011/12 წლების სეზონშიც თამაშობდა, მერე კი უნგრული "კეჩკემეტის", ბოლნისის "სიონისა" და ცხინვალის "სპარტაკის" (დღეს უკვე "ცხინვალის") ფორმები მოირგო.

ახლახან ის კვლავ უნგრეთში აღმოჩნდა, სადაც ნიდერიჰაზას "სპარტაკუსში" ისინჯებოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და იოსელიანი სამშობლოში დაბრუნდა.

დარასელიამ თურქულ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები იახლა:

მეკარეები: ბექა შეყრილაძე, ლევან ტყეშელაშვილი;

მცველები: გურამ ადამაძე, ზაზა ჭელიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ბაქარ მირცხულავა, ბექა ბანძელაძე, საბა ადამაშვილი, მიხეილ მახვილაძე, გივი იოსელიანი;

ნახევარმცველები: ლაშა ქებაძე, ნიკა კვასხვაძე, შოთა ბაბუნაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ოლეგ მამასახლისი, დავით კირკიტაძე;

თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, ბექა ტუღუში, ზურაბ ხურციძე, ბუდუ ზივზივაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ნიკა საბანაძე.

"ტორპედოს" თურქეთში 4 ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი: 1-ელ თებერვალს ქუთაისელთა მეტოქე ყაზახური "ირტიში" იქნება, 7 თებერვალს - უნგრული "დებრეცენი", ხოლო 10 თებერვალს - ბულგარეთის "ბოტევი".

კიდევ ერთ შეხვედრას "ტორპედო" 4 თებერვალს გამართავს, ოღონდ სპარინგ-პარტნიორის ვინაობა ჯერ არ დაზუსტებულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
გიორგი დათუნაიშვილი: შოკიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ზუგდიდი": მარცხი არაბებთან, გამარჯვება თურქმენებთან
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ზუგდიდი": ნიკა აფაქიძე და დმიტრო ზოზულია გაბელიასთან