როგორ გააბედნიერა ყაზანის "რუბინის" ქართველმა ლეგიონერმა გუნდის პატარა გულშემატკივარი...
sport.business-gazeta.ru-ზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ყაზანის "რუბინის" ქართველ მცველ საბა კვირკველიაზე, რომლის ავტორი "რუბინის" მედია-განყოფილების თანამშრომელი რუფინა ჰაზიზოვაა.

მაშ ასე, ამბავი, თუ როგორ გააბედნიერა ქართველმა ლეგიონერმა "რუბინის" პატარა გულშემატკივარი...

იყო ბედნიერი თუ შეგეძლოს გარშემომყოფების გაბედნიერება - რომელი ვარიანტი უფრო მოგწონთ თქვენ? შესაძლოა, არც ისე რთული კითხვაა, თუმცა, ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ კითხვაში იმალება ჩვენი რაობის საიდუმლო...

მე უკვე ვიცი, რა პასუხი აქვს ამ კითხვაზე ჩვენი გუნდის ქართველ ლეგიონერ საბა კვირკველიას.

6 თებერვალს საბა 23 წლის გახდა და წინასასეზონო შეკრებაზე მან ეს თარიღი აღნიშნა კიდეც. იუბილარს კაპიტანმა და მთელმა გუნდმა მიულოცა, იყო ვეებერთელა შოკოლადის ტორტი, მან საჩუქრად მიიღო უნიკალური პორტრეტი, რომელიც ერთ ეგზემპლარად შესრულდა.

ამასობაში, თურქული ბელეკიდან შორს, ყაზანშიც ასევე აღინიშნებოდა საბა კვირკველიას იუბილე. თანაც უფრო საზეიმოდ, ვიდრე ბელეკში. ბუშტებით, პოსტერებით, პლაკატებით და რა თქმა უნდა, ტორტით, რომელსაც 23 სანთელი ამშვენებდა.

ისმის ლოგიკური კითხვა, საბა თურქეთშია, მისი ოჯახი - საქართველოში, მაშ, ვინ აღნიშნავდა მის დაბადების დღეს ყაზანში?

თავიდან, როცა კვირკველიამ გაიგო ამ ღონისძიების შესახებ, არცკი იჯერებდა.

მაშ ასე, ამ კითხვის პასუხი ამ ფოტოშია - მიაქციეთ ყურადღება ფოტოზე ყველაზე დაბალ ბიჭუნას, რომელსაც ზურგს ყველაზე მაღალი, საბა კვირკველია უმაგრებს.

გაიცანით, მას დიასი ჰქვია და 4 წლისაა, მაგრამ უკვე "რუბინის" დიდი ფანია. მამასთან ერთად "რუბინის" თამაშებზე დადის, რამდენჯერმე გუნდიც გამოიყვანა მატჩის წინ, ახლა უკვე ფეხბურთზეც დაიწყო სიარული.

პირველად დიასს სწორედ საბას გამოყვანა ერგო "სპარტაკთან" მატჩის წინ. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე! ასე დაიწყო დიასის ფანობის ისტორია. ამ მომენტიდან მას აღარ ახსოვს ჰოკეი.

როცა დიასმა გაიგო, რომ მის საყვარელ ფეხბურთელს 6 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, მთელი ოჯახი შეყარა. ასე აღინიშნა საბას იუბილე ყაზანში.

როცა საბამ ამ ამბის შესახებ გუნდის ვახშამზე შეიტყო, ნომერში გაიქცა, სადაც საგულდაგულოდ შეფუთა საჩუქარი და ჩვენ გადმოგვცა დიასისთვის გადასაცემად. ჩვენ უფრო ადრე ვბრუნდებოდით ყაზანში, ვიდრე გუნდი, საბას დალოდება აღარ სურდა.

მეორე დღეს ამ ისტორიის მეორე გმირმა საჩუქარი მიიღო და მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა!

არასოდეს არ გაუშვათ ხელიდან შანსი, როცა ვინმეს გაბედნიერება შეგიძლიათ. საბა კვირკველია ზემოთ დასმულ კითხვაზე წამითაც არ დაფიქრდებოდა, რა სჯობს - ჩუქება და საჩუქრის მიღება...

zoro
კარგი ქენი გზაზე დადე, გაიარე წინ დაგვხდება
gizog
გაიხარე საბა.
daTo
კარგი კაცია საბა პირველ რიგში
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
"რუბინის" გოლკიპერი რიჟიკოვი: კვირკველია დაცვას მალე დაალაგებს
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან