საქართველოს ჩემპიონის მორიგი მარცხი საკონტროლო მატჩში
თბილისის "დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა თურქულ შეკრებაზე. 3 თებერვალს კახა გოგიჩაიშვილის გუნდი ანტალიაში პრაღის "სპარტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრას თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც ესწრებოდა.

თამაში ჩეხური გუნდის უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ანგარიში შალამ გახსნა. დინამოელებმა გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში, გუნდის ესპანელი ახალწვეულის, მანუელის (49) გოლით შეძლეს.

ჩეხები ანგარიშში წინ მალევე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კრეიცი ახლო მანძილიდან ძლიერად ურტყამდა, გოლში "წვლილი" დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკასაც მიუძღვის.

74-ე წუთზე სლოვაკი მეკარე უკვე დოკალის მიერ შესრულებულ საჯარიმოს ვერ გაუმკლავდა და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა.

თბილისის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი (ტაბატაძე 77), თოთაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი 70), პარუნაშვილი, ბუკორაცი (ჯანელიძე 46), ლობჟანიძე (გუგა 83), ჭანტურიშვილი, მანუელი (მიქელთაძე 77).

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე წინა მატჩი პოლტავის "ვორსკლასთან" დათმო (0:1), მანამდე კი გრაცის "შტურმთან" ფრეს (1:1) დასჯერდა.

გუჯა კახაძე
იმედსაც აღარ გვიტოვებენ, რომ რამე გვეშველება.
kaxas
გეთანხმები მეგობარო რო ადრე უნდა წასულიყო, მარა კიარ წავიდა გაუშვეს...და ეს მოიყვანეს,მინიმუნ 5,6,მეკარე ვიცი რომლებიც ბევრად ჯობია ამ მეკარეს, ბოლობოლო ქარტველები მაინც არიან
კახა
ლორია უნად წასულიყო...დიდი ხანია წასასვლელი ქონდა, რადგანაც აქ უკვე ვერ ვითარდებოდა არც მოტივაცია ქონდა საკმარისი, ასპარეზი მისთვის ვიწრო იყო..ორიოდე წლით ადრე წასულიყო კიდევ უკეთესი იქნებოდა...
კახა
ფიფია ფეხბურთის აზრზე არაა ეტყობა, თორე ბიზნესში ალბათ არავინ დაობს რო ძლიერია..ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ევროპული დონის აკადემიის გახსნის გარდა სხვა ნაბიჯები რომელი ქონდა წარმატებული..მწვრთნელების, ფეხბურთელების შერჩევა - ამაში რბილად რო ვთქვათ მისი ნაბიჯები არაადეკვატურია.. ასეთი შესაძლებლობების კლუბი საქართველოშიც კი არაა გამოკვეთილი ლიდერი..
123
ფიფიამ ერთი ბადე უნდა უყიდოს ამ მეკარეს რო თამაშის დროს ფეხებს შუა ამოაკრას ხოლმე და მოგვარებული თემაა,ლორია გაუშვეს და ეს მოიყვანეს, საღოლ.........
999
555-ს. შენ თუ ხარ საერთოდ რამის გაგებაში? ფიფია უტვინოა ხომ, მაშინ საიდან ამდენი ფინანსები ბიძინასი არ იყოს (მასზეც ხშირად მოისმენ ასეთ უტვინო შეფასებას). შე კლავიატურის "ლომო", ხომ ვერ გვეტყვით, დინამოს გარდა, რამდენ კლუბს აქვს საქართველოში საკუთარი აკადემია? იქნებ ჩამოთვალო. მიდი რა, კიჭი გააგორე...
g
პოლონურ “იაგელონიასთან” შედარებით გერმანულ „აურბახთან“ სასტარტო შემადგენლობა ოდნავ განსხვავდებოდა, რადგან ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა. შეკრებაზე გუნდს შეუერთდნენ 23 წლის რუსი ცენტრალური მცველი ალან ბაგაევი, რომელსაც ვლადიკავკასის „ალანიაში“ და ეკატერინბურგის „ურალში“ აქვს ნათამაშები, ასევე 30 წლის გამოცდილი სერბი მარცხენა მცველი სლავკო მარიჩი, რომელიც „რადნიჩკში“ და „ლამიაში“ თამაშობდა. გუნდს შეკრებაზე ირაკლი ძარიაც შეუერთდა, რომელიც ბოლოს თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თითქმის მთელი მატჩი ჩვენი გუნდის კარნახით მიმდინარეობდა. გოლის გატანის შესაძლებლობები ჰქონდათ გიორგი ერისთავს (რომელიც დღეს იუბილარი გახლავთ და 21 წელი შეუსრულდა), გორელიშვილსა და გიორგი მელქაძეს, რომელმაც 20 მეტრიდან სულ მცირე მანძილით ააცდინა მიზანს. მატჩის მე-60’ წუთზე გორელებმა გახსნეს ანგარიში. „დილას“ გამოცდილმა ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო ბურთი კარგად დაამუშავა და მეკარისაგან შორეულ ცხრიანში გადაგზავნა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლი საკმაოდ ლამაზი გამოუვიდა. გერმანელებმა კი 75’-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. საბოლოოდ პოლონელებთან გამართული მატჩის მსგავსად, ეს დაპირისპირებაც ფრედ 1:1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას გორის „დილა“ 6 თებერვალს შვეიცარიული „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ გამართავს. „დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სომხიშვილი, ხურცილავა, ჯაფარიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, სეთურიძე, ერისთავი თექთურმანიძე. შეცვლაზე შევიდნენ: გვალია, გორელიშვილი, ხიდეშელი, ბაგაევი, მარიჩი, ჭეჭელაშვილი, კურმაშვილი, ახალკაცი, მელქაძე.
555
ფეხბურთელები ხომ ვარსკვლავებს წყვეტენ. მაგათი პრეზიდენტი საქმის კეთების გაგებაში არ არის. ტყუილად წყალში ყრის ფულს. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ საქართველოში ფულის პრობლემაზე მეტად ნიჭიერი მენეჯმენტის პრობლემაა.
zaza
გაუჭირდებოდათ
GELA
ვუყურე თამაშს.ვერ გამიგია საქართველოში მაგაზე კარგი მეკარე არ არის.ორი გოლი სუფთა მაგის ბრალი იყო. მიგინეიშვილი ეგეთ გოლებს არ უშვებდა
zura
მეკარე არ ვარგა როგორც ჩანს....
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დინამო (თბ)-ზესტაფონი 3:2 - სუსხიანი გამარჯვება [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
დინამო (თბ)-სამტრედია 5:0 - ძლევაი საკვირველი [VIDEO+PHOTO]
კაცი ქალთა გუნდში - როგორ დასაჯა "სპარტამ" ფეხბურთელები
გიორგი პაპუნაშვილი: თბილისის "დინამოს" უტიტულოდ დარჩენა არ ეკადრებოდა...
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
პრაღის "სპარტას" ყოფილმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
უმაღლესი ლიგის XVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
სავარაუდო ტრანსფერი: წავა გურამ კაშია "ვიტესიდან" პრაღის "სპარტაში"?
ტომაშ როსიცკი პრაღის "სპარტას" სპორტულ დირექტორად დანიშნეს
გურამ კაშიას "ვიტესმა" რუსი მცველი ვიაჩესლავ კარავაევი შეიძინა
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
უმაღლესი ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
სამტრედია-დინამო (თბ) 0:1 - ძლიერი კლუბი ერთ დღეში არ კეთდება [VIDEO]
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა