14 თებერვალს "ბორჯღალოსნები" წლის პირველ საშინაო მატჩში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდებიან

14 თებერვალს "ბორჯღალოსნები" წლის პირველ საშინაო მატჩში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე 24 საათით ადრე გუნდებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რომლის შემდეგ, სტადიონის მედია ცენტრში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟუაო ლუის პინტო (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) "ძლიერ მოწინააღმდეგესთან საკმაოდ რთული მატჩი გველის. ნაკრებთან, რომელსაც ძლიერი შერკინება ჰყავს. ამ კომპონენტში ჩვენ შედარებით მოვიკოჭლებთ. მიუხედავად ამისა ჩვენ მიზანს მაინც ქართული შერკინების შეჩერება და ძალის დაპირისპირება წარმაოდგენს."

ვასკო უვა (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი) "დავეთანხმები მწვრთნელს, რომ ნამდვილად იოლი მატჩი არ გველის. ვეთამაშებით გათამაშების ლიდერს, რომელმაც წინა კვირას საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა გერმანიის ნაკრები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ვითამაშოთ და ვეცადოთ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ. ეს უკვე ჩემი მე-6 სტუმრობაა საქართველოში და ამ პერიოდში, როგორც გამარჯვებისთისაც მიმიღწევია ასევე წამიგია თამაშები."

შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "პორტუგალიის წინააღმდეგ მეც ბევრჯერ მითამაშია, საკმაოდ რთული გუნდია, უხეში მოწინააღმდეგეა, რომელიც კარგაგ იცავს თავს. გარდა ამისა, ისინი სწრაფ რაგბს თამაშობენ რადგან ბევრი შვიდკაცას მოთამაშე ყავთ. რუმინეთთან წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მოთამაშე დაემატათ და საკმაოდ გაძიერდნენ. ჩვენისმხრივ მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში უნდა დავუპირისპიროთ, ვანახოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და რა თქმა აუნდა ვასიამოვნოთ ჩვენი გულშემატკივარი."

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პორტუგალიას კარგი და ძლიერი გუნდი ყავს. ისინი სწრაფები, აგრესიულები და მებრძოლები არიან. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო მატჩი იქნება."

კონფერენციის ბოლოს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს ძირითად შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე თუ რამდენად მოხერხდება მსოფლიო თასამდე გუნდის ოპტიმალურ ფორმაში მოყვანა. რაზეც მილტონ ჰეგიმა უპასუხა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშების გარდა წინ კიდევ ერთი ტურნირია - თბილისის თასი, რომელზეც ყველა მოთამაშეს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

ამის გათვალსწინებით წლის მთავარი შერკინებისათვის საქართველოს ნაკრები საუკეთესო ფორმაში იქნება.

საქართველო

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. მურაზ გიორგაძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ზურაბ ჟვანია, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. დიმიტრი ბასილაია, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი აფციაური.

პორტუგალია

ბრუნო მედეიროში, დიეგო ფან დენ ტორნი, ფრანსისკუ აპლეტონი, ფრანსისკუ მაგალიაეში, მიგელ ვილასა, ნუნო კოსტა, ტომას აპლეტონი, ტომაშ ნორონა (ყველა-კდული), ბრუნი როჩა, დუარტე მარკესი (აეის ტექნიკო), დავიდ დოს რეისი (შატორენარი), ფრანსისკუ ფერნანდესი (ბეზიე), ჟულიენ ბარდი, პედრო ავილა (ორივე-სკლერმონი), მანუელ მურტეირა (აგრონომია), მანუელ პერეირა (დირეიტო), მაქსიმ ტონიეტა (ოიონაქსი), მაიკ ტაჯერი (მასი), ნუნო ტაფული, სალვადორ ვასალო (ორივე-კასკაისი), ტონი მარტინსი (ლიმოჟი), ვასკო უვა (დირეიტო).

მატჩი 14 თებერვალს, 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-იდან 19:00 სთ-მდე იყიდება - ფასი 3 და 5 ლარია. ყველა ბილეთი დანომრილია.

giorgi
აუცილებლად მოვიგებტ, წინ გამარჯვებისკენ..
თაზო
წარმატებები ბიჭებო!!!!! უფალი გფარავდეთ!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები - ოთხი ქართული ლელო ევროპაში
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრების "უხუცესი" მორაგბე: უელსთან მატჩს ენერგიით სავსენი ვხვდებით
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ლეგიონერები - სუთიაშვილის მეორე ლელო
ოკეანეთის ტურნეს პირველი მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა