ველომრბოლელს 90-დღიანი პატიმრობა ელის
სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ველომრბოლელი, დოპინგის მიღებისთვის სამუდამოდ დისკვალიფიცირებული ლენს არმსტრონგი კიდევ ერთ ტყუილში ამხილეს. როგორც ირკვევა, ლენსი საკუთარი ავტომობილით ავარიაში მოხვდა და პოლიციის მისვლამდე დატოვა შემთხვევის ადგილი, თან მეგობარ გოგონას სთხოვა - ბრალი საკუთარი თავზე აეღო.

ინციდენტი 2014 წლის 28 დეკემბერს მოხდა კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში. არმსტრონგი წვეულებიდან შინ ბრუნდებოდა. ყოფილმა ველომრბოლელმა თოვლიან გზაზე ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდგომი ორი ავტომობილი დააზიანა. ამის შემდეგ ლენსი ავარიის ადგილიდან მიიმალა, მანამდე კი თავის მეგობარ ანა ჰანსენს სთხოვა, ინციდენტის ადგილას მისულიყო და პოლიციისთვის განეცხადებინა, რომ სწორედ ის მოხვდა ავარიაში.

ჰანსენიც დათანხმდა, რადგან წყვილს სურდა, ეს ინციდენტი პრესაში არ გახმაურებულიყო, თუმცა მოგვიანებით ქალმა ყველაფერი აღიარა.

"ბოლო წლებში არმსტრონგის სახელი მუდმივად ჩნდებოდა მსოფლიოს ყველა გამოცემაში. ჩვენ შვილი გვყავს და მე უბრალოდ, მინდოდა დამეცვა ოჯახი მოსალოდნელი სკანდალისგან, - განაცხადა ანა ჰანსენმა. - მაშინ გავიფიქრე - თუ ანა ჰანსენი დააზიანებს ორ მანქანას, ეს არ მოხვდება გაზეთების ფურცლებზე, მაგრამ თუ ამას ლენს არმსტრონგი გააკეთებს, ისტორიას მთელი მსოფლიო გაიგებს".

საბოლოოდ, ანას ყველა ბრალდება მოუხსნეს, არმსტრონგს კი 90-დღიანი პატიმრობა ელის სიჩქარის გადაჭარბებისთვისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა