4 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა
ფოტოზე: დარიუს გილმორი

4 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა.

სუპერლიგის კლუბებს თუ გაძლიერება სურდათ, აქამდე უნდა მოესწროთ. დღეიდან სეზონის ბოლომდე კალათბურთელის დამატების უფლება აღარავის აქვს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ყველაზე დიდი შუასასეზონო აქტიურობა კლუბებმა სწორედ ახლა გამოიჩინეს. თავად განსაჯეთ: სუპერლიგაში სათამაშოდ უცხოეთიდან ერთბაშად 15 კალათბურთელი ჩამოვიდა, 3 ქართველი და 12 ლეგიონერი. ახლა კონკრეტულად დავასახელოთ, რომელმა გუნდმა ვინ დაიმატა და რომელი რგოლი გააძლიერა.

"რუსთავს" ორი ნაცნობი დაემატა: ჟულივეტ ტუჯანი და კაილ ნელსონი. ჟულივეტი ქვემოქართლურ გუნდში წლების წინ თამაშობდა, შარშან კი "არმიას" ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონის დასაწყისი კამერუნელმა ტუჯანმა ტრავმის გამო გამოტოვა. კაილ ნელსონი კი რუსთავში 2012-13 წლებში გამოდიოდა, ტანმაღალი, მოძრავი ფორვარდია და ამერიკელ ჰაიდენ ჰამსთან ერთად საინტერესო დუეტს შექმნის.

მიხეილ ბერუაშვილის გუნდში ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ითამაშა ახალწვეულმა ამერიკელმა პლეიმეიქერმა ტერენს ოგლესბიმ. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ გუნდს მეორე წრეში ისიც სათანადოდ გამოადგება.

საქართველოში ჯერ არ ჩამოსულან "მგზავრები-არმიის" ამერიკელი ლეგიონერები - ადრიკ მაკქინი და ტარიკ ჯექსონი. პირველი 203 სმ სიმაღლის ფორვარდია, მეორე - 190 სმ სიმაღლის გამთამაშებელი. ადრიკი სხვადასხვა დროს ტუნისში, მაროკოსა და პორტუგალიაში ასპარეზობდა, ხოლო ტარიკი - ისრაელში. ისინი თბილისში შაბათს ჩამოფრინდებიან.

"მგზავრები-არმიიდან" "ქუთაისში" გადავიდა ოთარ ბულიავა, ხოლო "დინამოში" - თემურ ბაბუნაშვილი. თემურის გარდა, დინამოელებს უკანა ხაზში სერბი მარკო პოპოვიჩი დაემატათ, წინა ხაზში კი - ამერიკელი გარიკ შერმანი.

"ქუთაისში" ორი ახალწვეულია. ბულიავასთან ერთად, მეორე წრეში გუნდს შეემატა სლოვენიელი მირზა სარალია, რომელიც ბოლოს ალბანეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.

ქუთათურებს გამოაკლდათ ბექა ბექაური. იგი "სოხუმს" დაუბრუნდა, სადაც გასულ სეზონში მეტად ეფექტურად თამაშობდა. პირველი წრის შემდეგ "სოხუმიც" ორი ლეგიონერით შეივსო: ლიბერიელი პელე პეილეთი და ამერიკელი დარიუს გილმორით. მათ ქართული გუნდის ღირსება ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე უკვე დაიცვეს. პელე თამაშს მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებდა და "სოხუმს" საქართველოს ჩემპიონატშიც სათანადოდ უნდა დაეხმაროს.

"ოლიმპს" ორი ლეგიონერი და ერთი ქართველი შეემატა. "ქუთაისიდან" გადავიდა გიორგი ცირეკიძე, უკრაინიდან - დენის ნოსკოვი, ხოლო სერბეთიდან 226 სმ სიმაღლის მარკო დუიკოვიჩი. მეორემ გუნდში უკვე ითამაშა, პირველის დებიუტი კი მეორე წრის საწყის ტურში შედგება.

"ბათუმს" დაუბრუნდა ნიკა რამიშვილი, რომელიც სეზონის პირველ ნაწილში ყაზახურ "კასპიიში" ასპარეზობდა. მთავარ მწვრთნელად მიხეილ კობეშავიძის ნაცვლად დავით უსტიაშვილი იმუშავებს. რაც შეეხება კობეშავიძეს, იგი "ქუთაისში" მალხაზ კოხრეიძის თანაშემწე იქნება.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებით გაძლიერდა "შსს აკადემია": მიხეილ ბერიშვილი სლოვენიური "ლაშკოდან" ჩამოვიდა, ნიკა მეტრეველი - იტალიური "ნაპოლიდან". "აკადემია" ერთადერთი ქართული კლუბი იქნებოდა, რომელშიც ლეგიონერი არ თამაშობს, რომ არა ამერიკელი კრის ბრასველი. იგი მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა ბოლო მომენტში დაიმატა. კრისი მეფარეა და შსს-ს ისედაც სოლიდურ წინა ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ესეც მეოთხედფინალი! - გადაიდო, გადმოიდო, მაგრამ რეგულარული მაინც დასრულდა
სუპერლიგა. 1/2-ფინალი: გახურდა, უქმეებზე გაცხარდება
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
TimeLine: ᕠᓐᕛᓓᕔᓜᕘ
შსს აკადემია-დინამო 76:62 - ოქროს აკადემია
საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს "რუსთავი" და "დინამო" შეხვდებიან
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგა. X ტური: ფაშაევის გმირობა ქუთაისში და "მგზავრები-არმიას" გამარჯვება ბათუმში
"დინამო" სამი ახალი კალათბურთელით შეივსო
TimeLine: პელე, საქართველო, ლიბერია
დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით "ბათუმმა" პირველი მატჩი ქუთაისში მოიგო
"დინამოსთან" "მგზავრებს" ამერიკელმა ლეგიონერებმა ვერ უშველეს