დიახ, ჰოლანდიით დაიწყო და ჰოლანდიით დაამთავრა, კარლეს პუიოლი "ფურია როხადან" თავაწეული მიდის!

დიახ, ჰოლანდიით დაიწყო და ჰოლანდიით დაამთავრა, კარლეს პუიოლი "ფურია როხადან" თავაწეული მიდის! მის მხრებზე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულებია. 2000 წლის 15 ნოემბერს 22 წლის კარლესი ჰოლანდიის ნაკრებთან მატჩში მიიწვიეს, მას შემდეგ კი ის ეროვნული გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა. ჯერ კიდევ 2009 წლის ნოემბერში "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა განაცხადა, რომ ის მუნდიალის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებდა და სიტყვაც აასრულა. კულულებიანმა ფეხბურთელმა "ფურია როხას" შემადგენლობაში 90 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, მათ შორის ბოლო, ასე გადამწყვეტი თავური გერმანიის ნაკრების კარში, გოლი, რომელმაც "ლა როხა" მუნდიალის ფინალში გაიყვანა. ორ დიდ ტიტულზე უკვე ვთქვით და 10 წლის განმავლობაში პუიოლს არ დაკლებია ნაირ-ნაირი ტურნირები: მან ითამაშა 2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ესპანეთის ნაკრებმა დრამატული ფინალი პენალტების სერიაში წააგო კამერუნის ოლიმპიურ ნაკრებთან, პუიოლმა ითამაშა სამ მუნდიალზე (2002, 2006, 2010), ორ ევროზე (2004, 2008), კონფედერაციათა თასზე...

კარლესმა სთხოვა ვისენტე დელ ბოსკეს, რომ აღარ მიიწვიოს ის 11 აგვისტოს მექსიკის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში. დელ ბოსკემ პუიოლს ურჩია, ნაკრებიდან წასვლა გადაედო და 100-მატჩიან ნიშნულამდე მიეღწია, მაგრამ კატალონიელმა გადაწყვეტილების შეცვლა აღარ ისურვა, ის მთლიანად საკლუბო კარიერაზე გადაერთვება. 32 წლის ბარსელონელმა შემდეგი განაცხადა: "მართალია, 10 მატჩიღა რჩება, მაგრამ აღარ ვარ ისე ძლიერი, რომ ღირსეულად ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში, გზას სხვებს დავუთმობ".

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე