პრემიერლიგიდან გავარდნილმა "კარდიფმა" "ბაიერნზე" ორჯერ მეტი მიიღო
სატელევიზიო კონტრაქტებიდან შემოსული თანხები ერთ-ერთი უმთავრესია სპორტული კლუბების არსებობისთვის.

2013/14 წლების სეზონის მიხედვით, საფეხბურთო კლუბების სატელევიზიო კონტრაქტებიდან მიღებულ შემოსავლებს, როცა გაეცნობით, კიდევ ერთხელ მიხვდებით, რომ ისევე, როგორც ცხოვრებაში, საფეხბურთო სამყაროშიც ბევრი რამ უსამართლოდ ხდება.

2013/14 წლების სეზონში ინგლისური პრემიერლიგის ნებისმიერმა კლუბმა სულ მცირე, ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო სატელევიზიო კონტრაქტებიდან, ვიდრე ბუნდესლიგის ჩემპონმა მიუნხენის "ბაიერნმა".

სამშაბათს ინგლისურმა პრემიერლიგამ გამოაცხადა ახალი, სარეკორდო ხელშეკრულება ტელევიზიებთან, რომელიც საერთო ჯამში, 5,9 მილიარდი ევროს ტოლფასია! ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო სამყაროში მალე მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი გახდება და სხვაობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება.

ინგლისურ პრემიერლიგაში თუნდაც ესპანური ლა ლიგისგან განსხვავებით, სატელევიზიო შემოსავლებს გაცილებით სამართლიანად ანაწილებენ კლუბებს შორის - თანხის 50% თანაბრად ნაწილდება, 25% კი კლუბების მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით.

ამიტომაც არის, რომ "კარდიფ სიტი", კლუბი, რომელმაც ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და პრემიერლიგიდან გავარდა, ტელევიზიებიდან გასულ სეზონში 74,5 მილიონი ევროთი გამდიდრდა. "კარდიფთან" ახლოსაც ვერ მივლენ ესპანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონები.

მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტს ტელევიზიებიდან სწორედ ესპანური გუნდები შოულობენ. თუმცა საუბარი მხოლოდ ორ გრანდზეა - "რეალმა" და "ბარსელონამ" გასულ სეზონში 140-140 მილიონი ევრო იშოვნეს, ეს კი სამჯერ მეტია "ატლეტიკოს" შემოსავალაზე. არადა, დიეგო სიმეონეს გუნდმა ორივე მათგანს აჯობა ცხრილში. სხვათა შორის, "ლოს კოლჩონეროსს" კიდევ ერთმა ესპანურმა კლუბმა გაუსწრო სატელევიზიო შემოსავლებით - "ვალენსიამ".

საინტერესოა, რომ ინგლისში ყველაზე მეტი არა ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ", არამედ, "ლივერპულმა" მიიღო, თუმცა თანხებში სხვაობა ძალზე მცირეა.

ლიგებს შორის პრემიერლიგა აშკარა ლიდერია, ხოლო ლა ლიგას სერია A უსწრებს, მეოთხე ადგილზე ბუნდესლიგის ნაცვლად ფრანგული ლიგა 1-ია.

ევროპის ტოპ-5 ლიგებში ყველაზე ცოტა ფრანგულმა "აიაჩომ" იშოვნა სატელევიზიო კონტრაქტით - 13,1 მილიონი ევრო.

პრემიერლიგა

ტოპ-5: ლივერპული - 117 მილიონი ევრო 2013/14 წლების სეზონში; მანჩესტერ სიტი - 116; ჩელსი - 113; არსენალი - 114; ტოტენჰემი - 108.

უარესი: კარდიფი - 74,5

სერია A

ტოპ-5: იუვენტუსი - 94; ინტერი - 80; მილანი - 78; რომა - 61; ნაპოლი - 60.

უარესი: სასუოლო - 18

ლა ლიგა

ტოპ-5: რეალი - 140; ბარსელონა - 140; ვალენსია - 48; ატლეტიკო - 42; სევილია - 32.

უარესი: ალმერია - 18

ლიგა 1

ტოპ-5: პსჟ - 45; მარსელი - 42; ლიონი - 41; ლილი - 36; ბორდო - 32

უარესი: აიაჩო - 13

ბუნდესლიგა

ტოპ-5: ბაიერნი - 37; დორტმუნდი - 35,5; ლევერკუზენი - 36; შალკე - 33; მიონხენგლადბახი - 32.

უარესი: ბრაუნშვაიგი - 18

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sake
maxa გენაცვალე მოგება არავის დაუჟინია ესპანეთთან,საფრანგეთთან და ა.შ.მაგრამ საბრძოლელად,რომ განაწყო გუნდი ამდენი წლის განმავლობაში ხომ შეიძლება?
maxa xobeli
ამათ ნაკრებებზე გინდოდათ მერე მოეგო ქეცბაიას ნაკრებს.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა