ეს შედარებით ახალი დისციპლინაა
ამერიკის ბივერ კრიკში მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური სლალომის ჯერი დადგა. ეს სამთო თხილამურებში შედარებით ახალი დისციპლინაა - მეხუთედ თამაშდებოდა მედლების კომპლექტი.

აქ თითო გუნდი ოთხი მოთხილამურით არის დაკომპლექტებული - ორი მამაკაცი და ორი ქალი. შეჯიბრება პლეი ოფის სისტემით იმართება. თითო შეხვედრის მოსაგებად სამი დაშვების მოგებაა საჭირო. მეტოქეები პარალელურად ეშვებიან სლალომის მოკლე ტრასაზე და გამარჯვებული ის არის, ვინც უფრო ადრე მივა ფინიშთან.

მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე გუნდური პირველობა ავსტრიის ნაკრებმა მოიგო და ბივერ კრიკში ამ გუნდმა შეინარჩუნა ტიტული. ავსტრიელთა რიგებში ბრწყინავდნენ მარსელ ჰირშერი, მიხაელა კირხგასერი და კრისტოფ ნოესიგი. მათ თითოეული რაუნდში ყველა საკუთარი დაშვება მოიგეს, მათ შორის, ფინალში კანადის ნაკრების წინააღმდეგ. მანამდე ავსტრიამ ბრძოლას გამოთიშა არგენტინა, ნორვეგია და ნახევარფინალში შვეიცარია.

კანადელების გამოსვლა მთავარი სენსაცია აღმოჩნდა. ფინალამდე მათი გუნდი რეიტინგში მეათე იყო. მიუხედავად ამისა, პირველ რაუნდში მოუგეს გერმანიას, მეოთხედფინალში იტალიას და ნახევარფინალში - შვედეთს. ასე რომ, კანადა ვერცხლით კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო. ფინალი მან 1:3 წააგო ავსტრიასთან.

ბრინჯაოს მედალი შვედეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში შვეიცარია დაამარცხა 3:1.

დავუბრუნდეთ ავსტრიელთა ტრიუმფს. როგორც გითხარით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური პირველობა მეხუთედ გათამაშდა და ავსტრიამ მეოთხედ მოიგო ოქრო. ერთადერთი მარცხი 2011 წელზე მოდის, რომ პირველობა საფრანგეთმა მოიპოვა. ამ ოთხი ტრიუმფიდან ოთხივეჯერ ირიცხებოდა ავსტრიელთა რიგებში მარსელ ჰირშერი და სამჯერ - მიხაელა კირხგასერი. ჰირშერისთვის ეს იყო მეორე ოქრო ამ ჩემპიონატზე - ორი დღით ადრე მან სუპერკომბინაციაში გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე