"არის ხოლმე ასეთი პერიოდები ფეხბურთში. მწვრთნელი მზად უნდა იყოს ამისთვის"
თურქული სუპერლიგის ბოლო ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" "მერსინთან" 2:6 წააგო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ქასიმფაშას" მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ დღეს ზედმეტად რბილი, არააგრესიული ფეხბურთი ვითამაშეთ. "მერსინმა" ჩემი გუნდის მიერ დაშვებული ექვსივე შეცდომა გოლად აქცია.

მძიმე მარცხი იყო. ზედიზედ მესამე წაგება ნამდვილად არასასიამოვნოა", - თქვა შოთამ ნამატჩევს.

თურქული მედიის ცნობით, პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტსა და შოთას შორის შელაპარაკება მოხდა, რამაც მიზეზი მოგვცა, თურქეთში დაგვერეკა და დეტალები უშუალოდ არველაძისგან მოგვესმინა:

იხილეთ:"სამსახურიდან მაძევებთ თუ ქვეყნიდანაც?" - შოთა არველაძის რეპლიკა თურქ ჟურნალისტს

- მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ეს ხუმრობით იყო ნათქვამი. სერიოზული მართლა არაფერი ყოფილა, - გვითხრა შოთამ საუბრის დასაწყისში.

- უფრო ზუსტად როგორ იყო?

- იმ ჟურნალისტმა მითხრა, ყველას ძალიან გვიყვარხართ და გადადგომას ხომ არ აპირებთო. მერე მე გავეხუმრე, სამსახურიდან მიშვებთ მარტო თუ ქვეყანაც უნდა დავტოვო-მეთქი? ეს იყო სულ, მეტი არაფერი.

- გამოდის, რომ მძიმე მარცხის მიუხედავად, მუშაობას აგრძელებთ...

- ასეა. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ასეთი ანგარიშით მარცხი, მაგრამ მწვრთნელისა და გუნდის ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ეს "ქასიმფაშას" ხელმძღვანელობამაც იცის.

- რა ხდება გუნდში? საგანგაშოდ ხომ არ არის საქმე?

- განსაკუთრებული არაფერია. მოკლედ რომ გითხრათ, ყველა დარტყმული ბურთი გადის ჩვენს კარში. არის ხოლმე ასეთი პერიოდები ფეხბურთში. მწვრთნელი მზად უნდა იყოს ამისთვის.

- ალბათ, კრიზისი მალე უნდა დაძლიოთ...

- დიდი იმედი მაქვს, ასე იქნება. მახარებს ის, რომ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრულ ნდობას ვგრძნობ. შემდეგი მატჩი"ქარაბუქთან" გვაქვს და იმედია, ამ თამაშიდან დაიწყება მდგომარეობის გამოსწორება.

- როგორ მიდის ჩვენი ბიჭების, ლაშა დვალისა და ოთარ გოშაძის საქმეები "ქასიმფაშაში?"

- დვალი, ალბათ, შემდეგ კვირაში ითამაშებს. რაც შეეხება გოშაძეს, ლიცენზიას ველოდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviadi
ეს ორი არველადზეები მოშორდნენ ფედერაციას და მესამე ტუგინდა ბარსელონას მცვრტნელი კოპილა ....
vinis da 555
თქვენ რას აკეთებთ ქართული ფეხბურთვის გაუნათლებელი ხალხი ხართ და უმადურები არველაძეებმა რაც ქართველ გულშემატკივარს სიხარული აჩუქა იმის ნახევრის ნახევრის ნახევარი გააკეთეთ უმადურებო
prostaaa
აიიიიიიიი თქვენ ვინმოგცათ უფლება შოთის რო აკრიტიკეეეეეებთ სასაცილოა უბრალოდ... შოთი საამაყოა ყველასთვის ვინც ელემენტარულად ჩახედულია ქართულ ფეხვურთში. ერთი და სამი წაგებით არაფერი არწყდება...დარწმუნებულივარ სამწვრთნელო კარიერაც დიდებული ექნება
555
გამოაცხო "ჟურნალისტმა" სტატია, რამდენი გადაგიხადეს ..... მაგას მაინც ვერაფერს უშველით, კიდევ ორს წააგებს და გამოაპანღურებენ თურქეთიდან და მიუჯდეს მერე მის ძმას ფედერაციაში
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ბოლნისის "სიონი" გადახალისდება
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"რუსთავის" ფეხბურთელმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა [VIDEO]
ოთო გოშაძე ბათუმის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" გადავიდა
შოთა არველაძე მწვრთნელად ყოფილ კლუბს სურს
ოთო გოშაძემ "დინამო თბილისი" დატოვა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე