ტურის მშვენება" "დალასი"-"პორტლენდი"
გუშინდელი სათამაშო დღის მშვენება გახდა "დალასისა" და "პორტლენდის" შეხვედრა. ტექსასელებმა ამ მატჩამდე 13 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ მოიგეს დასავლეთის რვა საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირებებში და ეს სერია, წესით, უნდა გაგრძელებულიყო, რადგან საფინალო სირენამდე რამდენიმე წუთით ადრე "ბლეიზერსი" აკონტროლებდა სიტუაციას. და სწორედ ამ დროს, "მავერიქსი" ისე ათამაშდა, როგორც ამას 2011 წელს საჩემპიონო სეზონში აკეთებდა.

ბურთის სწრაფი გათამაშება, სტაბილური და აქტიური დაცვა და, რა თქმა უნდა, დირკ ნოვიცკი. ეს ის კომპონენტებია, რამაც საშუალება მისცა "დალასს", 13:2 გაქცევა მოეწყო ძირითადი დროის ბოლო 170 წამში.

დამატებით დროში კი ორეგონელები გონს ვეღარ მოვიდნენ. ოვერტაიმის გმირი კი გახდა ჩენდლერ პარსონსი, რომელმაც სასტარტო 10 ქულა ჩააგდო და ხუთი ქულით დააწინაურა თავისი გუნდი - 10:5. მან ასევე ზუსტი გადაცემით სამქულიანი ჩააგდებინა მონტა ელისს.

ცუდად დასრულდა გუშინდელი სათამაშო დღე "ნიუ ორლეანის" ლიდერ ენტონი დევისისთვის. "ჩიკაგოსთან" მატჩის პირველ მეოთხედში, როცა MVP-ის ერთ-ერთ კანდიდატს 8 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა დაგროვებული, ენტონი ჩატევნის შემდეგ მოედანზე დაეცა და ტრავმა მიიღო.

ეს იმ დროს მოხდა, როცა ანგარიში თანაბარი იყო და მოედანზე დიდი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ, როგორც კი დევისი გასახდელში გაემგზავრა, "პელიკანებმა" ხელები ჩამოუშვეს. მეორე და მესამე მეოთხედების მიჯნაზე "ხარებმა" მძლავრი სპურსი შეასრულეს - 40:11. პაუ გასოლი დევისის არყოფნაში დომინირებდა სამწამიანში, "ჩიკაგოს" დაცვა კი "ნიუ ორლეანის" ყველა აქტიურობას ახშობდა.

კარგი ამბავი დევისისთვის და "პელიკანსისთვის" იმაში მდგომარეობს, რომ ფორვარდის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.

ნიუ ორლეანი-ჩიკაგო 72:107

20:18, 19:30, 17:33, 16:26

ნ-ო: ევანსი (15), აჟინკა (10).

ჩ: გასოლი (20+15 მოხსნა+3 დაფარება), როუზი (20), სნელი (19), ბატლერი (18+5 პასი).

ვაშინგტონი-ბრუკლინი 114:77

28:19, 30:19, 31:23, 25:16

ვ: უოლი (17+7 პასი), ბატლერი (15), სერაფინი (13+8 მოხსნა), პორტერი (12), გორტატი (11+8 მოხსნა), ნენე (10), ჰემფრიზი (9+11 მოხსნა).

ბ: ლოპესი (19+8 მოხსნა), ჯეკი (11).

ნიუ იორკი-გ. სტეიტი 92:106

19:32, 29:32, 26:27, 18:15

ნ-ი: ჰელოუეი (15), სმიტი (14+13 მოხსნა), სტაუდმაიერი (13+6 მოხსნა), ლარკინი (11+3 ჩაჭრა), ტომასი (10), ჰარდუეი (10).

გ-ს: კარი (22+6 მოხსნა), გრინი (20+13 მოხსნა), ტომპსონი (16), ბარნსი (12), ლი (10+10 მოხსნა+5 პასი), სპეიტსი (10).

ფილადელფია-შარლოტი 89:81

23:24, 19:24, 28:13, 19:20

ფ: კოვინგტონი (22+8 მოხსნა), ტომპსონი (18), მბა ა მუტე (13+7 მოხსნა), ნოელი (12+7 მოხსნა+3 ჩაჭრა).

შ: ჯეფერსონი (18+9 მოხსნა), ჰენდერსონი (17+9 პასი), უილიამსი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

დალასი-პორტლენდი 111:101 (ო)

24:25, 26:30, 20:28, 26:13, 15:5

დ: ნოვიცკი (25), პარსონსი (20+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ელისი (20+6 პასი+4 ჩაჭრა), ჰარისი (16+7 მოხსნა), ჩენდლერი (11+13 მოხსნა).

პ: ლილარდი (26+7 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), ოლდრიჯი (25+14 მოხსნა), მეტიუზი (17+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლოპესი (11+8 მოხსნა), ბატუმი (2+10 მოხსნა).

მილუოკი-ბოსტონი 96:93

23:23, 30:23, 27:29, 16:18

მ: ნაითი (26+5 პასი), ანტენტოკუნმპო (14+11 მოხსნა+5 პასი), მიდლტონი (11+8 მოხსნა), მაიო (10).

ბ: სარინჯერი (17+7 მოხსნა), ტორნტონი (14), სმარტი (13), კრაუდერი (10+6 მოხსნა), ზელერი (10), ბრედლი (10).

იუტა-საკრამენტო 102:90

25:15, 24:24, 26:22, 27:29

ი: ჰეივორდი (30), ფეივორსი (20+9 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), კანტერი (17+13 მოხსნა), ბერკი (10).

ს: კაზინსი (27+10 მოხსნა), მაკლემორი (15), სეშენსი (11+5 პასი), კასპი (11), ევანსი (7+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
ნოვიცკი იჯდა და ამაყად უყურებდა ლუკას თამაშს... [VIDEO]
"თუ გნებავთ, ნოვიცკის ჰკითხეთ, დონჩიჩი მასზე უკეთესია" - კუბანის უცნაური განცხადება
დირკ ნოვიცკიზე წინ! დონჩიჩი რეკორდს რეკორდზე ამყარებს
NBA-ს ლეგენდა: მადლობა ყველა ქართველს ჩემი თბილად მიღებისთვის [VIDEO]
ლუკა დონჩიჩი: გასულ სეზონში დაცვაში გვიჭირდა, რადგან დაცვაში დირკი გვყავდა