ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურმა შეჯიბრების ორი ფავორიტი გამოკვეთა
ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურმა შეჯიბრების ორი ფავორიტი გამოკვეთა.

სატურნირო ცხრილში ინგლისი და ირლანდია დაწინაურდნენ. სავარაუდოდ, ტურნირის გამარჯვებული სწორედ მათ შორის დაპირისპირებაში გაირკვევა, რომელიც 28 თებერვალს დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" გაიმართება.

მეორე ტური "თვიქნემზე" ინგლისისა და იტალიის ეროვნული გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა. როგორც ჩანს, "პომების" თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მორაგბეების ციდან მიწაზე დაშვება მაინც მოახერხა და "სკუადრა აძურას" დამაჯერებლად სძლია - 47:17.

ჟაკ ბრუნელის სამწყსომ მასპინძლებს ინგლისური რაგბის მექაზე წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. მეტიც, 23-ე წუთამდე ანგარიშში წინ იყვნენ - 5:3. ინგლისელებმა სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული შეძლეს ნელ-ნელა თამაშში გარდატეხის შეტანა.

საბოლოოდ, "პომებმა" მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან ორი შუამარბ ჯონათან ჯოზეფის ანგარიშზეა, რომელიც ზედიზედ მეორე თამაშია შესანიშნავად ასპარეზობს.

დიდი ხნის შესვენების შემდეგ ინგლისის ნაკრების კვართით ითამაშა მგეზავმა დენი სიპრიანიმ. ის მატჩში შეცვლაზე შევიდა და თითო ლელო და გარდასახვა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი მგეზავის, ოუენ ფარელის არყოფნაში ბრწყინვალედ ართმევს თავს მოვალეობას სათადარიგო ჯორჯ ფორდი.

იტალიელთაგან გამორჩეული იყო შუამარბი ლუკა მორისი, რომელმაც "პომებს" ორი ლელო გაუტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ის ერთადერთი იტალიელია, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად. კვლავ სათანადოდ გაისარჯა გუნდის ლიდერი, მესამეხაზელი სერჯო პარისე. მოედანი ულელოოდ მასაც არ დაუტოვებია.

უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია საკუთარ მოედანზე ირლანდიის ნაკრებს, რომელმაც გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის, საფრანგეთის ეროვნული გუნდის დამარცხება შეძლო - 18:11.

"სამყურებმა" მეტოქეს ლელო ვერ გაუტანეს, თუმცა ექვსი საჯარიმო მიითვალეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი გამოდგა.

ექვსიდან ხუთჯერ კარში ზუსტად მგეზავმა ჯონათან სექსტონმა დაარტყა, რომელიც "ლე ბლოს" შუამარბ მატიო ბასტაროს თავით შეასკდა და თვალი დაიზიანა. სექსტონი დაბრმავებას გადაურჩა.

ფრანგებმა მასპინძლებს ერთი ლელო გაუტანეს, რასაც მგეზავმა კამილ ლოპესმა კიდევ ორი საჯარიმო მიუმატა. მეტის მიღწევა "ლე ბლომ" ვერ შეძლო.

დიდი ბრძოლა გაიმართა ედინბურგში, "მერიფილდზე", სადაც შოტლანდიის ნაკრებმა, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც წააგო უელსის ეროვნულ გუნდთან - 23:26. "ნარშავებმა" ახალზელანდიელი მწვრთნელის, ვერნ კოტერის გუნდის მესაჭედ მისვლის შემდეგ აშკარად მოუმატეს, თუმცა დიდ გუნდად ჩამოყალიბებამდე მაინც რაღაც აკლიათ.

"წითელ ურჩხულებთან" მატჩში "სკოტები" გამარჯვებას იმსახურებდნენ, შეეძლოთ კიდეც მოგება, მაგრამ ვერ შეძლეს. მატჩის ბედი ერთმა ზედმეტმა საჯარიმომ გადაწყვიტა, რომელიც უელსელთა ფულბეკმა ლეიგ ჰალპფენიმ გაიტანა. სხვა დანარჩენი მაჩვენებელი (ლელოები, გარდასახვა) ორივე გუნდს ერთნაირი აქვს.

სიმბოლური ნაკრები

15. სტიუარტ ჰოგი (შოტლანდია), 14. ტომი ბოუი (შოტლანდია), 13. ლუკა მორისი (იტალია), 12. ჯიმი რობერტსი (უელსი), 11. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი), 10. ჯონათან სექსტონი (ირლანდია), 9. ბენ იანგზი (ინგლისი). 1. ჯო მარლერი (ინგლისი), 2. როს ფორდი (შოტლანდია), 3. დენ კოლი (ინგლისი), 4. იოან მაესტრი (საფრანგეთი), 5. ალუნ ვინ ჯოუნზი (უელსი), 6. პიტერ ომაჰონი (ირლანდია), 7. კრის რობშო (ინგლისი), 8. ბილი ვუნიპოლა (ინგლისი).

II ტური

ინგლისი-იტალია 47:17

ინგლისი: 6ლ - ჯოზეფი (2), ვუნიპოლა, იანგზი, სიპრიანი, ისთერი. 4გ - ფორდი (3), სიპრიანი. 3ს - ფორდი.

იტალია: 3ლ - მორისი (2), პარისე. გ - ალანი.

ირლანდია-საფრანგეთი 18:11

ირლანდია: 6ს - სექსტონი (5), მადიგანი.

საფრანგეთი: ლ - ფოფანა. 2ს - ლოპესი.

შოტლანდია-უელსი 23:26

შოტლანდია: 2ლ - ჰოგი, ველში. 3ს - ლაიდლოუ. 2გ - ლაიდლოუ, რასელი.

უელსი: 2ლ - ვები, დევისი. 4ს,2გ - ჰალპფენი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ინგლისი - 4 ქულა, 2. ირლანდია - 4, 3. საფრანგეთი - 2, 4. უელსი - 2, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

III ტური

შოტლანდია-იტალია, საფრანგეთი-უელსი, ირლანდია-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეტევის გაძლიერება სურთ - "ბარსელონა" "ფიორენტინას" ფორვარდით ინტერესდება
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ბაიერნთან" დამარცხდა
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ტრავმირებული ჰაკიმი მაროკოს ნაკრების დასახმარებლად სამშობლოში გაემგზავრება
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?