ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენმა დელეგაციამ საქმიანი შეხვედრები გამართა
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენმა დელეგაციამ საქმიანი შეხვედრები გამართა.

შეხვდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელობას, საუბრის ძირითადი თემა კი, ცხადია, "თბილისი-2015" იყო - იმ ღონისძიების ზაფხულის ანალოგი, რომელსაც ჩვენები ახლა ავსტრია-ლიხტენშტაინში ესწრებოდნენ. ამ საქმიანი ვიზიტის შესახებ გვესაუბრება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, რომელსაც რამდენიმე სხვა საინტერესო თემაზეც დავეკითხეთ.

მისი საუბრიდან კიდევ ერთხელ ირკვევა, რომ შეიძლება "თბილისი-2015" სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი უღრუბლო ღონისძიება, როგორც ადგილზე გვაიმედებენ.

ყოველ შემთხვევაში, ხელბურთის ბაზის შესახებ თურმე ევროპაშიც შფოთავენ (ამათ მეტი ისეც არ იციან)... მართალია, ფესტივალისთვის მშენებარეთაგან ესაა საფრთხის ქვეშ მყოფი ერთადერთი ობიექტი, თუმცა მასთან დაკავშირებით ანალოგიური შიში შინ თუ გარეთ ადრეც არაერთხელ გამოთქმულა.

საკითხავია, რა ხდება, რატომ ვერ მოიხსნა ეს საფრთხე აქამდე? ხაბელოვის არ იყოს, ჩვენც ვიმედოვნებთ, საშიშროებას თავიდან ავიცილებთ და ყველაფერი კარგად დასრულდება, თუმცა სეოკ-ის პრეზიდენტი ალტერნატიულ სათადარიგო ვარიანტზეც ლაპარაკობს.

- ევროპაში კონკრეტულად ვისთან გქონდათ შეხვედრები?

- შევხვდით ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთა პრეზიდენტ პატრიკ ჰიკის, საუბრის თემა კი "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო საკითხები, ინფრასტრუქტურა და სხვა იყო.

ევროპელებს ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, რადგან მათი წარმომადგენლები აქ მუშაობენ.

გამოითქვა შიში ხელბურთის დარბაზთან დაკავშირებით, მშენებლობა ნელ ტემპში მიდისო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ვუთხარით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.

გუშინ დილით ეს ობიექტები პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერე, ოლიმპიური სოფელიც ვნახეთ და ეს მშენებარე ხელბურთის ბაზაც. იქ ჯერ დარბაზი არაა აშენებული, მაგრამ მშენებლები იმედიანად არიან, დათქმულ ვადებში ჩაგაბარებთო. იცით, რომ კომისიაა შექმნილი პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, ქალაქის ხელისუფლება კი ცალკე ამოწმებს ამ ობიექტებს ყოველდღიურ რეჟიმში. ყველა პრობლემის შესახებ ოპერატიულად ხდება ცნობილი და რაც დღეისათვის ვიცით, მხოლოდ ისაა, რომ ობიექტებზე უკვე არსებული ელექტროენერგიის წყაროს გაძლიერება სჭირდება. სათანადო სამინისტროს უკვე მიეცა შესაბამისი განკარგულება და მათაც მოგვცეს ამ პრობლემის აღმოფხვრის პირობა.

- რატომ წარმოიქმნა ამ ბაზაზე ეს პრობლემა, ამაზე ხომ შარშანაც იყო საუბარი და რატომ ვერ გამოსწორდა ხარვეზები?

- ამ ობიექტს სპორტის სამინისტრო აშენებს და როგორც მშენებლები ამბობენ, დათქმულ ვადებში დაასრულებენ, დანარჩენს კი ვერაფერს გეტყვით. თუმცა ამ ბაზასთან დაკავშირებით არ ვნერვიულობ, რადგან ალტერნატივა გვაქვს - სპორტკომპლექსი "არენა".

- ევროპაში კონკრეტული რეკომენდაციებიც ხომ არ მიგიღიათ?

- თვით ბაქოსთან მიმართებაშიც კი, რომელსაც ფინანსური პრობლემები არ აწუხებს, იყო გარკვეული შენიშვნები ზოგიერთი ობიექტის დროულად ჩაბარებასთან დაკავშირებით. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ფაქტობრივად, ჩვენ ნულიდან ვაკეთებთ ყველაფერს - 6 ობიექტი თავიდან შენდება, 3-ს კი ვანახლებთ.

ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი საქმეა და მათი ერთდროულად მშენებლობა სირთულეა, მაგრამ იმედიანად ვარ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენი მდგომარეობა რამდენად მძიმეა, სხვა ქვეყნებთან შედარებიდანაც ჩანს. შარშანწინ ევროპის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს ჰოლანდიის ქალაქმა უტრეხტმა უმასპინძლა; ან ახლა რაც ვნახეთ ავსტრია-ლიხტენშტაინში, მათ არაფერი გაუკეთებიათ და აუშენებიათ სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის, უკვე არსებულ ბაზებზე ჩაატარეს. საორგანიზაციო კომიტეტმა 11 მილიონი ევრო დახარჯა მხოლოდ ორგანიზაციული საკითხებისთვის.

ჩვენ ობიექტებიც უნდა ავაშენოთ და ეს საორგანიზაციო საკითხებიც უნდა მოვაგვაროთ. ფაქტობრივად, ორ ფრონტზე ვიბრძვით.

- საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ხომ არ ყოფილა შენიშვნები?

- უახლოეს დღეებში კომისია ჩამოვა ადგილზე შესამოწმებლად. თან, როგორც გითხარით, მათი წარმომადგენლები აქ მუშაობენ და ყველა ინფორმაციას ოპერატიულად გადასცემენ ევროპაში. ამდენად, მთელი ეს პროცესი მკაცრი კონტროლის ქვეშაა და ეს ყველაფერი კოორდინაციაშია.

- ავსტრია-ლუქსემბურგში, ამ ფესტივალზე ჩვენი გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- იცით, რომ ზამთრის სახეობები ჩვენთან ჯერ სუსტადაა განვითარებული. თუმცა სპორტსმენებმა შეასრულეს ის მისია, რისთვისაც იქ მივდიოდით - წინა თამაშებთან შედარებით, უკეთესი შედეგი ეჩვენებინათ და ეს გააკეთეს კიდეც.

ჩვენი გუნდიდან გამოვარჩევ ფიგურულად მოციგურავე ირაკლი მაისურაძეს, ვინც მეხუთეზე გავიდა. მას აქვს წარმატების მოპოვების პოტენციალი და კარგადაც იბრძოლა. სპორტსმენს ეტყობოდა მომზადება და იფიქრებდი, რომ მედლის მოპოვებაც შეეძლო, რასაც ვერ ვიტყვი სხვებზე. თუმცა მოთხილამურეებმაც იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ველოდით.

- დასასრულ - დოპინგის თემა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 15 სტიპენდიანტიდან 3 უკვე ჩავარდა დოპინგზე. ეს ხომ არ იმოქმედებს საქართველოში ამ პროგრამის მიმდინარეობაზე და როგორ აპირებთ დოპინგთან ბრძოლას?

- პროგრამაზე არ იმოქმედებს, ის ისევ გაგრძელდება, მაგრამ თავად ფაქტია ძალიან ცუდი. დოპინგი ნომერ პირველი პრობლემაა და სოკ-ის ნებისმიერ დიდ ღონისძიებაზე პირველად ეს თემა იხილება.

არაერთხელ გავაფრთხილეთ სპორტსმენებიც და მწვრთნელებიც, თუმცა სამი კაცი მაინც ჩავარდა. ამ სტიპენდიანტებიდან პირველად თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი დაისაჯა, რომელიც ამოვიღეთ სიიდან და მის ნაცვლად სხვა ჩავსვით.

მოგვიანებითაც ასე მოვიქეცით და ღმერთმა დაიფაროთ, მაგრამ მომავალშიც თუ ჩავარდება ვინმე, ასევე ჩავანაცვლებთ.

დღეს ისევ ვაფრთხილებთ სპორტსმენებს დოპინგის საფრთხეზე. მით უფრო, რომ წესები კიდევ უფრო გაამკაცრეს.

ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ხელშეკრულებებს უფორმებს სპორტსმენებს და მათ დაშვებულ მედიკამენტებს აძლევს.

მოგეხსენებათ, ახლახან საკვები დანამატები და ვიტამინებიც დავურიგეთ... ამის შემდეგ კიდევ ვინმე რამეს თუ მიიღებს და არც ექიმს გააფრთხილებს, საკუთარ თავს დააბრალოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ჯანაშვილი და შავდათუაშვილი იჭიდავებენ
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი
"ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!" - კახაბრიშვილის ცრემლები
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] 6 ნემსი და გმირობის დასანანი დასასრული [VIDEO]
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: კორეელები ქართველობენ