"ბარსა" "რეალს" არ უშვებს, ლეო კრიშტიანოს ეწევა
* მადრიდის "რეალის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ბრაზილიელ ახალწვეულ ლუკას სილვას.

* კრიშტიანო რონალდომ, ბოლო 4 წელიწადში პირველად, ზედიზედ სამ მატჩში ვერ გაიტანა პრიმერაში.

* იკერ კასილიასმა ესპანეთის ჩემპიონატში 327-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით რაულ გონსალესს დაეწია.

* ლეო მესიმ პრიმერაში მე-300 მატჩი ჩაატარა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.

* მესიმ კარიერაში 34-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა, პრიმერაში კი - 23-ე, რაც რონალდოს რეკორდის გამეორებაა.

* 2008 წლის მერე პირველად, "ბარსელონამ" ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.

100 დღე და კიდევ მეტი, "რეალის" პირველობა, რომელიც ლა ლიგის მე-10 ტურიდან დაიწყო, გრძელდება - "სამეფო კლუბმა" "ნაკლები სისხლით" დაამარცხა "დეპორტივო", "ბარსამ" კი "ლევანტე" 5:0 გაანადგურა. ტურის გმირი, რა თქმა უნდა, მესი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

10 თვე მოგების გარეშე

ორჯერ აგებდა დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადი" ბასკთათვის შორეულ ალმერიაში და ორჯერვე შეძლო გათანაბრება. არადა, თუ სამართალია, "ალმერიას" ამ თამაშით ქულაზე მეტი ეკუთვნოდა. მაშ ასე, "რეალ სოსიედადს" უკვე 10 თვეა, სტუმრად ვერ მოუგია, ხოლო "ალმერიასთვის" კვლავ უცნობია პარასკეობით გამარჯვების გემო. "მარკას" რჩეულები: ტიევი ბიფუმა (ალმერია) და სერხიო კანალესი (რეალ სოსიედადი) - 7,5-7,5 ბალი.

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი და გამარჯვება

მატჩის წინა დღეს "სევილიას" ბასკ თავკაც უნაი ემერის ლა ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს, მეორე დღეს კი მისმა "სევილიამ" ანდალუსიურ დერბიში "კორდობას" 3:0 აჯობა. ეს სტუმართა გუნდის ზედიზედ მე-4 მარცხი იყო.

38-ე წუთზე "სევილია" თავურით პოლონელმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კარლოს ბაკამ ვიტოლოს პასის წყალობით მასპინძელთა უპირატესობა გააორმაგა. 76-ე წუთზე მესამე გოლი ვისენტე იბორას ანგარიშზეა. იმ დროისთვის გუნდები უკვე 10-10 კაცით თამაშობდნენ (ეკენგი და კრიხოვიაკი უხეშობისთვის გააძევეს). მოკლედ, "სევილია" დროულად გამოფხიზლდა, ხუთშაბათს მას ევროპალიგის მატჩი ელის "მიონხენგლადბახის" წინააღმდეგ.

სტვენა და მოგება

"სამეფო კლუბმა" "დეპორტივოს" "მხოლოდ" 2:0 მოუგო. "მხოლოდ" იმიტომ, რომ ამ გუნდების I წრის დაპირისპირებაში "რეალმა" 8:2 იმარჯვა.

სანამ ისკო ანგარიშს გახსნიდა, ბურთი ხარიხას ჯერ კრიშტიანო რონალდომ გაარტყა, შემდეგ კი - გარეთ ბეილმა. 73-ე წუთზე რონალდოს პასით ქარიმ ბენზემამ გამოიჩინა თავი. ეს ფრანგისთვის მე-12 გოლია ამ სეზონში. "დეპორტივოს" ბრძოლის გარეშე არაფერი დაუთმია, საქმე კასილიასსაც ჰქონდა და ერთხელ ბურთი "რეალის" კარის ძელსაც მოხვდა. მადრიდელები, მე-10 ტურიდან მოყოლებული, ლიდერობენ ლა ლიგაში.

ამ შეხვედრაში შედგა "რეალის" ახალწვეულ ლუკას სილვას დებიუტი. "მარკამ" ყველასგან ისკოს თამაში გამოარჩია - 8 ბალი.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "დღეს მე და ჩემს გუნდს გვისტვინეს, მაგრამ ეს ნორმალურია - ფანებს კარგად ახსოვთ მარცხი "ატლეტიკოსთან" - 0:4. მივხვდით, რომ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა დღეს. გულშემატკივრებს მადლობას ამ მოგებით ვუხდით და გვესმის, რომ ძნელია გუნდის მხარდაჭერა, როცა მას უჭირს და საქმეები კარგად არ მისდის. მართალია, დღეს მხოლოდ ხანდახან ვთამაშობდით კარგად, იყო ბევრი სირთულე, მაგრამ ყველაზე მთავარი სამი ქულაა".

იხილეთ ვიდეო

"ბილბაო" 10 კაცთან ვერას გახდა

ბილბაოს "ატლეტიკმა" მას მერეც ვერ დაამარცხა "გრანადა", რაც მასპინძლებს მეტისმეტი უხეშობისთვის ემანუელ ინსუა გაუძევეს - 0:0. ან როგორ უნდა მოეგო ბასკურ კლუბს, როცა ანდალუსიელთა კარში ერთხელაც ვერ შეძლო ზუსტად დარტყმა. "მარკამ" მიკელ რიკოს (ბილბაო) თამაში გამოარჩია - 7 ბალი.

"მალაგა" ხელიდან წავიდა

"მალაგა" სულ წავიდა ხელიდან, ახლა ანდალუსიურმა კლუბმა შინ "ესპანიოლთანაც" დათმო - 0:2. პირველი გოლი სალვა სევილიას პასით მცველმა ალვარო გონსალესმა გაიტანა. მატჩის მიწურულს "ესპანიოლის" ლიდერმა სერხიო გარსიამ გამოიჩინა თავი (იმ მომენტში ფორვარდი დაშავდა).

არადა, 0:1-ზე ნორდინ ამრაბატმა პენალტი ვერ გაიტანა. ეს ეპიზოდი ცალკე აღნიშვნის ღირსია - ხავი გერამ მეკარე კასილიას დაკარგულ ბურთს მიუსწრო და ცარიელ კარში არტყამდა. დიეგო კოლოტო კარგი მეკარესავით გადახტა, თუმცა ბურთს ვერ შესწვდა, ბურთი ხარიხას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაშისთვის პენალტი მაინც დანიშნა და არგენტინელიც მოედნიდან მიაბრძანა (კოლოტო ინციდენტამდე წამებით ადრე შემოვიდა).

პენალტი უსამართლო იყო და არც გავიდა - კიკო კასილიამ იყოჩაღა. "ესპანიოლის" მეკარე "მარკას" რჩეულიც გახდა, სერხიო გარსიასთან ერთად - 8-8 ბალი.

ნეგრედოს პანენკა

"მესტალიაზე" 50 ათასამდე ფანმა ცოტა მოსაწყენი თამაში იხილა, თუმცა შინ კმაყოფილი წავიდა - "ვალენსიამ" 1:0 იმარჯვა "ხეტაფეზე" და მე-4 ადგილი, რომელიც შაბათს დაკარგა, უკან დაიბრუნა. გამარჯვების გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა, ალვარო ნეგრედომ პენალტი პანენკას სტილში შეასრულა. ამის შემდეგ "ხეტაფეს" ნახევარმცველ პაბლო სარაბიას 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ბურთი ცარიელ კარს გადააცილა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ნეგრედო გახდა (8 ბალი).

ლეოს ჰეთ-თრიკი

ლუის ენრიკემ სკამზე სუარესი, ალბა და პიკე დასვა, ხოლო ინიესტამ ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში "ლევანტეს" წინააღმდეგ.

მატჩი ლეო მესის (8 ბალი "მარკასგან") ბენეფისად იქცა, მის ანგარიშზე სამი გოლი და საგოლე პასია! "ბარსელონა" კვლავ ქულით ჩამორჩება ლიდერ "რეალს", ხოლო მესიმ კრიშტიანო რონალდოსთან ჩამორჩენა ორ გოლამდე შეამცირა.

იხილეთ ვიდეო

კვირის კიდევ ერთ მატჩში "რაიო ვალეკანომ" მოულოდნელად დაამარცხა "ვილიარეალი" - 2:0.

ლა ლიგა. XXIII ტური

13 თებერვალი

ალმერია-სოსიედადი 2:2

გოლები: 1:0 ვერსა (5), 1:1 აგირეჩე (27), 2:1 ჰემედი (40), 2:2 კანალესი (48)

ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, ველესი, მ. დოს სანტოსი, დუბარბიერი - ვერსა, კორონა - ვ. სილვა (80. ჟ. ზონგო), ფ. სორიანო (65. ე. მენდესი), ტიევი (90. თომასი) - ჰემედი

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, ანსოტეგი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - პარდო, გრანერო - გ. კასტრო (79. ფინბოგასონი), ზურუტუზა (45. ჩაბი პრიეტო), კანალესი (63. ერვიასი) - აგირეჩე

გაფრთხილება: კორონა, ველესი, ტიევი, დოს სანტოსი, ზონგო - რული, გრანერო, ი. ბერჩიჩე, ანსოტეგი

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-7 (4-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 13 600

14 თებერვალი

სევილია-კორდობა 3:0

გოლები: 1:0 კრიხოვიაკი (38), 2:0 ბაკა (44), 3:0 იბორა (76)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ა. ვიდალი, პარეხა, კარიშო, ფ. ნავარო - კრიხოვიაკი, იბორა - რეიესი (62. დეულოფეუ), ბანეგა, ვიტოლო (84. დ. სუარესი) - ბაკა (83. კ. ფერნანდესი)

კორდობა (4-3-3): ხუან კარლოსი - გუნინო, პანტიჩი, კრესპო, ედიმარი - სუკულინი (46. ეკენგი), დეივიდი (46. ბებე), კრჰინი - ფედე კარტაბია, ღილასი, ელდონი (56. აბელი)

გაფრთხილება: - კრჰინი

გაძევება: ეკენგი (54), კრიხოვიაკი (73)

კუთხური: 8-1; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 18-10 (6-3); ბურთის ფლობა: 70%-30%.

მაყურებელი: 29 450

რეალი-დეპორტივო 2:0

გოლები: 1:0 ისკო (23), 2:0 ბენზემა (73)

რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, ვარანი, ნაჩო, მარსელო - ილიარამენდი (71. ლ. სილვა), კროოსი, ისკო (80. კარვახალი) - ბეილი, ბენზემა (86. ხესე), რონალდო

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ლაურე, მ. პაბლო, ლოპო, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ბორხესი (85. ხ. დომინგესი) - კავალეირო, ლ. პერესი (79. მედუნიანინი), კუენკა - რიერა (65. ე. კოშტა)

გაფრთხილება: ნაჩო, არბელოა - ბორხესი, პაბლო, ლოპო, ლაურე

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 17-15 (6-4); ბურთის ფლობა: 59%-42%.

მაყურებელი: 68 500

გრანადა-ბილბაო 0:0

გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ინსუა - რ. პერესი, ფ. რიკო - კანდეიაში (72. ფულკიე), პიტი, ლ. ბანგურა (66. იბანიესი) - კოლუნგა (61. კორდობა)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა - სან ხოსე, მ. რიკო - სუსაეტა (79. ვილიამსი), ბენიატი (65. აკეჩე), მუნიაინი - ადურისი

გაფრთხილება: ბანგურა, რიკო, პიტი, კორდობა - მუნიაინი, გურპეგი, აკეჩე, ლაპორტი

გაძევება: ინსუა (68)

კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 11-10 (4-0); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 14 879

მალაგა-ესპანიოლი 0:2

გოლები: 0:1 ა. გონსალესი (41), 0:2 ს. გარსია (93)

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი (85. ორტა), ანხელერი, ველიგტონი, ბოკა - ნაჩო კამაჩო, დარდერი (76. დუდა) - სამუელი, ხუანმი (66. გერა), კასტილიეხო - ამრაბატი

ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი, აბრაამი, ვ. სანჩესი (80. კოლოტო), სევილია (69. ხ. ლოპესი) - ს, გარსია, კაისედო (63. სტუანი)

გაფრთხილება: დარდერი, ამრაბატი, კამაჩო - გონსალესი, სანჩესი, სტუანი, კასილია, გარსია

გაძევება: კოლოტო (82)

შენიშვნა: ამრაბატმა ვერ გაიტანა პენალტი (84)

კუთხური: 10-3; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17-6 (5-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 16 134

15 თებერვალი

ვალენსია-ხეტაფე 1:0

გოლი: 1:0 ნეგრედო (71-პენ)

ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მსუტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ე. პერესი (72. როდრიგო) - დე პაული (60. ფეგული), ნეგრედო (93. ორბანი), პიატი

ხეტაფე (4-4-2): ხ. ლოპესი - ალექსისი, ნალდო, ველასკესი (69. ვიგარაი), ლაგო (55. ესკუდერო) - სარაბია, ხ. როდრიგესი, ლასენი, ა. ვასკესი - სამირი (67. ინესტროსა), დ. კასტრო

გაფრთხილება: დე პაული, ბარაგანი, პერესი - კასტრო, როდრიგესი,ესკუდერო

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-9 (3-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 48 245

ბარსელონა-ლევანტე 5:0

გოლები: 1:0 ნეიმარი (17), 2:0 მესი (38), 3:0 მესი (59), 4:0 მესი (65-პენ), 5:0 ლ. სუარესი (73)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - მონტოია, ბარტრა, მასკერანო, ადრიანო - რაკიტიჩი (62. ს. რობერტო), ბუსკეტსი, ჩავი - პედრო, მესი, ნეიმარი (67. ლ. სუარესი)

ლევანტე (4-2-3-1): მარინიო - ი. ლოპესი (71. ჟასონი), დ. ნავარო, რამისი, ტონიო - დიოპი (78. ხოსე მარი), სიმაო - ჩუმეტრა, ბარალი, მორალესი - უჩე (62. ვ. კასადესუსი)

გაფრთხილება: ბუსკეტსი - რამისი, ბარალი

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 6-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-5 (10-1); ბურთის ფლობა: 76%-24%.

მაყურებელი: 74 963

ვალეკანო-ვილიარეალი 2:0

გოლები: 1:0 ბუენო (51), 2:0 კაკუტა (69)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო, ზე კაშტრო, ამაია, ნაჩო (78. მორსილიო) - ფატაუ, იოსაბედი - ლიკა (73. ა. მორენო), ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო (63. მანუჩო)

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, რუისი, დორადო, რუკავინა - ხ. კემპბელი, პინა (60. ტრიგეროსი), მარკოსი, მ. გომესი (56. ჩერიშევი) - მორენო, ჯოვანი დოს სანტოსი (57. ვიტოლო)

გაფრთხილება: ფატაუ, ამაია - პინა, კემპბელი

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-9 (7-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 13 500

სელტა-ატლეტიკო 2:0

გოლები: 1:0 ნოლიტო (57-პენ), 2:0 ორელიანა (71)

სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ს. გომესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, რადოია, კრონ-დელი (91. ა. ლოპესი) - ორელიანა (93. მინა), ლარივეი (77. პ. ერნანდესი), ნოლიტო

ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - გრიზმანი, გაბი (73. ხიმენესი), ტიაგო (34. მ. სუარესი), ს. ნიგესი - მანჯუკიჩი, ტორესი (46. კანი)

გაფრთხილება: - ტორესი, გოდინი, სუარესი, კანი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 3-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14-10 (3-5); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 15 600

იხილეთ ვიდეო

16 თებერვალი

ეიბარი-ელჩე 23:45

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 13 - კარლოს ბაკა (სევილია); 12 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ქარიმ ბენზემა (რეალი); 11 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური

20 თებერვალი:

ხეტაფე-ესპანიოლი

21 თებერვალი:

ბარსელონა-მალაგა; კორდობა-ვალენსია; ატლეტიკო-ალმერია; დეპორტივო-სელტა

22 თებერვალი:

რეალ სოსიედადი-სევილია; ბილბაო-რაიო ვალეკანო, ვილიარეალი-ეიბარი; ელჩე-რეალი

23 თებერვალი:

ლევანტე-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ლა ლიგა. XX ტური: "ვილიარეალმა" "რეალის" გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
პორტუგალიური მედია: გიორგი მაკარიძე შესაძლოა "დეპორტივოში" გადავიდეს
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ლა ლიგა. XXIII ტური: "ელ ნინიოს" მეასე გოლი, სიმეონეს 150-ე გამარჯვება [VIDEO]
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
სენსაციების ნაკვალევზე - გუნდები, რომლებმაც საფეხბურთო მსოფლიო გააკვირვეს
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
ლა ლიგა. XVI ტური: გარი ნევილის "ვალენსიამ" კვლავ ვერ მოიგო
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
ლა ლიგა. XIX ტური: ზინედინ ზიდანმა დებიუტი 5:0 გამარჯვებით აღნიშნა [VIDEO]
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი