საქართველოს ძიუდოს ვაჟთა ნაკრები უკვე გაემგზავრა ბულგარეთში, სადაც 7-8 თებერვალს სოფიაში "ევროპის ღია თასზე" იასპარეზებს
საქართველოს ძიუდოს ვაჟთა ნაკრები უკვე გაემგზავრა ბულგარეთში, სადაც 7-8 თებერვალს სოფიაში "ევროპის ღია თასზე" იასპარეზებს. ესაა სეზონის პირველი დიდი შეჯიბრება სალიცენზიო შეჯიბრებათა ციკლიდან, სადაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქალებიდან არავინ გამოვა. მათ შორის - არც ჰოლანდიიდან გადმოყვანილი ესტერ სტამი (70), რომელსაც თურმე ტრავმაც აწუხებს და, შესაძლოა, 20-22 მარტს თბილისის "დიდი პრიზიც" გამოტოვოს.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ბულგარეთში წასვლამდე ადრე გამოცხადებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, 66 კილოგრამიდან ამოვარდა შალვა ქარდავა. მის ნაცვლად ამ წონაში 60-დან ბაქარ გულბიანმა აიწია, იქ კი მის ადგილზე ლუხუმ ჩხვიმიანი დადგა.

სხვა მხრივ, მწვრთნელმა თითქმის სრულად გამოიყენა ევროტურნირებზე ევროპელთათვის დაწესებული კვოტა - 4-4 კაცი წონაში, თუმცა ზოგიერთ წონაში გამონაკლისია. სრულად დაკომპლექტებული კვარტეტით სოფიაში 7-დან მხოლოდ შემდეგ 4 წონაში გამოვალთ: ლაშა გიუნაშვილი, პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ოთხივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ბაქარ გულბიანი (66), უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი (81) და ლაშა გურული, ალექსანდრე ზაალიშვილი, იასონ ნემსაძე, იოსებ მსხალაძე (100).

3-3 კაცი ორ წონაში გვეყოლება: ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი (90), ვახტანგ ოქრუაშვილი, ონისე ბუღაძე და გიორგი ბოლოთაშვილი (+100). ერთი კაცით გამოვალთ 73 კილოგრამში, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას ფრიდონ გიგანი დაიცავს.

ტურნირის წილისყრა ხვალ საღამოს გაიმართება "მოსკვა პარკ ჰოტელში", შეჯიბრება კი შაბათს დაიწყება, როცა ვაჟთაგან 60-ის, 66-ისა და 73-ის, ქალთაგან კი 48, 52, 57 და 63 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ. სხვა წონების ფალავნები კვირას იასპარეზებენ.

როგორც გითხარით, ესაა სალიცენზიო ტურნირი, რომელიც სათანადო რეიტინგში ქულებს იძლევა. ოღონდ, ცხადია, მისი (და ზოგადად, ამ რანგის, ანუ კონტინენტური ღია პირველობების) შეფასება რაოდენობრივად ჩამორჩება უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებებისას. მაგალითად, აქ გამარჯვებული თუ მხოლოდ 100 ქულას მიიღებს, "დიდ მუზარადზე" ჩემპიონს 500 დაერიცხება, "დიდ პრიზზე" - 300 ქულა და ასე შემდეგ.

"მუზარადზე" 100 ქულას მეხუთე ადგილზე გასულიც იღებს, "დიდი პრიზის" მესამე პრიზიორი კი - 120-ს. აქედან გამომდინარეც კარგად ჩანს, რამდენად დიდი სხვაობაა ამ შეჯიბრებებს შორის, თუმცა კონტინენტური თასები მაინც მისწრებაა რეზერვის გამოსაცდელად და უზნაძე ამიტომ იყენებს ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ბოლომდე - დასახელებულ შემადგენლობას თვალს თუ გადავავლებთ, მათი უმეტესობა ახალბედაა, ბევრი სულაც პირველად იასპარეზებს უცხოეთში და ლიდერთაგან არავინ მიჰყავს.

უზნაძე მთლიანად საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნო და შანსი ახალგაზრდებს მისცა, თუმცა 100-ში მსხალაძეზე ერთი გამონაკლისი მაინც დაუშვა. ქვეყნის პირველობაზე ის ადრევე გავარდა და უმედლოდ დარჩა, მაგრამ სალიცენზიო რეიტინგში ის ჩვენგან საუკეთესოა, სადღეისოდ რეგიონულ კვოტაშიც ხვდება და ოლიმპიადაზე წასვლის რეალური კანდიდატია. ამიტომ მწვრთნელმა ქულათა მარაგის გაზრდის შანსი მისცა.

შანსი ახალგაზრდებისთვის

ასეთი შეჯიბრებები გამოუცდელი ახალბედების გამოსაცდელადაც კარგი შანსია - მათ დაახლოებით თავიანთივე დონის მეტოქეები ეყოლებათ. ნაკლები შანსია, წონის უმთავრეს ლიდერებს შეხვდნენ, რადგან, ჩვენების არ იყოს, მათი უმეტესობა ასეთ ტურნირებში არ გამოდის. შედეგად, ახალბედები თანდათან ეჩვევიან მაღალი რანგის შეჯიბრებებს და ერთბაშად არ ხვდებიან დიდ წნეხში.

კონტინენტურ თასებს სალიცენზიო ქულების გათვლის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება - თუ ვინმეს ქულა ჰაერივით სჭირდება, აქ გამოსვლით მარაგის შევსების მშვენიერ შანსს იღებს, ვიდრე - "დიდ პრიზსა" და "დიდ მუზარადზე", ან - მასტერსსა და კონტინენტურ ჩემპიონატებზე, თუმცა ამის საჭიროება უფრო მოგვიანებით დგება, ოლიმპიადის წელს, როცა ანალოგიური რანგის ტურნირები იწურება.

სხვა საკითხია, რომ ზოგიერთ წონაში არ გვყავს იმდენი სრულფასოვანი კადრი, მწვრთნელს ეს კვოტა ბოლომდე აეთვისებინა. სწორედ ამით აიხსნება იმ რამდენიმე წონაში მონაწილეთა სიმცირე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უზნაძემ ლიდერები დაასვენა - მათი ნაწილი, ზოგიერთი ფალავანი მომავალ უქმეებზე რომშიც იასპარეზებს ასევე "ევროპის ღია თასზე", თუმცა ფავორიტთათვის პირველი შეჯიბრება მაინც 21-22 თებერვალს ჩასატარებელი გერმანიის "დიდი პრიზია".

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ სალიცენზიო რეიტინგში დღესდღეობით 60-, 81, 90 და მძიმე წონებში ლიდერთა ხუთეულში ვართ. წარმომადგენელი საგზურის მისაღებად საჭირო 22 კაცში 73-შიც გვყავს, 100-ში რეგიონული კვოტით გვერგება ლიცენზია. ვიმეორებთ, ეს სადღეისოდ არსებული რეალობაა, რომელიც ოლიმპიადამდე კიდევ ბევრჯერ შეიცვლება, მაგრამ რაც მთავარია, რიო დე ჟანეიროში წასასვლელად მტკიცე საძირკველი უკვე ჩაყრილია, დარჩენილ დროში კი ჩვენები კიდევ უფრო გაიმყარებენ პოზიციას.

ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად ყველაზე ცხარე ბრძოლა 66 კილოგრამში გველოდება, სადაც ამ ეტაპზე ინტერესის მთავარ საგანს წონის ადრინდელ ლიდერ ქარდავასთან ერთად საქართველოს ამჟამინდელი ჩემპიონი მარგველაშვილიც წარმოადგენს. იმედია, ისიც გაამართლებს იმედებს, მეორე წონითი კატეგორია კი, სადაც ჯერ ისევ გვარიანი ბრძოლა დაგვჭირდება საგზურის დასაუფლებლად, 100 კილოგრამია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓔᓚᓘᓡ ᕝᓥᓠᓝᓡ ᓓᕔᓑᓘᓣᓢᓘ [VIDEO]
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ᓡᓢᓐᓛᓘᓨᓕᓘᓚᓛᓐ ᓛᓝᓘᓒᓝ ᓔᕕᓠᓝᓞᓐ - ᓔᕕᓠᓝᓞᓣᓚᓛᓐ ᓒᓐᓛᓝᓪᓔᓛᓐᓛ ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓔᓚᓡ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓒᓕᓐᓠᓘ ᓛᓘᓣᓡᓐᓓᓐᓒᓐ
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?