ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნოვაკ ჯოკოვიჩი: კარიერისთვის დიდი მსხვერპლი გავიღე

ნოვაკ ჯოკოვიჩი: კარიერისთვის დიდი მსხვერპლი გავიღე

ინტერვიუ ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულთან
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ხუთ სეტში დაამარცხა ბრიტანელი ენდი მარეი და მელბურნში უკვე მეხუთე ტიტული მოიპოვა.

მატჩის შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გაარჩია ფინალური მატჩი, ისაუბრა მეხუთე ტიტულის მნიშვნელობაზე და პარიზში გამარჯვების იმედებზე...

- მოგვიყევით დაწვრილებით მესამე სეტზე. ტრავმა აშკარად გაწუხებდათ, მაგრამ შემდეგ შეძელით ბოლო 13 გეიმიდან 12-ის მოგება...

- ამ მატჩში ბევრი იყო ისეთი გათამაშება, რომელსაც შეეძლო, გარდატეხა შეეტანა თამაშში. როგორც ყველა ელოდა, სერიოზული ბრძოლა გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე ოთხჯერ გავიმარჯვე, მას კი ყველა ფინალი ჰქონდა წაგებული, ჩვენი შანსები ტიტულზე მაინც თანაბარი იყო.

ჩავარდნა მქონდა მეორე სეტის ბოლოს და მესამეს დასაწყისში. ვგრძნობდი, რომ გამოფიტული ვიყავი და დრო მჭირდებოდა ენერგიის აღსადგენად. ეს შევძელი, უფრო ძლიერად დავიწყე დარტყმა, ხშირად გავდიოდი ბადესთან, ვამოკლებდი დარტყმებს. მესამე პარტიის დასაწყისში, 0:2-ზე ძალიან მნიშვნელოვანი ბრეიკი შევასრულე. ეს დამეხმარა მატჩში დაბრუნებაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ორივემ ყველაფერი გავიღეთ, რაც კი ჩვენს არსენალში იყო. იმედია, მაყურებელმა ისიამოვნა ფინალით, ჩემთვის კი ის ძალიან დამღლელი გამოვიდა. მოხარული ვარ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მჯეროდა მოგების. შევძელი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მესამე სეტში 3:3-ზე, შემდეგ ბრეიკი გავაკეთე და პარტიაც მოვიგე. ასეთ დონეზე ყველაფერი შეიძლებოდა ორ-სამ გათამაშებას გადაეწყვიტა და სწორედ ასე მოხდა.

- ენდიმ აღნიშნა, რომ გაეფანტა ყურადღება, როცა კორტზე კოჭლობით გადაადგილება დაიწყეთ. შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს ორ ადამიანს შორის, რომლებიც 11 წლიდან იცნობენ ერთმანეთს?

- არ ვაპირებ მასზე ცუდის ლაპარაკს ან რაიმე გამართლების მოძებნას. ასეთ მატჩში ემოცია ზღვარს გადადის. ძალიან რთულია მუდმივად ასპროცენტიანი კონცენტრაციის შენარჩუნება. ასევე, იყო მომენტი, როცა მატჩი კორტზე გამოსული ადამიანების გამო შეწყდა. მაშინ პირველი სეტი მოგებული მქონდა და მეორეში ბრეიკით ვიგებდი, მაგრამ ამ პაუზის შემდეგ იქვე საკუთარი მოწოდება წავაგე. მან უფრო აგრესიულად დაიწყო თამაში, არადა, ფიზიკურად მასაც უჭირდა. მატჩი მართლაც დაძაბული გამოვიდა ფიზიკური თვალსაზრისით.

- რას ნიშნავს თქვენთვის მეხუთე ტიტული ავსტრალიაში?

- ვფიქრობ, ეს ტიტული უფრო ფასეულია, რადგან ახლა ქმარი და მამა ვარ. ეს პირველი ტურნირია "დიდ სლემზე", რომელიც ამ სტატუსით მოვიგე. ძალიან ვამაყობ ამით.

- კერძოდ, რომელი კუთხით?

- როგორც მამა და მეუღლე. ვცდილობ, ჩოგბურთისადმი ერთგულება შევინარჩუნო იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი კარიერის საუკეთესო წლები. ვთამაშობ იმისთვის, რომ მოვიგო მსხვილი ტურნირები და გავახარო ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები. ვიცი, რომ მათ ძალიან ბევრი ჩადეს ჩემში, ჩემს კარიერაში. ამიტომაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

დავქორწინდი, მამა გავხდი... ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა ახალი ენერგია შემძინა, რაც ადრე არასოდეს მიგრძვნია. დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი პოზიტიურად ვითარდება და ბედის მადლობელი ვარ ამის გამო. ვცდილობ, ბოლომდე შევიგრძნო ეს მომენტები და დავტკბე ამით.

- თქვენ აქ უკვე ხუთი ტიტული მოიგეთ და რეკორდი დაამყარეთ. გაცვლიდით მელბურნის ერთ ან ორ გამარჯვებას პარიზის ერთ ტიტულზე?

- ნუ მეკითხებით ამის შესახებ აქ. მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველა მოვლენას თავისი მიზეზი აქვს. ვცდილობ, არ დავხარჯო ძალები იმაზე ფიქრით: "რა იქნებოდა, თუ..." აქ კარგად ვთამაშობ, უკვე ხუთჯერ გავიმარჯვე და ამას თავისი მიზეზები აქვს, ისევე, როგორც იმას, რომ დღემდე ვერ დავიპყარი როლან გაროსი. მაგრამ გავაგრძელებ მუშაობას და მჯერა, რომ კარიერის დასრულებამდე ერთხელ მაინც გავიმარჯვებ იქ.

- ვავრინკასთან მატჩში და ფინალში თქვენი გუნდისგან რაღაც სასმელებს იღებდით. ეს ენერგეტიკული სასმელია?

- ენერგეტიკულ სასმელს ყველა სპორტსმენი იღებს. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს, რასაც ვჭამ და ვსვამ. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ყოველ დეტალზე, ყოველ წვრილმანზე და შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ სწორედ ერთ-ერთ ასეთ დეტალს ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით, ისეთ მატჩში, როგორიც ეს იყო.

ბევრი რამის მსხვერპლად გაღება მომიწია იმისთვის, რომ ბოლო წლებში ასეთი ჯანსაღი ცხოვრების წესით მეარსება. მაგალითად, ისეთ გემრიელ შამპანურზე უარის თქმა, როგორიც აქ აქვთ. ჩოგბურთისგან თავისუფალ დროსაც კი უარს ვეუბნები საკუთარ თავს ბევრ გემრიელ კერძზე, მაგრამ მაინც მიყვარს ის, რასაც მივირთმევ და ვსვამ და ისიც, როგორ ვცხოვრობ. ეს ჩემი არჩევანია. ასე რომ, არ შემიძლია აქ ვიჯდე და ვიწუწუნო ცხოვრებაზე. ვცდილობ, საუკეთესო ვიყო იმაში, რაშიც შემიძლია საუკეთესოობა. ამიტომაც ვუთმობ ყველა წვრილმანს ასეთ დიდ ყურადღებას.

ნოვაკ ჯოკოვიჩი: კარიერისთვის დიდი მსხვერპლი გავიღე - ასეთ მატჩებში ფსიქოლოგიური ძალა, სავარაუდოდ, გადამწყვეტ როლს თამაშობს. გამარჯვებისთვის საჭიროა შინაგანი ძალების გამონახვა - ფსიქოლოგიურიც, ფიზიკურიც, ემოციურიც. განსაკუთრებით, ფინალებში უძლიერეს და უპრინციპულეს მეტოქეებთან. შეიძლება ბევრ რამეზე გქონდეს გავლენა ფსიქოლოგიური განწყობის დახმარებით. როგორც უკვე ვთქვით, შეუძლებელია სამსაათნახევრის განმავლობაში ასპროცენტიანი კონცენტრაციის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდე წაქცევის შემდეგ წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• JJ

4 setshi moigo jokom da ara 5 shi rogorc tqven giweriat.5 setshi wawrinkas mougo 1/2 finali

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა