"ბაიერნმა" მეორე წრის ორ ტურში ხუთი ქულა დაკარგა
"ბაიერნის" უღიმღამო სტარტი ბუნდესლიგის მეორე წრეში გრძელდება. აღმოჩნდა, რომ "ვოლფსბურგთან" განადგურება არ ყოფილა შემთხვევითი მოულოდნელობა, არამედ ამ ეტაპზე მიუნხენელთა მზადყოფნის რეალურ დონეს ასახავდა. "შალკეს" განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, გამხდარიყო პირველი გუნდი სეზონში, რომელმაც "ალიანც არენაზე" არ წააგო.

პეპ გვარდიოლამ სამი ცვლილება განახორციელა სასტარტო შემადგენლობაში: სებასტიან როდეს, დანტესა და რობერტ ლევანდოვსკის ნაცვლად მოედანზე გავიდნენ მიტჩელ ვაიზერი, მეჰდი ბენატია და მარიო გიოტცე.

ამ მატჩმაც დაგვანახვა, რომ "ბაიერნმა" სერიოზულად უნდა იმუშაოს მეტოქის კონტრშეტევების გაუვნებელყოფაზე. რეკორდმაისტერს ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის მოწინააღმდეგის გრძელი პასი მცველების ზურგსუკან. ასეთი კომბინაციით გაიტანა ორი გოლი "ვოლფსბურგმა", "შალკემ" კი ნოიერთან პირისპირ გაიყვანა სიდნი სემი, რომელსაც დარტყმა არ აცალეს - ჯერომ ბოატენგმა ის საჯარიმოში წააქცია. "ბაიერნის" მცველი მოედნიდან გააძევეს, ხოლო პენალტი ჩუპო-მოტინგმა ვერ გამოიყენა - ნოიერმა ბუნდესლიგაში ბოლო სამი 11-მეტრიანიდან მეორე მოიგერია.

რიცხობრივი უპირატესობის მიღების მიუხედავად, რობერტო დი მატეომ თავის სტილს არ უღალატა და მის გუნდს არც უფიქრია დიდი ძალებით შეტევაში წასვლა. "ბაიერნის" სასტარტო ინიციატივისგან კი თითქმის არაფერი დარჩა და პირველ ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა.

ბოატენგის გაძევებამ გაგვახსენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი "მანჩესტერ სიტისთან", როცა რეკორდმაისტერი მე-20 წუთზე ათი კაცით დარჩა მოედანზე, მაგრამ მაინც გაიტანა ორი გოლი ინგლისის ჩემპიონის კარში. მაგრამ მაშინ "ბაიერნი" ფორმაში იყო, ახლა კი შორს არის ოპტიმალური კონდიციებისგან. ამას ხაზს უსვამს ერთი ფაქტორი:

გვარდიოლას გუნდმა კარგი შანსი მიიღო მეორე ტაიმში, როცა "შალკეს" კარში აბსოლუტურად გამოუცდელი 19 წლის დებიუტანტი მეკარე ტიმონ ველენროიტერი ჩადგა. თითქოს ეს მომენტი უნდა გამხდარიყო სიგნალი იმისა, რომ მასპინძლებს თავიანთი აქტიურობით დაეშინებინათ ახალგაზრდა გოლკიპერი. სინამდვილეში კი ვიხილეთ უღიმღამო ტიკი-ტაკა მეორე ტაიმის შუამდე.

სწორედ ამ დროს დაიწყო ყველაზე საინტერესო მატჩში. თავდაპირველად, ლევანდოვსკიმ ნულოვანი კუთხიდან გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა - მიიჩნია, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ასე არ ყოფილა. სამართლიანობა იქვე აღდგა - "ბაიერნმა" კუთხური ჩააწოდა და ტანმორჩილმა რობენმა ტანმაღალ ჩუპო-მოტინგს მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელმა ბოლო სამი გოლიდან ორი თავით შეაგდო.

"ბაიერნისა" და გვარდიოლას სიხარული ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა - ნოიერის კართან პირველ კუთხურამდე. ეს სტანდარტული "შალკეს" მთავარი იარაღია: გელზენკირხენელთა ყოველი მე-11 კუთხური გოლით მთავრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში. სემმა ჩააწოდა და "ბაიერნის" კარში გოლების სპეციალისტმა ბენედიქტ ჰიოვედესმა თავით შორეულ კუთხეში გაიტანა. პირველ წრეში სწორედ მან დააფიქსირა ანგარიში - 1:1 და ისტორია განმეორდა. ეს იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა "შალკემ" სეზონში არც ერთი მატჩი არ წააგო "ბაიერნთან".

ბოლო 20-მა წუთმა დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ გვარდიოლას შეგირდები ცუდ ფორმაში არიან და პიკზე გასვლას მარტში აპირებენ, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი გახურდება. დროის ამ მონაკვეთში მიუნხენელებმა ვერაფერი შექმნეს და დამსახურებულად დაკარგეს ორი ქულა. "ალიანც-არენა" რობერტო დი მატეოს საყვარელი სტადიონი ხდება - მან აქ 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ახლა კი "ბაიერნს" ქულები დააკარგვინა...

მატჩის შემდეგ

პეპ გვარდიოლა: "ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, სამი ქულის აღება გვინდოდა, მაგრამ რიცხობრივ უმცირესობაში "შალკეს" წინააღმდეგ 70 წუთი თამაში ძალიან რთულია. კარგად ვაკონტროლებდით თამაშს, საკმარისად ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ვოლფსბურგთან". ყველაფერი კარგად არის. წითელ ბარათზე დისკუსიას არ ვაპირებ. გაგვიმართლა, რომ მეტოქემ პენალტი ვერ გამოიყენა".

ბასტიან შვაინშტაიგერი: "ვოლფსბურგთან" შედარებით, კარგად გამოვიყურებოდით. უკეთ ვაკონტროლებდით თამაშს, ნაკლები კონტრშეტევა მივიღეთ. მაგრამ შედეგით უკმაყოფილონი ვართ. ათი ფეხბურთელითაც კი შეგვეძლო მოგება. ახლა შტუტგარტში მგზავრობა გველის, სადაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

არიენ რობენი: "ვიბრძოდით, კარგად გადავაადგილდებოდით და ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებდით დაცვაზე ორიენტირებული გუნდის წინააღმდეგ. უმცირესობაშიც კი ვაკონტროლებით თამაშს. შედეგმა იმედგაცრუება მოგვიტანა. მართალია, ათი კაცით ვთამაშობდით, მაგრამ არ შეიძლება დაწინაურების შემდეგ ჰიოვედესს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცე. ჩემპიონთა ლიგაში ასეთი გოლი სიკვდილის ტოლფასი იქნება".

რობერტო დი მატეო: "გასვლაზე ქულა ავიღეთ. ჩვენმა გეგმამ წარმატებით იმუშავა. მიუხედავად ამისა, ოდნავ იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პენალტის რეალიზება ვერ შევძელით. შეიძლება ითქვას, რომ ფრე სამართლიანი შედეგია".

ფაქტები

* ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა პირველი პენალტი გაააფუჭა ბუნდესლიგურ კარიერაში. აქამდე კამერუნელს შვიდიდან შვიდი 11-მეტრიანი ჰქონდა გამოყენებული.

* პირველად ამ სეზონში, "ბაიერნმა" ვერ მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.

* "ბაიერნმა" პირველად დაკარგა ქულები საკუთარ მოედანზე.

* "შალკე" პირველად ამ სეზონში 4 ტურია, არ მარცხდება.

* ბენედიქტ ჰიოვედესმა კარიერაში მესამედ გაუტანა "ბაიერნს". არც ერთ სხვა გუნდთან ამ მცველს ამდენჯერ თავი არ გამოუჩენია.

* "შალკემ" მე-100 გოლი გაუტანა "ბაიერნს" ბუნდესლიგის ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
გელზენკირხენის "შალკეს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
რეალი VS შალკე - ნაკლები პასი, მეტი სისწრაფე
რობერტო დი მატეო ჩემპიონშიპის კლუბიდან გაათავისუფლეს
დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]
რობერტო დი მატეო "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს
გარი ნევილი: გერმანიის ნაკრების მცველები სასაცილონი იყვნენ, ბოატენგს ჰგონია, რომ ბეკენბაუერია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
გელზენკირხენის "შალკეს" ლაზარეთი შეთხელდა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
პენალტი არ არის?! ვირთხები! - ვიდალი გაცოფებული იყო და სოცქსელში ილანძღებოდა
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
რობერტო დი მატეო "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
ნახეთ, როგორ შეჯდა ბოატენგი ავტომობილით ჯებირზე