რა იმალებოდა ატეხილი აჟიოტაჟის უკან
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანტონიო კონტეს შესაძლო წასვლის შესახებ.

ისიც თქვეს, რომ კონტეს მიწვევა "მილანის" მესვეურებს სურთ და თავად მწვრთნელიც არაა უარს, რომ ლომბარდიულ გრანდს ჩაუდგეს სათავეში.

მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ კონტე ნაკრებს დატოვებდა და ეს ვარაუდი გამართლდა კიდეც. ქვემოთ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის და თავად კონტეს კომენტარებს გავეცნოთ...

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ჩვენი მიზანი ანტონიო კონტესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა და არა მისი გაშვება. გავრცელებული ხმები სრული აბსურდია და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ანტონიო აგრძლებს მუშაობას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

იყო გარკვეული პრობლემები კლუბებთან, კიდევ ერთხელ გაიხსენეს კალჩოპოლი, მაგრამ ამის გამო კონტე დაკისრებულ მოვალეობას და პასუხისმგებლობას არ გაექცევა. ჩვენ გვქონდა საუბარი და მინდა ამაში დაგარწმუნოთ".

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "არის პრობლემები და კითხვის ნიშნებიც, მაგრამ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: მინიმუმ, კონტრაქტის ამოწურვამდე, პოსტის დატოვებას არ ვაპირებ. შესაბამისად, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე "სკუადრა აძურას" მე გავწვრთნი. იქამდე ჩემპიონატის საგზური გვაქვს მოსაპოვებელი და არც ეს მავიწყდება. მოკლედ, უნდა ეს ბევრს თუ არა, მე ვრჩები და ვაგრძელებ მუშაობას".

ისევ კალჩოპოლი

ამასობაში, კიდევ ერთხელ გაიღვიძა კალჩოპოლის თემამ და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ახალი დამნაშავეებიც გამოავლინონ.

ლაპარაკია 2010-11 წლების სეზონის არაერთ თამაშზე და როგორც კარლო ტავეკიომ აღნიშნა, საქმეში ანტონიო კონტეს გვარიც ფიგურირებს.

იტალიის გენერალური პროკურორის ეჭვმიტანილთა სიაში სულ 130 ადამიანია, მათ შორის, "ატალანტას" ამჟამინდელი თავკაცი სტეფანო კოლანტუონო, "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური, ასევე, კრისტიან დონი, ჯუზეპე სინიორი და სხვა ცნობილი პირები.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ერთხელ უკვე დასაჯეს და 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც შემდეგ 4 თვემდე შეუმცირდა. კონტეს ვერ დაუმტკიცეს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა, მაგრამ "სიენას" ფეხბურთელთა განზრახვის დამალვაში დაადანაშაულეს, რაც თავად მწვრთნელს არ უღიარებია.

კონტემ ისე მოიხადა დისკვალიფიკაცია, რომ საკუთარ უდანაშაულობას ბოლომდე ამტკიცებდა. დიდი ალბათობით, კონტეს უახლოეს მომავალში დაკითხვაზე დაიბარებენ. იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"საკუთარ თავთან მართალი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვიცი, კიდევ რა საქმეები ამოქექეს, მაგრამ მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რიჟა ბაზარია, კონტე არა ლეღვის ჩირი ეჭვმიტანილად. სერია A-ზე 3 სტატიაში მინიმუმ ერთს კაი ჩაინიკობას წერს ხოლმე ჟურნალისტი. ინტერი შეაქე არსად დაგეკარგოს ცხრილის შუაში და დანარჩენები აკრიტიკე... :D
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
კარლო ტავეკიო: კონტე არ უნდა გაგვეშვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
იტალიაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აირჩიეს
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
კარლო ტავეკიომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დატოვა
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
პიერლუიჯი კოლინა შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
კარლო ტავეკიოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნა იუარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?