საჯინიბოებმა მხარი ცვლილებებს არ დაუჭირეს
ფორმულა 1-ის ტექნიკურ რეგლამენტში გლობალური ცვლილებები, მინიმუმ 2017 წლამდე გადაიდო - გუნდებმა არ დაუჭირეს მხარი მომავალი სეზონიდან რადიკალური ცვლილებების განხორციელებას.

ჟენევაში გამართულ ფორმულა 1-ის კომისიის სხდომაზე გუნდებს შესთავაზეს ავტომობილებისადმი მოთხოვნების შეცვლა, რაც ითვალისწინებდა 2016 წლიდან უფრო ფართო მანქანებზე და უფრო დიდ საბურავებზე გადასვლას, მაგრამ საჯინიბოს ხელმძღვანელებმა წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მისცეს ხმები მონაწილეებმა, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ შეხვედრის წინ გუნდები ვერ მივიდნენ ერთიან აზრამდე წესებში რადიკალური ცვლილებების შეტანის ვადებზე.

ზოგიერთი გუნდი გამოდიოდა მომავალი წლიდან ახალ რეგლამენტზე გადასვლის წინადადებით, სხვებმა კი არჩიეს - ფორმულა 1-ს ცვლილებები 2017 წლისთვის გადაეტანა, როცა პოტენციურად შეიძლება გამოჩნდეს ახალი ძრავები 1000 ცხენის ძალამდე სიმძლავრით. ასევე იმ დროისთვის გაიმართება ახალი ტენდერი საბურავების მიმწოდებლის გამოსავლენად, რის გამოც ასევე შეიძლება სიტუაცია კარდინალურად შეიცვალოს.

გუნდები ერთ აზრამდე მივიდნენ იმ მხრივ, რომ აუცილებელია მეტი დრო დაეთმოს 2017 წლისთვის კონკრეტული წინადადებების შესწავლას.

როგორც უკვე ვწერდით, ჟენევის სხდომის წინ "ფერარიმ" გამოაქვეყნა ფორმულა 1-ის მომავლის მანქანის გამოსახულება. იტალიელებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით უბიძგებდნენ მხარეებს უფრო აქტიური პოზიციისკენ ფორმულა 1-ში წესების შეცვლის საკითხში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე