ტელეარხ HBO-ის ბოსი როს გრინბურგი არ აპირებს ფულის დახარჯვას უკრაინელი მოკრივეების - ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოების ბრძოლების ტრანსლირებაზე.

ტელეარხ HBO-ის ბოსი როს გრინბურგი არ აპირებს ფულის დახარჯვას უკრაინელი მოკრივეების - ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოების ბრძოლების ტრანსლირებაზე.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას გრინბურგმა უარი თქვა სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის ვლადიმერ კლიჩკოსა და რუსი ალექსანდრ პოვეტკინის ბრძოლის უფლებების შეძენაზე. ეს ჩხუბი 18 სექტემბერისთვის არის დანიშნული. გარდა ამისა, HBO ოქტომბერში არც WBC-ის ჩემპიონის - ვიტალი კლიჩკოს ბრძოლის ტრანსლირებას აპირებს. უფროსი კლიჩკოს მორიგი მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

"ვერ ვგრძნობ ამერიკელ გულშემატკივრების მხრიდან კლიჩკოების ბრძოლებისადმი ინტერესს. უფრო მეტიც, მათ საერთოდ არ უნდათ მძიმეწონოსანთა ჩხუბების ყურება. უკრაინელები მხოლოდ მაშინ იყვნენ პოპულარულები, როცა ამერიკაში ატარებდნენ ბრძოლებს, - ამბობს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი. - როგორც ჩანს, ძმებ კლიჩკოებს გერმანიასა და მთლიანად ევროპაში შეუძლიათ უფრო მეტი თანხების გამომუშავება. ჩვენთვის კი რთულია ტრანსლიაციის უფლების შეძენა. დიდ როლს თამაშობს დროში სხვაობაც, რის გამოც ბრძოლა პრაიმტაიმში არ გადის".

კლიჩკოების მრჩეველი შელი ფინკელი კატეგორიულად არ ეთანხმება გრინბურგს:

"მისი სიტყვები შეუსაბამობაში მოდის იმ ფაქტთან, რომ კლიჩკოსა და კრის არეოლას ბრძოლას ბოლო წელიწადნახევარში უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა. ასეთივე პოპულარობით სარგებლობდა ატლანტიკ სიტიში ვლადიმერისა და სამუელ პიტერის შეხვედრა".

ფინკელის სიტყვებით, კლიჩკოსთვის უფრო მომგებიანია გერმანიაში ჩხუბი 60 ათასი მაყურებლის თვალწინ, მით უმეტეს, რომ დევიდ ჰეი უარს ამბობს ამერიკაში ჩასვლაზე. მისი აზრით, ის უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს თუ ბრძოლა გერმანიაში ან ლონდონში ჩატარდება.

ამერიკელი პრომოუტერი ბობ არუმი ფილიპინელი მენი პაკიაოს მომავალი ბრძოლის შესახებ ახალ დეტალებზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან მოლაპარაკებები ამ კვირას შეწყდება. თუ ამ დრომდე მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ნახევრად საშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი პაკიაო შემოდგომაზე სხვა მოკრივესთან გამართავს ბრძოლას.

სავარაუდო მეტოქეთა რიცხვში შედიან პირველ საშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონი მიგელ კოტო, რომელიც ფილიპინელმა 2009 წელს დაამარცხა, აგრეთვე მსოფლიოს ექსჩემპიონი ნახევრად საშუალო წონაში - ანტონიო მარგარიტო. თუ ამ უკანასკნელთან ბრძოლის ორგანიზება მოხერხდა, მაშინ მოკრივეებს შორის გათამაშდება WBC-ის ვაკანტური ტიტული პირველ საშუალო წონაში. შესაბამისად, მენი პაკიაო გამარჯვების შემთხვევაში კარიერაში მერვე წონით კატეგორიაში მოიპოვებს საუკეთესო მოკრივის ტიტულს.

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის