ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ამერიკული ფეხბურთი: რიგგარეშე შობა

ამერიკული ფეხბურთი: რიგგარეშე შობა

49-ე სუპერბოულზე ამერიკელებმა 14 მილიარდზე მეტი დახარჯეს
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, სუპერბოულის 49-ე გათამაშების გამარჯვებული გახდა "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი". გადამწყვეტ მატჩში მან 28:24 დაამარცხა "სიეტლ სიჰოქსი". ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის გადამწყვეტი მატჩი მთავარი სპორტული მოვლენა გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და სარეკორდო შემოსავალიც მოიტანა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ძველი კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, ამერიკული ფეხბურთის ორმა ლიგამ - National-მა და American-მა მსოფლიოს აჩუქა ზეწარმატებული კომერციული პროდუქტი, რომელმაც უკვე დიდი ხანია პოპულარობით გაუსწრო აშშ-ის სამ წამყვან სპორტულ ლიგას. ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) სეზონი მხოლოდ 17 კვირა გრძელდება, მაგრამ ფინანსურად და საზოგადოებრივი ინტერესის მხრივ, NFL სტაბილურად უსწრებს MLB-ს (ბეისბოლი), NBA-სა (კალათბურთი) და NHL-ს (ჰოკეი).

რაც შეეხება სუპერბოულს - მატჩს NFL-ის ტიტულისთვის, ეს ღონისძიება საერთოდ გასცდა სპორტულ ფარგლებს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ მოვლენად იქცა. ნებისმიერი ნორმალური ამერიკელის კალენდარში სპეციალურად არის აღნიშნული ის ორი დღე, რომელიც სჭირდება მატჩის მომზადებასა და ჩატარებას - Super Bowl Weekend.

ევროპაში სპორტის ეს სახეობა ნაკლებად არის პოპულარული და ხანდახან ამერიკულ ფეხბურთს რაგბისაც კი უწოდებენ. საინტერესოა, რომ ამერიკული ფეხბურთი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც სპორტის სახეობა, რომელსაც ყველაზე რთული წესები გააჩნია. რეგლამენტი შეიცავს 180 გვერდზე მეტს და ყველა ნიუანსში თავად მოთამაშეებიც არ არიან გარკვეულნი.

სუპერბოულში ერთმანეთს უპირისპირდებიან ორი კონფერენციის გამარჯვებულები. თითო კონფერენციაში 16 გუნდია. NFL-ის რეგულარული ჩემპიონატი მხოლოდ 16 მატჩისგან შედგება და გრძელდება სექტემბრიდან დეკემბრამდე. წელს, რიგით 49-ე გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" და "სიეტლ სიჰოქსი". ამ უკანასკნელისთვის ეს იყო ზედიზედ მეორე ფინალი.

საბოლოოდ, გამარჯვება "პატრიოტებს" ერგოთ, რომლებმაც პრიზი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვეს. უფრო ხშირად სუპერბოული მოგებული აქვს მხოლოდ "პიტსბურგ სტილერზს" - ექვსჯერ. სულ კი, თითქმის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში, საპატიო პრიზს 19 სხვადასხვა გუნდი ფლობდა.

სუპერბოული არა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ამერიკულ სპორტში, არამედ ყველაზე პოპულარული სატელევიზიო სანახაობა. წლიდან წლამდე რეიტინგი მხოლოდ იზრდება - ბოლო რვა წლის განმავლობაში ტელეაუდიტორიამ 93 მილიონიდან 112 მილიონამდე მოიმატა.

მაქსიმალური რეტინგი - რეკლამებზე მაქსიმალურ ფასებს გულისხმობს. ყოველ წელს ათეულობით უმსხვილესი კომპანია და ბრენდი პრინციპის საკითხად მიიჩნევს, ტელემაყურებლებს საკუთარი თავი შეახსენოს სარეკლამო რგოლების მეშვეობით. წლევანდელი ტრანსლაციის დროს 30 წამი სარეკლამო დრო 4.5 მილიონი დოლარი ღირდა. ერთი წლის წინ ეს თანხა 500 ათასით ნაკლები იყო.

წინასწარი გამოთვლებით, რიგგარეშე შობაზე (სუპერბოულის არაოფიციალური სახელწოდება) ამერიკელებმა, საერთო ჯამში, 14 მილიარდზე მეტი დახარჯეს - საშუალოდ 89 დოლარი ერთ მცხოვრებელზე. შარშანდელი მაჩვენებელი - 12.37 მილიარდი იყო.

თანხა, რომელიც ამერიკული ფეხბურთის მოყვარულებმა მატჩის დროს საჭირო ატმოსფეროს შესაქმნელად დახარჯეს, რვა მილიარდამდე ავიდა. რვა წლის განმავლობაში ეს ციფრი 65 პროცენტით გაიზარდა.

მწარმოებელთა ეროვნული საბჭოს მონაცემებით, მატჩის დღეს აშშ-ის მოქალაქეებმა 1.25 მილიარდი ქათმის ფრთა მიირთვეს - ეს არის სუპერბოულის მთავარი ნუგბარი. ეს 45 ათასი ტონა ქათმის ხორცის ექვივალენტურია. ფინალური მატჩის დღეს განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ნაირსახეობა - "ბაფალო", რომელსაც სამჯერ მეტს ჭამენ, ვიდრე სხვა სახის ფრთებს. კერძის ადგილზე მიტანის პოპულარული სამსახური Goldbely ჩვეულებრივზე ათჯერ მეტად იყო დატვირთული.

ასევე, მწარმოებელთა ეროვნული საბჭო აღნიშნავს, რომ ფინალამდე ერთი კვირის განმავლობაში შეიძინეს 9.5 მილიონი ახალი ტელევიზორი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფასები ბილეთებზე. საშუალო ღირებულება 4350 დოლარს შეადგენდა, ყველაზე იაფი კი 800 დოლარი ღირდა. შაბათს, მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბილეთის შეძენა 7 ათას დოლარად იყო შესაძლებელი - გამყიდველებმა სპეციალურად დაიტოვეს ნაწილი, რათა ბოლოში დიდი თანხა მოეხსნათ. უშუალოდ მატჩის წინ კი ბილეთის ფასი 10 ათას დოლარამდე ავიდა. საბოლოოდ, 49-ე სუპერბოული ყველაზე ძვირფასი აღმოჩნდა NFL-ის ისტორიაში.

სუპერბოული მხოლოდ სპორტი და რეკლამა არ არის. ის, პირველ რიგში, შოუა. 90-იანი წლების დასაწყისამდე გასართობი პროგრამა ბრაზილიურ კარნავალს ჰგავდა - ორკესტრები, მუსიკოსები, ჩირლიდერები ლამაზი დეკორაციების ქვეშ მარშით დააბიჯებდნენ. 1991 წელს, ამგვარი ერთფეროვნებით დაღლილმა Walt Disney Company-მ და ტელეარხმა ABC-მ (სწორედ ამ არხს გააჩნდა ტრანსლაციის უფლება) ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს - მატჩზე მიიწვიეს დიდების ზენიტში მყოფი ბოსტონური ბოიზ-ბენდი New Kids On The Block.

საინტერესოა, რომ მაშინ ბიჭებს, ძირითადად, ვარდისფერი დეკორაციის ფონზე საბავშვო აუდიტორიის წინაშე მოუწიათ სიმღერა, რის გამოც ამ მოქმედებას "პედოფილების აღლუმი" უწოდეს. მაგრამ მთავარ ამოცანას ჯგუფი გაუმკლავდა - ტელეაუდიტორია 6 მილიონით გაიზარდა. 1993 წელს სუპერბოულზე თვით მაიკლ ჯექსონი გამოვიდა.

2004 წელს, Rock Your Body-ს კომპოზიციის შესრულების დროს, ჯასტინ ტიმბერლეიკმა მოულოდნელად მკერდი მოუშიშვლა ჯანეტ ჯექსონს. ინციდენტი ისტორიაში შევიდა, როგორც "გარდერობთან დაკავშირებული მცირე პრობლემა", ჯასტინს კი საჯაროდ მოუწია ბოდიშის მოხდა. ყველაზე მეტად კი ტელეკომპანია CBS დაზარალდა, რომელიც ამ უნებლიე სტრიპტიზს გადასცემდა. მას 550 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია.

წელს ყველაფერი ზრდილობიანად იყო. მუსიკალურ შოუში მონაწილეობა მიიღო კეტი პერიმ, რომელიც მისი ელიოტთან და ლენი კრავიტცთან ერთად გამოდიოდა. მატჩის წინ აშშ-ის ჰიმნის შესრულების პატივი კი იდინა მენზელს ერგო. გარდა ამისა, შესვენებაზე გაუშვეს მომავალი ჰოლივუდური ბლოკბასტერების ტრეილერები - "იურული პერიოდის სამყარო" და "ფორსაჟი-7".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sghs

ვაი თქვენს პატრონს

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე

[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?

ნუთუ ეს შესაძლებელია - "ლივერპული" პსჟ-ს ვარსკვლავის შეძენას აპირებს

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა