ვის შეიყვანენ კალათბურთის დიდების დარბაზში
"ყველა ვარსკვლავის უქმეების" პერიოდში გაიმართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეთა პროფკავშირის ყოველწლიური სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის ახალ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი.

მისი კანდიდატური წარმოადგინა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა, რომელიც პროფკავშირების პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. პოლის არჩევანი იმით იყო განპირობებული, რომ NBA-ის ერთ-ერთმა უპირველესმა ვარსკვლავმა არაერთხელ გამოხატა სურვილი - უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბების მფლობელებთან მოლაპარაკებებში, რომელიც ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას ეხება.

მოქმედი კოლექტიური ხელშეკრულება 2012 წლის ზამთარში გაფორმდა და შესაძლებელია მისი გაუქმება 2017 წელს ორივე მხარის ინიციატივით. მოვლენათა ამგვარი განვითარების ალბათობა მაღალია, რადგან მოთამაშეებს სურთ გადახედონ საკუთარ მოთხოვნებს სახელფასო ბიუჯეტის მაქსიმალურ ზღვართან და მაქსიმალურ კონტრაქტებთან დაკავშირებით.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა "ყველა ვარსკვლავის უქმეების" რანგში ტრადიციული პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელსაც 1800 ჟურნალისტი ესწრებოდა. გამოსვლის დროს სილვერი შეეხო NBA-ში სავარაუდო ცვლილებებს. კერძოდ, დიდი ყურადღება დაეთმო მატჩების განრიგს.

კომისრის აზრით, აუცილებელია მოთამაშეებზე დატვირთვის შემცირება კალენდრის ოპტიმიზაციისა და მისი "გაწელვის" ხარჯზე. ეს შესაძლებელი გახდება წინასასეზონო მატჩების შემცირებით, რომელთა ღირებულება წინა წლებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.

აგრეთვე NBA-ში ფიქრობენ პლეი ოფის სისტემის სრულყოფაზე, რათა დაბალანსებული იყოს ძალები დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არსებობს, რადგან არის გუნდების გადაადგილების გართულების რისკი.

NBA-მ გამოაქვეყნა ფინალისტების სია, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ დიდების დარბაზში მოხვედრაზე. სიაში არიან მოთამაშეები, მწვრთნელები და ერთი არბიტრი - დირკ ბავეტი, რომელსაც 39-წლიანი მუშაობის სტაჟი გააჩნია.

ასევე კანდიდატებს შორის არიან სასკოლო მწვრთნელები - ლეტა ენდრიუსი და რობერტ ჰიუზი, "ბოსტონის" ყოფილი დამრიგებელი ბილ ფიტსი, სტუდენტური კალათბურთის მწვრთნელები ჯონ კალიპარი და ბო რაიანი, NBA-ის ოთხგზის საუკეთესო დამცველი დიკემბე მუტომბო, აგრეთვე "ყველა ვარსკვლავის მატჩის" არაერთგზის მონაწილეები - სპენსერ ჰეივუდი, კევინ ჯონსონი, ჯო ჯო უაიტი და ტიმ ჰარდუეი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო