წლის პირველი დიდი სლემი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ენდი მარეის დამარცხების შემდეგ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეხუთედ გახდა ამ ტურნირის ტრიუმფატორი. ამ მაჩვენებლით ის ღია ერაში რეკორდსმენი გახდა, ხოლო მთლიანად ისტორიაში, მხოლოდ ავსტრალიელ როი ემერსონს ჩამორჩება...

ციფრები ფინალის წინ

- ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი 23-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. 15-ჯერ მოიგო სერბმა, 8 მატჩი - ბრიტანელმა. ამასთან, ნოლეს მოგებული ჰქონდა ბოლო ოთხი მატჩი და შვიდი ბოლო რვაში.

- "დიდი სლემის" ტურნირებზეც პირად შეხვედრებში წინ იყო ჯოკო - 4:2. ამასთან, სერბს სამიდან სამჯერ ჰყავდა დამარცხებული ავსტრალიაში მარეი. აქედან ორი მოგება ფინალზე მოდის.

- ბოლოჯერ მარეიმ 2012 წლის შემოდგომაზე მოუგო ჯოკოვიჩს ჰარდზე. ეს მოხდა აშშ-ის ღიას ფინალში. ჰარდზე სერბის უპირატესობა აშკარაა - 13:6.

- ჯოკოვიჩი და მარეი მეხუთედ ხვდებოდნენ "დიდი სლემის" ფინალში.

- ნოლე "დიდი სლემის" მე-15 ფინალს თამაშობდა. მის აქტივში შვიდი მოგება და ამდენივე წაგება იყო.

- რვა მოგებით ჯოკოვიჩი დაეწევა ფრედ პერის, კენ როზუოლს, ჯიმი კონორსს, ივან ლენდლსა და ანდრე აგასის.

- მარეი "დიდი სლემის" მერვე ფინალს თამაშობდა და მეოთხეს - ავსტრალიაში.

- წინა სამი ფინალი მარეიმ მელბურნში წააგო: ფედერერთან (2010) და ჯოკოვიჩთან (2011, 2013).

- ფრედ პერი ბოლო ბრიტანელია, ვინც ავსტრალიაში მოიგო. ეს მოხდა 1934 წელს.

- ენდიმ უკვე გაინაღდა მე-4 ადგილი ATP-ის რეიტინგში, ფინალის მოგების შემთხვევაში კი მესამე ჩოგანი გახდება.

ფინალი

ამ ჩოგბურთელებს შორის შარშანდელი მატჩების გათვალისწინებით, როცა ნოვაკმა ოთხიდან ოთხი მოუგო ბრიტანელს და მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო მას, ფინალში ფავორიტად სერბი სახელდებოდა.

გუშინდელი მატჩი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. პირველი ორი სეტის შემდეგ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ თამაშის ხანგრძლივობა 5 საათს გადასცდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩოგბურთელებმა 3 საათი და 39 წუთი დაჰყვეს კორტზე.

პირველ ორ პარტიაში ტაი-ბრეიკის თამაში გახდა საჭირო. პირველი შემოკლებული გეიმი ჯოკოვიჩმა მოიგო, მეორე მარეიმ, ამასთან, ორივე პარტიაში ჩოგბურთელები ორ-ორი ბრეიკის გაკეთებას ახერხებდნენ.

პირველ სეტში ჯოკოვიჩმა 4:1-ით დაწინაურება მოახერხა, რის შემდეგაც მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს. იქვე სერბი ერთ-ერთ ეპიზოდში კორტზე დაეცა და ცერა თითი დაიზიანა, რაც ხელს უშლიდა თამაშში. ამის გამო ნოვაკმა სეტზე ვერ ჩააწოდა და ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ტაი-ბრეიკის დრო მოვიდა.

მე-13 გეიმი ჯოკოვიჩმა ორმაგი შეცდომით დაიწყო. მარეიმ მცირე უპირატესობა მიიღო, მაგრამ მალე გამოეთხოვა მას 4:2-ზე ასევე ორმაგი შეცდომის გამო. გადამწყვეტი აღმოჩნდა გათამაშება 5:5-ზე, რომელშიც მარეი დომინირებდა, ბადესთან გავიდა და იოლი დარტყმა აუტში გაუშვა. შემდეგ საკუთარი მოწოდებით ჯოკოვიჩმა სეტი მოიგო, რომელიც საათი და 12 წუთი გაგრძელდა.

ამ სეტის შემდეგ ბევრს გაახსენდებოდა, რომ ენდის არასოდეს მოუგია "დიდი სლემის" ტურნირის ფინალი პირველი პარტიის წაგების შემდეგ. ამასობაში, ნოვაკმა ახალი დაზიანება მიიღო - კოჭი ასტკივდა, რითაც მარეიმ ისარგებლა და 2:0 დაწინაურდა. და უცებ კონცენტრაცია დაკარგა. ბრიტანელმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ახლა უკვე სერბი გავიდა წინ - 3:2.

4:3-ზე ერთ საინტერესო მომენტს ჰქონდა ადგილი: კორტზე მოულოდნელად უცნობი ადამიანები გამოჩნდნენ. მცველები მაშინვე ამოეფარნენ ჩოგბურთელებს. პრინციპში, საშიში არაფერი მომხდარა, მაგრამ პაუზა შვიდ წუთამდე გაგრძელდა და როგორც ჩანს, ამან რიტმიდან ამოაგდო სერბი. მარეიმ აგრესიას მოუმატა და ბრეიკი გააკეთა.

ენდის 5:4-ზე სეტბოლიც ჰქონდა, შემდეგ ჯოკოვიჩმა მიიღო რამდენიმე ასეთი შანსი მეტოქის მოწოდებაზე, მაგრამ ორივე ჩოგბურთელი იდეალურად თამაშობდა ბრეიკ-პოინტებზე. მარეიმ დიდი გაჭირვებით მოიგო საკუთარი გეიმი. და ისევ ტაი-ბრეიკი, რომელიც საკამათო ეპიზოდით დაიწყო - ბრიტანელმა ეისი ჩააწოდა, სერბმა კი მიიჩნია, რომ ბურთი ბადეს შეეხო. კამათმა შედეგი არ მოიტანა და იქვე ნოვაკმა საკუთარი მოწოდება წააგო. მარეიმ არ გაიმეორა პირველი სეტის შეცდომები და დამაჯერებლად წარმართა მე-13 გეიმი. საათი და 20 წუთი გაგრძელდა პარტია და ანგარიში გათანაბრდა.

ნოვაკმა სეტებს შორის შესვენებისას კორტი დატოვა. მესამე პარტია კვლავ მარეის ბრეიკით დაიწყო. სერბმა ისევ დაიწყო ფეხისთვის ყურადღების მიქცევა. შესაძლოა, სწორედ ამის გამო ნოვაკმა თითქმის უბრძოლველად დათმო გეიმი ენდის მოწოდებაზე - 0:2. მაგრამ მალე მესამე სეტი მეორეს დაემგვანა: მარეიმ მალე დააბრუნა ბრეიკი, ოღონდ ამის შემდეგ საკუთარი თამაში ვეღარ იპოვა.

მეშვიდე გეიმში ბრეიკ-პოინტზე შეცდომის შემდეგ ბრიტანელის თამაში საბოლოოდ მოიშალა და საერთოდ ვეღარ არტყამდა მიზანში საფირმო დარტყმებს. ჯოკოვიჩმა მესამე სეტი 39 წუთში 6:3 მოიგო.

მეოთხე სეტში სანახაობრივი ჩოგბურთი აღარ გამოვიდა. ენდი თავად თმობდა ქულების დიდ ნაწილს, ჯოკოვიჩი კი თამაშობდა ისე, როგორც სიტუაცია მოითხოვდა. უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ ანგარიში 3:0 იყო. რა თქმა უნდა, მსოფლიოს პირველი ჩოგანის წინააღმდეგ ორი ბრეიკიდან ბრძოლაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. შესაძლოა, ბრიტანელი "მშრალი" ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ ჯოკოვიჩი ულმობელი იყო.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ნახევარფინალსა და ფინალში ნოვაკმა თავის მეტოქეებს ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით მოუგო - უნიკალური მიღწევა "დიდი სლემის" ტურნირზე.

კაცები

1/2-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 7:6(1), 3:6, 6:4, 4:6, 6:0.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ენდი მარეი (ბრიტ, 6) 7:6(5), 6:7(4), 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
US OPEN 2016 დიდი მატჩების კაცი
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია
ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში
ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა