წერილი რედაქციას: გვქონდეს ამდენი სიმდიდრე და ვერ ვიყენებდეთ?!
წერილი რედაქციას: გვქონდეს ამდენი სიმდიდრე და ვერ ვიყენებდეთ?!

გაზეთ `ლელოს" 4 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა მერაბ მამულაშვილის წერილი - `რა გახდა ეს პროგრამა?" იქვე მიწერილია ვერისბაღელ გულშემატკივართა თხოვნა - `გადაეცით იპოდრომი ფეხბურთს!" ამ წერილში მოქალაქე დევი დობორჯგინიძე სრულიად სამართლიანად და მართებულად აყენებს საკითხს, რათა თბილისის იპოდრომის ფართი გადაეცეს საფეხბურთო სამყაროს, რითიც, დარწმუნებული ვარ, არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიგებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართულმა ფეხბურთმაც უკუსვლა დაიწყო. განა რა მოიგო ბათუმმა სტადიონის გაყიდვით? დაგვინგრიეს ქალაქში მამაკაცების თავშეყრის ყველაზე სასურველი ადგილი და ააშენეს ყველასთვის გაუგებარი, ჯერაც დაუმთავრებელი სასტუმრო, რომელსაც, როდის დაასრულებენ, კაცმა არ იცის და არც მაინცდამაინც ვინმეს სჭირდება. ეს ზოგადად, ახლა კი კონკრეტულად.

როცა დღევანდელი მთავრობა მოვიდა, წერილები მივწერე ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს შემდეგი თხოვნით.

ბათუმში, იქ, სადაც ანბანის ძეგლი დგას და სადაც 2012 წელში გრანდიოზული მიტინგი ჩატარდა, დღესაც გამოუყენებელია მიწის საკმაოდ დიდი ნაკვეთი, სადაც თავისუფლად შეიძლება 30-ათასიანი სტადიონის აგება, მეორე დამხმარე სტადიონითა და სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურით. ამ ადგილას სააკაშვილს სურდა, ამერიკელი მილიარდერის ტრამპის სახელით აეშენებინა სასტუმრო, მაგრამ არ დასცალდა. კიდევ კარგი, რომ არ აშენდა.

ახლა ლაპარაკობენ ახალი სტადიონის მშენებლობაზე იქ, სადაც ბათუმის ელექტრომექანიკური ქარხანა იდგა. სულ არქონას, ეს სჯობია, მაგრამ მაინც მოშორებულია ქალაქს და ხალხისთვის თავისუფლად მისასვლელი მაინც არ იქნება - უტრანსპორტოდ ვერ მიხვალ. ჩემი წერილით ვითხოვდი, ეს გამოუყენებელი ადგილი სტადიონისთვის გადმოეცათ.

დარწმუნებული ვარ, ჩემი წერილები ადრესატამდე არ მისულა, ისინი გადმოაგზავნეს ბათუმში და მესამეხარისხოვანმა ჩინოვნიკებმა გამცეს ტრაფარეტული პასუხები. გამორიცხული არ არის, სააკაშვილმა ან მისმა რომელიმე თანაგუნდელმა მოასწრო და შეისყიდა ეს ადგილი. თუ ასეა, მაშინ ბათუმის მოსახლეობის 90% მოაწერს ხელს ამ ფართის გამოსყიდვაზე და საამისოდ ფულსაც საკმარისად შევაგროვებთ, ოღონდ, ამას მარტო ფეხბურთის მოყვარულები ვერ გავწვდებით - საჭიროა როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა და რეალური მოქმედება.

იქვე ფუნქციონირებს სასტუმრო `რედისონი" და თუ ეს ამბავი გამოვა, მის გვერდით შენდება ახალი მაღლივი სასტუმრო და იქვეა ყოფილი `დინამოს" სტადიონზე აშენებული სასტუმროც. ამ სასტუმროებში ზამთარში თითქმის არავინაა. აქ ჩამოვლენ არა მარტო ქართველი, არამედ რუსი, უკრაინელი, ყაზახი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვა ქვეყნების ფეხბურთელები, ფულიც შემოვა და იქვე ივარჯიშებენ კიდეც, მით უმეტეს, გვაქვს განუმეორებელი, თითქმის 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის კეთილმოწყობილი ბულვარი. ვერ გამიგია გვქონდეს ამდენი სიმდიდრე და ვერ ვიყენებდეთ? რატომ უნდა დადიოდნენ ქართული გუნდები და ფეხბურთელები თურქულ შეკრებებზე? ამას ჭკუა უნდა და მარკეტინგის სწორად წარმართვა.

მართალია, ეს ადგილი იპოდრომის ტოლი არ არის, მაგრამ მისი მეოთხედი მაინც იქნება და თუ იქვე მდგომ ჭაჭის სახლს (ვერ გაიგებთ, საერთოდ რისთვის ააშენეს) მივაყოლებთ, შესანიშნავი სპორტული ბაზა გამოვა.

მივმართავ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე ბატონ კახა კალაძეს: მარტო პოლიტიკით სახელს ვერ მოიხვეჭთ, დატოვეთ თქვენი სახელი სპორტშიც. დაგვეხმარეთ, რომ თქვენი სახელით ბათუმს დაუტოვოთ ფეხბურთის სტადიონი, გადაეცით აჭარის ფეხბურთის ფედერაციას ზღვისპირა ცარიელი ფართი და აგვიშენეთ სტადიონი, სადაც კვლავ დაიზრდებიან კავაზაშვილის, ხიზანიშვილის, ქორიძის, ბალაძის, ჩელებაძის, ხომერიკისა და სხვა აჭარელ ფეხბურთელთა მსგავსი თაობები, რომლებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან ქართულ ფეხბურთში.

ჯონი ბარამიძე

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული

აკადემიის საპატიო წევრი, აჭარის დამსახურებული ეკონომისტი,

აჭარის ეზოსა და მისი ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე

0000000000000

2258 წელი მესიმდე

რა სხვაობაა ლეოსა და ქართველი ფეხბურთელების ჯიბეებს შორის

კარგი რამაა ფული, დახედავ და წამიერად შეგიძლია განსაზღვრო, იმ ქვეყანაში, საიდანაც ეს კუპიურაა, როგორი ხალხი ცხოვრობს, როგორია მათი წარსული და აწმყო, ნათელი წარმოდგენა შეგექმნება ფლორასა და ფაუნაზე, ბუნებასა და არქიტექტურაზე...

ფული კარგია იმიტომაც, რომ ერთი მონეტით ღორის შეძენა შეგიძლია... როგორ? მარტივად: ოკეანეთის კუნძულოვან ქვეყანა მიკრონეზიაში მეოცე საუკუნემდე მიმოქცევაში იყო სხვადასხვა ზომის ქვის `მონეტები~, ზოგი სატვირთო მანქანის საბურავის ზომისა იყო, ზოგი გაცილებით დიდი, ზოგი შედარებით მცირე. ყველა საქონელს თავისი ფასი ჰქონდა. მაგალითად, ერთი ღორი მიკრონეზიაში 20-კილოგრამიანი ქვა ღირდა. ქვის სამტეხლო კუნძულ ბელაუზე მდებარეობდა, წახვიდოდი, ოფლს მოიდენდი, გამოკვეთდი ბორბლისებრ ფულს და შინ დაბრუნებული, რაც გენდომებოდა, იმას იყიდდი. ამაზეა ნათქვამი, შრომა ფასდებაო...

შრომას ცივილიზებულ ევროპაშიც აფასებენ. მაგალითად, ლიონელ მესი დღეში ორჯერ ვარჯიშობს, კვირაში 12-ჯერ, თვეში - 48-ჯერ, წელიწადში 600-ჯერ. ეს ყველაფერი დაახლოებითი ციფრებია და თუ დავამატებთ, რომ თითო ვარჯიში მიახლოებით ორ საათს გრძელდება, იოლი წარმოსადგენი იქნება, რა დროსა და ოფლს ხარჯავს ლეო წელიწადში. `ბარსელონას~ ხელმძღვანელობა შრომას ნამდვილად უფასებს - წელიწადში 20.800.000 ევროს უხდის. ძალიანაც კარგი. მესი `ბარსელონას~ მთელ ცოდნასა და ენერგიას ახმარს და კატალონიური გუნდი ევროპაში საუკეთესოთა შორისაა. მისთვის არც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა უცხო და, მით უმეტეს, არც ესპანეთის პირველობის.

საქართველოში კი, ზოგიერთი კლუბი დაარსების დღიდან ჩვენი ქვეყნის ჩემპიონობას შენატრის, მაგრამ დღემდე ვერ მიუღწევია. გადაიხადოს 20 მილიონი ევრო და ისეთ ფეხბურთელებს ჩამოიყვანს, საქართველოსი კი არა, ამიერკავკასიის ჩემპიონატს მოიგებს, - იტყვის მავანი. შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმოთ კიდეც, კარგი გუნდი თუ გინდა, ფულიც უნდა ჩამოხვიდე, მაგრამ რატომ უნდა დახარჯოს კლუბის მეპატრონემ 20 მილიონი ევრო, როცა 2 მილიონ ლარადაც შეიძლება ისეთი გუნდის შეკრება, საქართველოს ჩემპიონატის მოგებას რომ შეძლებს? როგორ და, სულ იოლად - როცა სხვა გუნდები ფეხბურთელებს თვეში 500 თუ 800 ლარს აძლევენ, მისცემ 1000-ს და უკეთეს გუნდსაც გააკეთებ. საკლასო სიტუაციის მსგავსია: ზოგიერთი მასწავლებელი ნიშნებს `ფარდობითობის თეორიის~ მიხედვით რომ წერს - უცოდინარების ფონზე 2X2=4-ის მცოდნეს 10-იანს უწერს.

ასეთი მიდგომით მოსწავლესაც დათვურ სამსახურს ვუწევთ და ფეხბურთის განვითარებასაც ვაფერხებთ. აი, როგორ: ზემოთ გამოვთვალეთ, რომ მესი წელიწადში დაახლოებით 600-ჯერ ვარჯიშობს. ბევრმა შრომამ ადამიანიც რომ შექმნა და ფეხბურთელიც, კარგად მოგეხსენებათ. საქართველოში კი გაცილებით ნაკლებს ვარჯიშობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლები იქნება ამა თუ იმ ფეხბურთელის კლასი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მოთამაშეები ბარსელონელებზე ცოტას და ნაკლებად ინტენსიურად ვარჯიშობენ, მაინც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში მათი შრომა სათანადოდ ფასდება. თავად განსაჯეთ: ერთი თვის ოფლის ღვრით მიღებული ჯამაგირით საახალწლოდ ერთი ღორის ყიდვა რომ მოუნდეს, ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ დარჩება... ფასის საკითხავად ახლობელს დავურეკე. მკითხა, ვისთვის გინდაო. სტატიისთვის-მეთქი. მაშინ საშუალო ფასს გეტყვი - 100-კილოგრამიან ღორს 600 ლარის ფარგლებში იყიდიო.

იცით, ამ პუბლიკაციის შექმნა რამ გადამაწყვეტინა? - საიტ ბი-ბი-სი-ზე საინტერესო გვერდი ვნახე: შესაბამის გრაფებში ჩაწერ საკუთარი ქვეყნის სახელს, მიუთითებ, რამდენი გაქვს ხელფასი და კომპიუტერი წამიერად დაგიანგარიშებს, რამდენი ასწლეული გჭირდება იმდენი ფულის მოსაგროვებლად, რამდენსაც ლეო მესი 12 თვეში იღებს. ეს საიტი რომ აღმოვაჩინე, სწორედ იმ დღეს მითხრეს, ამა და ამ ფეხბურთელს უმაღლესი ლიგის გუნდში 800 ლარი დაუნიშნესო.

ზემოთ ნახსენებ გვერდზე ჩავწერე მისი მონაცემები და აღმოჩნდა:

ქართველი ფეხბურთელი რასაც კვირის განმავლობაში გამოიმუშავებს, მესი იმდენს 4 საათში იღებს.

800-ლარიან ქართველ ფეხბურთელს ფულის გროვება ფარნავაზის შემდგომი პერიოდიდან უნდა დაეწყო, რომ დღეს 20.800.000-მდე მიეღწია (მესის წელიწადში 20.800.000 ევრო რომ ერიცხება, უკვე მოგახსენეთ). საიტმა ზუსტი თარიღიც დაასახელა: ძველი წელთაღრიცხვის 243 წელი, საიდანაც 2015-მდე 2258 წელია.

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს