გორის "დილამ" პირველი სპარინგი პოლონურ "იაგელონიასთან" ფრედ დაასრულა
29 იანვარს "დილამ" უცხოური შეკრებისთვის გეზი თურქეთისაკენ აიღო.

31 იანვარს კი გორელებმა პირველი სპარინგ-მატჩი გამართეს. გუნდის მეტოქე პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარი "იაგელონია" გახლდათ, რომელიც ამჟამად 16 გუნდიან ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე იმყოფება. ამ ტურნირზე გუნდის უმაღლესი შედეგი მეოთხე ადგილია, თუმცა არის პოლონეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი.

შეგახსენებთ, რომ "იაგელონიაში" ნიკა ძალამიძე ირიცხება.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მრავლად იყო ორთაბრძოლები, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს. გარდა გატანილი გოლისა, გორელებს კიდევ ოთხჯერ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება. თითოჯერ მოდებაძემ და თექთურმანიძემ გუაშვეს შანსი ხელიდან, ფალავანდიშვილმა კი ორჯერ ვერ გამოიყენა ასეთი შესაძლებლობა.

მატჩში ანგარიში გორის "დილამ" გახსნა. 32"-ე წუთზე სტუმართა გუნდის მეკარის გადაცემა გიორგი ერისთავმა ჩაჭრა და ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 0:1.

ტაიმის მიწურულს პოლონელებმა ანგარიში გაათანაბრეს, გოლის ავტორი "იაგელონიის" ახალგაზრდა თავდამსხმელი კეროლ სვიდერსკი გახლავთ - 1:1.

63-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მორიგი უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს, თუმცა მოლაპარაკების შედეგად მათ 11 კაცით გააგრძელეს თამაში.

იხილეთ ინციდენტის ვიდეო

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის "დილა" 3 თებერვალს გერმანიის რეგიონალლიგის ერთ-ერთ ბინადართან გამართავს.

"დილამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მიგინეიშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, თექთურმანიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, ხიდეშელი, გვალია, მელქაძე, სეთურიძე, გორელიშვილი, ახალკაცი.

გოლები: ერისთავი (32") 0:1, სვიდერსკი (45") 1:1.

იხილეთ მატჩის ვიდეო

"დილას" პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბერძნული პოლიციის ვერსიით, "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს პროფესიონალებმა ესროლეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"მწვანე ქუჩის ხულიგნები" - ქუთაისურ მატჩებზე მომხდარი ინციდენტები [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კონფერენს ლიგა. 1/4-ფინალი: "ჩელსი" თითქმის უკვე ნახევარფინალშია
"როტორი" - "იაგელონია", სამი ქართველი სასტარტოშია [LIVE]
"ოლიმპიაკოსის" ფანებმა "ბაიერნის" ქომაგებს პირდაპირ მატჩის დროს სცემეს [VIDEO]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები "იაგელონიასთან" შეხვედრაში [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქალმა მოკრივემ მეტოქეს აკოცა და საპასუხოდ სილა მიიღო [VIDEO]
"რიო ავე" ევროპის ლიგას დაემშვიდობა, გიორგი მაკარიძემ კი 4 გოლი გაუშვა
მესიმ და ფელიშმა ლამის იჩხუბეს, თუმცა ყვითელი სუარესს მისცეს [VIDEO]
ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ფეხბურთელს ლამის მთელი გუნდი გაეკიდა [VIDEO]
მეტოქეს სახეზე ხელით შეეხო - საქართველოს ძიუდოისტთა ჩემპიონატის დროს ინციდენტი მოხდა [VIDEO]