ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფორმულა 1: ახალი "ფერარი" ძველი და ახალი პილოტით

ფორმულა 1: ახალი "ფერარი" ძველი და ახალი პილოტით

რაიკონენის და ფეტელის ინტერვიუები
ხერესში მიმდინარე პირველ სატესტო სერიაზე "ფერარის" პილოტმა სებასტიან ფეტელმა პირველ ორ დღეს საუკეთესო დრო აჩვენა. ამიტომაც საინტერესოა იმ ინტერვიუების ფრაგმენტების გაცნობა, რომლებიც გერმანელმა და მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა ტესტების წინ, ახალი ბოლიდის პრეზენტაციის შემდეგ მისცეს.

სებასტიან ფეტელი: კიმის პირდაპირობისთვის ვაფასებ

- ჯერჯერობით მანქანის საჭესთან არ მჯდარხართ, მაგრამ როგორია მისი გარეგანი ხედი?

- გუნდი გამოვიცვალე, ჩემთვის ეს არის ახალი ფერები და ახალი გამოცდილება. მანქანა შესანიშნავად გამოიყურება. საინტერესოა ბოლიდის აწყობის პროცესზე დაკვირვება. თავდაპირველად ხედავთ პირველ დეტალებს, შემდეგ მთლიანად მანქანას - ეს განსაკუთრებულია. მოუთმენლად ველოდები ბოქსებიდან გამოსვლას და მის შეფასებას ტრასაზე.

- თავს კომფორტულად გრძნობთ მანქანაში? ძველ ბოლიდთან შედარებით, რაიმე ხომ არ შეიცვალა?

- გუნდის გამოცვლა მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ასპექტს. საქმე მხოლოდ ბოლიდში კომფორტზე არ არის, რადგან მისი მორგება შეიძლება. მაგრამ საჭე და გადამრთველების მდებარეობა - ამ მხრივ, არის მცირედი განსხვავება. ბევრი რამის გაგება მომიწევს, მაგრამ ტესტებზე საკმარისი დრო გვექნება იმისთვის, რომ რიტმში შევიდეთ.

- საქმე მხოლოდ მანქანის გამოცვლაში არ არის, არამედ "ფერარის" საფირმო წითელ ფერში. რას გრძნობთ? უკვე შეეჩვიეთ ცხოვრებას იტალიაში და სამუშაოს "სკუდერიაში"?

- თანდათან ყველაფერს ვეჩვევი. მახსოვს პირველი ვიზიტი და მანქანის ტესტები 2012 წელს - ყველაფერი უჩვეულო იყო. ახლა საჭიროა, ნორმალურად დავიწყოთ ახალი სეზონი - ეს არის შემდეგი ნაბიჯი. მელბურნში პირველი რბოლის ფინიშის შემდეგ ისევ მექნება უნიკალური გრძნობა, რადგან ეს იქნება ჩემი პირველი ეტაპი "ფერარიში". წითელი ფერი, უნიკალური მანქანები, რომლებიც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რადგან მათ მდიდარი ისტორია აქვთ. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველოდები.

- წინ გრძელი სეზონია. გუნდს შარშანდელი ჩავარდნის გამო რეაბილიტაცია მართებს. როგორია 2015 წლის ჩემპიონატზე რეალური მოლოდინი?

- ცვლილება ბევრია. აქ ბევრი ახალი ადამიანია. პირადად მე სრულიად ახლებურ მდგომარეობაში ვარ - ადაპტაციისთვის ყოველთვის დროა საჭირო, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ აღწევ პროგრესს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

თუმცა მეჩვენება, რომ არასწორი იქნება ჩვენგან თავიდანვე ბევრის მოთხოვნა. ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ წელს ერთი გუნდი დომინირებდა. რთული იქნება თავიდანვე ლიდერებში გასვლა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია - ერთმანეთის კარგად გვესმოდეს. იმედია, შევძლებთ, თანდათან შევამციროთ ის ჩამორჩენა, რაც გასულ სეზონში გვქონდა.

- კიმისთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ. რას ელოდებით მასთან თანამშრომლობისას?

- ველოდები, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება. მისი უკან ჩამოტოვება ძალიან გაჭირდება. ის სწრაფია და ნიჭიერი, მაგრამ ტრასის მიღმა კარგად ვეწყობით ერთმანეთს. კიმი სიტყვაძუნწია, მაგრამ ყოველთვის პირდაპირი - ვაფასებ მასში ამ თვისებას, რადგან ეს ფორმულა 1-ში დიდი იშვიათობაა.

- თქვენ უკვე გამოდიოდით იტალიურ გუნდში. ენის შესწავლა შეძელით?

- დიახ, თანდათან ვეჩვევი. რაც მეტ დროს ატარებთ გუნდთან, მით უფრო ხშირად გესმით ლაპარაკი უცხო ენაზე. ასე რომ, ვეცდები, სეზონის მსვლელობისას კარგად ვისწავლო იტალიური. "ტორო როსოში" გამოვდიოდი, ახლა ისევ იტალიურ გუნდში ვარ. კარგად მესმის სხვების ლაპარაკი, მაგრამ თავად ლექსიკა არ მყოფნის, რომ საუბარს ავყვე.

- მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ მოხარული იქნება სეზონში თუნდაც ერთი გრანპრის მოგებით. იზიარებთ მის აზრს?

- კმაყოფილი ვიქნებით ასეთი შედეგით, მაგრამ უკეთესია უფრო მეტი რბოლის მოგება. როგორც ვამბობდი, რეალისტები უნდა ვიყოთ. ზამთარში ბევრი რამ შეიცვალა და ყველაზე მთავარია - სწრაფად შევიდეთ ჩვეულ რიტმში ზამთრის ტესტების დროს, შემდეგ კი დავიწყოთ პროგრესი. თუ ისეთ სიტუაციას მივიღებთ, როგორც გასულ სეზონში იყო, ძალიან რთული იქნება გამარჯვებებისთვის ბრძოლა, თუმცა სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ აქ სწორედ ამისთვის ვართ და არა მეორე ადგილისთვის.

- არის რაიმე განსაკუთრებული ტრასა ან რბოლა, რომელსაც განსაკუთრებით ელოდებით?

- ყოველთვის ველოდები სუზუკაზე გამგზავრებას - ეს ჩემი საყვარელი ტრასაა, მაგრამ კალენდარში ბევრი სხვა საინტერესო ავტოდრომიცაა. მელბურნი - განსაკუთრებული ადგილია სეზონის სტარტისთვის. ლამაზი ქალაქი, კარგი ენერგეტიკა და ბრწყინვალე ტრასა. სინგაპურის გრანპრი - ერთ-ერთია, რომელიც ძალიან მომწონს. ეს არის ღამის რბოლა რთულ და ტექნიკურ ტრასაზე. სინამდვილეში, არ არსებობს რბოლა, რომელიც არ მიყვარს - მოუთმენლად ველოდები ყველა გრანპრის.

კიმი რაიკონენი: თანდათან გავძლიერდებით

- გაგვიზიარეთ პირველი შთაბეჭდილებები "ფერარის" ახალ მანქანაზე...

- გასულ კვირას უკვე ვიხილე მანქანის ცალკეული დეტალები, მაგრამ ასეთი სახით პირველად ვხედავ. საკმაოდ კარგად გამოიყურება და იმაზე უკეთესია, ვიდრე შარშანდელი. ჩემი აზრით, ყველა დეტალი კარგად არის დამუშავებული. რა თქმა უნდა, ტესტებს უნდა დაველოდოთ და მხოლოდ იქ გავიგებთ - როგორია ის სინამდვილეში, მაგრამ მანქანამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ გასულ სეზონში ბევრ სირთულეს წააწყდით. რაში მდგომარეობს თავდაჯერებულობა, რომ 2015 წელს შეძლებთ უფრო მაღალი შედეგების ჩვენებას?

- ვფიქრობ, გასულმა სეზონმა ბევრი რამ გვასწავლა. დიახ, იყო სირთულეები, თუმცა ზოგიერთ რბოლაში, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. მაგრამ ასეთი რამ ხდება და იმედია, ამ წელს შევძლებთ სიტუაციის რადიკალურად შეცვლას. გუნდი უფრო ძლიერი გახდება და მოვახერხებთ იმ პოზიციებისთვის ბრძოლას, რომელიც "ფერარის" ეკადრება. თანდათან უფრო ძლიერები გავხდებით.

- რეალურად, რა მოლოდინი გაქვთ მომავალ სეზონთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, გვინდა, რაც შეიძლება უკეთესად გამოვიდეთ, მაგრამ ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი - რა პოზიციაზე აღმოვჩნდებით. გუნდი მაქსიმალურად შეწყობილად მუშაობს, ვაგრძელებთ ინტენსიურ მზადებას სეზონისთვის. ეს არის ათვლის წერტილი, რის შემდეგაც შეიძლება კარგ შედეგებზე ფიქრი. ჯერჯერობით აზრი არ აქვს რაიმე მიზნის დასახვას. უნდა დაველოდოთ პირველი ტესტების სერიას და იქ გამოჩნდება - რა შეუძლია მანქანას.

- ამიერიდან თქვენი მეწყვილე სებასტიან ფეტელია, ის კი თქვენი საუკეთესო მეგობარია ფორმულა 1-ის პილოტებს შორის. რა ელოდებით ამ თანამშრომლობისგან?

- დიდი ხანი არ გვყავდა ერთმანეთი ნანახი, მაგრამ ახლა მარანელოში შევხვდი მას. თავადაც ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი თანამშრომლობა. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად გვესმის ერთმანეთის და ჩვენი მთავარი ამოცანაა - ხელი შევუწყოთ "ფერარის" პროგრესს. ერთმანეთს წინსვლაში უნდა დავეხმაროთ, რადგან ეს ხელს უწყობს შედეგების ზრდას.

- თქვენ და სებასტიანს ერთად ხუთი ტიტული გაქვთ მოგებული. შთამბეჭდავი მაჩვენებელია!

- თუმცა უმეტესი მათგანი სებასტიანს ეკუთვნის. აქამდე მისი კარიერა წარმატებით ვითარდებოდა და ეჭვი არ მეპარება, რომ ასე გაგრძელდება კიდევ დიდი ხანი. მიხარია მისი წარმატებები, მაგრამ ასევე შევეცდები მაღალი შედეგების ჩვენებას და იმედი მაქვს, შევძლებთ დავაბრუნოთ "ფერარი" ლიდერის პოზიციებზე.

- ეს არის "ფერარიში" დაბრუნების მეორე წელი. რა გრძნობაა, იყო ამ გუნდის პილოტი?

- ყველაფერი დაახლოებით ისეა, როცა პირველად მოვედი "სკუდერიაში". გუნდის თანამშრომელთა დიდ ნაწილს ძალიან კარგად ვიცნობ, ახლებიც არიან. რამდენადმე შეიცვალა მიდგომა სამუშაოს მიმართ, განსაკუთრებით, გასულ სეზონთან შედარებით - ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. ყველას ესმის, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ სიამოვნებას ვიღებ ამ გუნდში მუშაობისგან, მომწონს ხალხი და რა თქმა უნდა, მახსოვს, რომ თავის დროზე ტიტული "ფერარიში" გამოსვლისას მივიღე.

ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვგრძნობ, რადგან ამ გუნდში გამოსვლა - ჩემი ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ გვერდიდან, ალბათ, "ფერარი" აღიქმება ყველაზე ცნობილ გუნდად, რომელსაც ყველაზე მდიდარი ისტორია აქვს და მოხარული ვარ, რომ მაქვს ამ ყველაფერთან კავშირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]

დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს

ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს

კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა

კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის

"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს

არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა

"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]

შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია

"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის