ნეტა, რა მოიგო ამით ჰოლანდიელმა? ამბობენ, რომ მას გაცდენილი დღეებისთვის ფინანსური სასჯელი და შესაძლოა დისკვალიფიკაციაც ელის
როისტონ დრენტემ 8-დღიანი გაფიცვა შეწყვიტა და გუშინ პირველად ივარჯიშა "ერკულესთან" ერთად. შეგახსენებთ, რომ "რეალის" 23 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ერკულესის" ხელმძღვანელობისგან ჯამაგირის გადახდას ითხოვს. დრენტე ალიკანტეურ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით თამაშობს. მართალია, დრენტე "რეალს" ვერ გამოადგა, მაგრამ "ერკულესში" ის აშკარა ლიდერია, უმისოდ ვალენსიელებმა "მალიორკასთან" უშანსოდ წააგეს - 0:3.

აჯანყებულმა გუშინ ჩვეულებრივად ივარჯიშა გუნდთან ერთად, ვარჯიში დახურული იყო და მან ერთ-ერთმა პირველმა დატოვა ბაზა. ამბობენ, რომ ჰოლანდიელის საქციელი გულს ვერ მოუბრუნებს კლუბის ხელმძღვანელობას და მას გაცდენილი დღეებისთვის ფინანსური სასჯელი და შესაძლოა დისკვალიფიკაციაც ელის. კლუბმა ოფიციალურად გუშინწინ დაიწყო გამოძიება ფეხბურთელის საქციელის გამო. ჯერ უცნობია, დაუკმაყოფილებენ თუ არა ჰოლანდიელს იმ მოთხოვნას, რის გამოც დრენტე ასეთ უკიდურეს გამწვავებაზე წავიდა. სხვათა შორის, ფეხბურთელს საქციელი არც ფანებმა მოუწონეს, რომელთაც მისი სახლის ფასადი მუქარით აღსავსე წარწერებით გაავსეს.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა