არგენტინელმა მილანის "ინტერის" ფანების წყენა გულში ჩაიდო?
* რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ იკარდი არ იყო მართალი, როცა "პალერმოს" კარში გატანილი გოლები არ აღნიშნა.

* იტალიური მედიის თანახმად, იკარდი "ინტერის" ფანებზე არის ნაწყენი.

* არგენტინელი ფორვარდის შეძენა პრემიერლიგის 4 გრანდს სურს.

სერია A-ს 22-ე ტურში "ინტერმა" ნავსი გატეხა და, როგორც იქნა, სამი ქულა მოიპოვა. მილანელებმა აღმაფრენით ჩაატარეს შეხვედრა და ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე. არადა, "პალერმო" კარგ ფორმაშია და ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ რობერტო მანჩინის შეგირდები ასე იოლად მოიგებდნენ.

თამაში

"ინტერის" თავკაცმა ტაქტიკა შეცვალა და გუნდი 4-3-1-2 სქემით განალაგა. შეტევის წინა ხაზზე მაურო იკარდი და როდრიგო პალასიო ვიხილეთ, მათ უკან ჯერდან შაჩირი ირჯებოდა, საყრდენ ხაზს კი მარცელო ბროზოვიჩი, ფრედი გუარინი და გარი მედელი ამაგრებდნენ.

დაცვის მარჯვენა ფრთაზე დავიდე სანტონი ვიხილეთ, რომელმაც პირველად მოირგო "ინტერის" მაისურა კლუბში დაბრუნების შემდეგ.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, გოლები კი ეფექტური გამოვიდა. ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა, რომელმაც კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით იხეირა. ისიც აღვნიშნოთ, რომ კუთხური ჯერდან შაჩირიმ ჩააწოდა და საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

მეორე გოლი მაურო იკარდის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაახვია. საბოლოოო წერტილი თავური დარტყმით იმავე იკარდიმ დასვა, რომელსაც საგოლე გადაცემა გუარინმა გაუკეთა.

იკარდის დემარში?

ერთი სიტყვით, ფრედი გუარინის და მაურო იკარდის ბენეფისი ვიხილეთ და ეს ის ფეხბურთელები არიან, წინა ტურში, "ინტერის" გულშემატკივრებს რომ დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩანს, ორივე ზემოტივირებული იყო და შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა. ერთი საგულისხმო ამბავიც: მაურო იკარდიმ გოლები არ აღნიშნა - არგენტინელს არც კი გაუღიმია. არადა, "პალერმო" მისთვის ყოფილი გუნდი სულაც არ არის. ბუნებრივია, ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში განხილვის საგანი გახდა. თავად ფეხბურთელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ამ თემაზე მწვრთნელმა ილაპარაკა.

იკარდის თემაზე უცებ აგორდა ახალი ვერსიები. ერთ-ერთის თანახმად, საქმე მხოლოდ "ინტერის" ფანებთან "სასუოლოსთან" მატჩის (1:3) შემდეგ მომხდარი ინციდენტი არ არის - კლუბს ჯერ არ შეუთანხმებია არგენტინელთან ახალი კონტრაქტი და მაუროს ეს ადარდებსო.

ინგლისური მედია კი პრემიერლიგის 4 კლუბს ასახელებს, რომელთაც იკარდის დამატება სურთ: "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს" და "არსენალს". როგორც ხედავთ, არჩევანი ისეთია, ნებისმიერ ტოპ-ფორვარდს შეშურდება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის იკარდი "ინტერის" ფეხბურთელი 2013 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის გენუის "სამპდორიადან" გადავიდა.

მატჩის შემდგომ

რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "დღეს ისე ვითამაშეთ, როგორც მე მსურდა. "სასუოლოსთან", "ნაპოლისთან" და "ემპოლისთან" ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, მაგრამ საბედისწერო შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ, ამ შემთხვევაში კი ყველაფერი იდეალურად იყო.

"ინტერს" აქვს პოტენციალი და ეს ყველამ კარგად დავინახეთ. გულშემატკივრებს უნდა სჯეროდეთ ჩვენი და შედეგი აუცილებლად მოვა.

რატომ არ აღნიშნა იკარდიმ გოლები? - ვფიქრობ, რომ ფეხბურთელმა გატანილი გოლი უნდა აღნიშნოს, რადგან ეს ბუნებრივი რეაქცია და გულწრფელი სიხარულია. იკარდის და ქომაგებს შორის გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მაურომაც და ფრედი გუარინმაც ბოდიში მოიხადეს, რაც მათ შერიგებას ნიშნავდა. მაურო "ინტერში" ბედნიერია და დარწმუნებული ვარ, მომავალში გოლებსაც აღნიშნავს".

ჯუზეპე იაკინი ("პალერმოს" მწვრთნელი): "ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, მაგრამ ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოვიყვანეთ. ბურთის კონტროლი და მომენტების შექმნა ძალიან გაგვიჭირდა. "ინტერმა" უკეთ ითამაშა და უნდა მივულოცოთ დამსახურებული გამარჯვება.

პაულო დიბალა ჩრდილში იყო, მაგრამ ამის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეხვედრას ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
ვანდა იკარდის ფულით საყვარელს საჩუქრებს უკეთებდა
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
'ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი' - სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ტევესი გასუქდა და თამაში აუკრძალეს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ტრანსფერ ONLINE: პატო უკვე ლონდონშია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ტრანსფერ ONLINE: "არსენალმა" ახალი ბიჭი წარადგინა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მამის ცემის გამო "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი დააპატიმრეს
იკარდის ჩამონათვალი - მაურომ ის ადამიანები დაასახელა, ვისთანაც ვანდა ნარა ღალატობდა
მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის - იტალიელი სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
მილანის დერბის გამოხმაურება: უკეთესი მადონინა, უკეთესი გუნდებით
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს