საქართველოს ჩემპიონი "ოლიმპი" გუშინ რუსთავის სტადიონზე შეიკრიბა და მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ჩემპიონი "ოლიმპი" გუშინ რუსთავის სტადიონზე შეიკრიბა და მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ვარჯიშს არ ესწრებოდა მთავარი მწვრთნელი თორნიკე მაისურაძე, რომელსაც საამისო ოჯახური მიზეზი ჰქონდა. გუნდი მისმა ასისტენტმა არმაზ ჯელაძემ ავარჯიშა.

გუნდი ვარჯიშზე სრული შემადგენლობით გამოცხადდა, არ იყვნენ მხოლოდ მეკარე გრიგოლ ჭანტურია და თავდამსხმელი გიორგი ბერიაშვილი, რომლებიც გუნდიდან პირველი ეტაპის შემდეგ გაუშვეს.

ჭანტურია 2010 წელს "ოლიმპიდან" მეორედ დაითხოვეს: ჯერ წინა სეზონის დასრულების შემდეგ, დეკემბერში კი მეორედ და, სავარაუდოდ, კარიერას დაასრულებს. 37 წლის მეკარემ რუსთავული კლუბისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ფეხბურთიდან მადლობის უთქმელად გაუშვეს, გაცილებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ეს საქართველოში უშნო ტრადიციად იქცა - არადა, კაცს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, ქართულ ფეხბურთს წლები შეალია, ბევრი ახალგაზრდა სწორედ მის გვერდით იზრდებოდა, "ოლიმპის" წარმატებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო და მაინც, კარიერა არ დაუფასდა, თითქოს ფეხბურთში საერთოდ არაფერი გაუკეთებია. ამას მხოლოდ ჭანტურიას გამო არ ვამბობთ, ქართულ კლუბებს მსგავსი ლირიკა ზედმეტად მიაჩნიათ.

ადამიანურად ძნელია არ თანაუგრძნო თავდამსხმელ გიორგი ბერიაშვილს, რომელიც ზაფხულამდე უგუნდობისთვისაა განწირული. გიორგიმ სეზონი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო და გასული წლის ზაფხულში ვეტერინართა უკრაინულ შეკრებაზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ კლუბი დატოვა. რუსთაველებმა ამის შემდეგ დაიმატეს, მაგრამ მისი ოლიმპური კარიერა ხანმოკლე გამოდგა - "ოლიმპის" თავკაცებმა დეკემბერში კარისკენ მიუთითეს.

ასე რომ, მაისამდე გიორგის სხვა კლუბში თამაშის იმედი არ უნდა ჰქონდეს - ფიფა ფეხბურთელს სეზონში ორზე მეტ კლუბში გამოსვლას უკრძალავს.

არ ვარჯიშობს თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძეც, რომელიც გასული წლის მიწურულს კვლავ დაშავდა და მკურნალობს.

გუნდში სხვა ცვლილებები არ არის, რაც შეეხება ლექსო კვახაძეს და დენის დობროვოლსკის, გუშინ ორივემ კლუბთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ერთ-ერთი მენეჯერი გვიმტკიცებს, რომ ოლიმპელ მცველსა და ნახევარმცველს ყაზახეთში გადასვლას სთავაზობს. რა გამოვა აქედან, მალე შევიტყობთ.

ჯერ "ოლიმპში" ხმაურიანი ტრანსფერები არ განხორციელებულა. გუშინდელ ვარჯიშზე მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა მიიწვიეს.

ცნობილია რუსთაველთა მოსამზადებელი გეგმები: "ოლიმპი" 20 იანვარს შეკრებაზე ანთალიაში გაემგზავრება, სადაც 12 დღეს დაჰყოფს და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

"გადაწყვეტილია, რომ ორ შეხვედრას ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბებთან გავმართავთ, ერთს რუმინულ ან ბულგარულ გუნდთან, ბოლოს კი, სავარაუდოდ, თურქეთის დაბალი ლიგის რომელიმე კლუბს ვეთამაშებით", - გვითხრა "ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს