"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი ტურის მატჩამდე ორივე ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს ნაკრები 7 თებერვალს გერმანიაში, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველი ტურის მატჩში მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჩვენმა მორაგბეებმა საწვრთნელი შეკრება საფრანგეთში, "ტულუზის" ბაზაზე გაიარეს.

თამაშამდე ორი დღით ადრე გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოთხითერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მატჩსა და თავისი გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა.

"ჩვენი მიზანია, ყოველი მატჩი განვითარებისთვის გამოვიყენოთ. საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში გვინდა დავამტკიცოთ, რომ ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ.

საინტერესოა, როგორ მოახერხებენ ახალი მოთამაშეები ძველებთან ინტეგრაციას. მით უფრო, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, ქართველი მორაგბეები საფრანგეთისა და ინგლისის უძლიერეს კლუბებში ასპარეზობენ.

მატჩამდე დარჩენილ დროში ვეცდებით, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიოთ. განსაკუთრებით საინტერესოა არგენტინული წარმოშობის გარემარბი ალან კესენი. ის ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო. მოვიხიბლე მისი მონაცემებით, მას შეუძლია ჩვენი გუნდის გაძლიერება.

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გამარჯვების შანსი არ გვაქვს, გვინდა, სტარტი ღირსეულად ავიღოთ", - დასძინა მან.

გერმანიის ნაკრებმა თავისი პირველი მატჩი 1920 წელს საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა და მომდევნო ათი წლის განმავლობაში კონტინენტური ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლებოდა. მერე გერმანული რაგბი ნელ-ნელა დაუძლურდა.

ყოფილ ერთა თასის გათამაშებაში გერმანიის ნაკრებმა 2009-10 წლებში ითამაშა. "ბორჯღალოსნებმა" პირველ შეხვედრაში სტუმრად, ჰაიდელბერგში 38:5 მოიგეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მეტოქეს 77:3 ვძლიეთ.

ამჯერადაც, პირველი მატჩის გამართვა სტუმრად, ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰოიზენშტამში გვიწევს.

მილტონ ჰეიგმა ძირითად შემადგენლობაში ორივე დებიუტანტი დააყენა - ბოლნისის "ყოჩების" გარემარბი ალექსანდრე ხუციშვილი და თბილისის "არმაზის" ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე.

ხანგრძლივი სანაკრებო პაუზის შემდეგ მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძე დადგება. კლუბში კვაჭად მრავალგზის გამოცდილ ზურაბ ჟვანიას ნაკრებში ამ პოზიციაზე პირველად ვიხილავთ. მოკეთდნენ და გუნდს დაუბრუნდნენ დავით ზირაქაშვილი და შალვა სუთიაშვილი.

"მწვრთნელებმა გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების ნაზავი გუნდი შევარჩიეთ. მოუთმენლად ველით მათ ერთობლივ თამაშს.

საფრანგეთში მზადების პროცესი ცოტათი თოვლმა შეგვიფერხა, მაგრამ შაბათს გერმანიის ნაკრების მიმართ სწორი მიდგომით, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვითამაშებთ.

გერმანიის ნაკრები წლეულს გადმოვიდა ჩვენს დივიზიონში და შესაბამისად, საკმაოდ თავდაჯერებულად ითამაშებს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ბოლოს იმ დროისთვის მსოფლიოს რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფი იაპონიის ნაკრები დავამარცხეთ. ამიტომ ნაკლებად თავდაჯერებულები არც ჩვენ ვიქნებით", - თქვა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ახალი კაპიტანი ჯერ არ დასახელებულა. მისი ვინაობა დღეს, კაპიტნის ვარჯიშის წინ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება 7 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველო

15. გიორგი აფციაური, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ბექა ბიწაძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე 20. დიმიტრი ბასილაია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი

7 თებერვალი

გერმანია-საქართველო, ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მე
მატჩზე დასწრება აუცილებელია ფეხბურთელებისათვის!!!!
davidbe
:D ეეეეე,ნეტა აქ რო გვაქ პალაჟენია და ბეგრაუნდი,ფეხბურთში და პოლიტაიკაში გვქონდეს ისე.......
Gkhabe-s
ეტყობა ბებია ან ბაბუა ყავს გერმანელი.. არგენტინა-ბრაზილიაში უამრავი ფაშისტი გაიქცა ომის მერე. რომ მოინდომონ ალბათ ნახევარი არგენტინის ნაკრებს უპოვნიან გერმანულ ფესვებს.
sake
ღმერთო დიდებულო,მომასწარი და ესეთი სიტყვები ფეხბურთშიც გამაგონე.
gkhabe
ეს რაღაც ახალია, გერმანიას უნდა არგენტინელი მოთამაშის ნატურალიზება, რომელსაც არგენტინის ასაკობრივ ნაკრებში თამაშები აქვს ჩატარებული.ეს World Rugby (ყოფილი IRB-ის) დებულებას ეწინააღმდეგება. თუ შეიცვალა რამე ამ კუთხით და რაიმე ახალია?!
გიორგი
http://www.rugby-klub.de/index.php/verein/anfahrt
g
ამჯერადაც, პირველი მატჩის გამართვა სტუმრად, ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰოიზენშტამში გვიწევს.
საქართველო
გერმანია- საყირს მოუკვდა ბებიაო, ხომ გაგიგია. თამაში კი ფრანკფურტთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ჰოიზენშტამში იქნებაო, წერია ამ სტატიაში, რომელიც გეტყობა არ წაგიკითხავს "გერმანელო". ვაი შენ რა გითხარი, შენა...
გერმანია
სად არის თამაში გთხოვთ მითხარით?
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | მე-16 ტიტულს დესაუდან შევუტევთ
"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიას სძლია [VIDEO]
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნებს" პორტუგალიისთვის ქუბრიაშვილი და მაისურაძე დაემატნენ
მილტონ ჰეიგი პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა...
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
რაგბი. ლეგიონი: ქართულმა გუნდებმა საფრანგეთის მეორე დივიზიონში პოზიცია გაიმყარეს
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო
გერმანია VS საქართველო - რაგბიში გვნახეთ ვინა ვართ!
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
5 ქუთაისელი - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | მე-7 ცენტურიონით და ხუთი დებიუტანტით გერმანიასთან
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
საქართველო VS მზ.იტალია - ხუთი ახალი "ბორჯღალოსნების" რაზმში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
გერმანია-საქართველო 8:64 - ჟვანიას ჰეთ თრიკი, თოდუას დუბლი [VIDEO+PHOTO]