შოტლანდიელი მწვრთნელები ინგლისში
პრემიერლიგის დაარსებიდან, 1992 წლიდან მოყოლებული, ამ ტურნირში მინიმუმ ერთი შოტლანდიელი მწვრთნელი ყოველთვის ფიგურირებდა ხოლმე. 2011 წელს სულაც შვიდს შეხვდებოდით.

აი ახლა კი, აქამდე უპრეცედენტო შემთხვევა ფიქსირდება, ინგლისის უმაღლეს ლიგაში არც ერთი შოტლანდიელი აღარ არის. ბირმინგემის "ასტონ ვილადან" გაშვებული პოლ ლამბერტი უკანასკნელი მოჰიკანი გახლდათ... შოტლანდიას ისეთი მწვრთნელები ჰყავდა, როგორებიც სერ მეტ ბასბი, ბილ შენკლი, ჯონ სტეინი და სერ ალექს ფერგიუსონი იყვნენ, მეტი რომ აღარ გავაგრძელოთ.

ბრწყინვალე შვიდეული

2011 წლის აგვისტოში პრემიერლიგაში 7 შოტლანდიელი მწვრთნელი მუშაობდა - სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში", ამ სტატიის მიზეზი პოლ ლამბერტი "ნორვიჩში", ალექს მაკლიში "ასტონ ვილაში", დევიდ მოიესი "ევერტონში", კენი დალგლიში "ლივერპულში", სტივ კინი "ბლექბერნში" და პლუს წარმოშობით შოტლანდიელი და იქ დაბადებული ოუენ კოილი "ბოლტონში".

სერ ალექსი

ყველაზე ტიტულიანი შოტლანდიელი მწვრთნელი რომ ფერგიუსონია ეს ალბათ კარგად მოგეხსენებათ. თუმცა მაინც დავაკონკრეტოთ, რომ რომ მან 810 მატჩიდან 528 მოიგო და საშუალოდ მატჩში მისი გუნდის გოლების მაჩვენებელი - 2,01-ია. მან "მაჩესტერ იუნაიტედს" 13-ჯერ მოუპოვა ჩემპიონობა და "წითელი ეშმაკები" ინგლისის მასშტაბით ყველაზე ტიტულოვან გუნდად აქცია. პრემიერლიგა სერ ალექსისთვის შექმნეს ან სერ ალექსმა შექმნა პრემიერლიგა.

100-იანთა კლუბი

ფერგიუსონთან ყველაზე ახლოს ჩატარებული მატჩების მხრივ "მანჩესტერში" მისი შემცვლელი დევიდ მოიესია, რომელმაც "ევერტონს" 427-ჯერ გაუძღვა პრემიერლიგაში, ხოლო მანჩესტერელები 34-ჯერ გაწვრთნა. 271 მატჩი აქვს გორდონ სტრაჩანს ("ქოვენთრი", "საუთჰემპტონი"). 143 უოლტერ სმიტს ("ევერტონი"), 280-ს დავუთვლით უკვე ნახსენებ სუნესს, "ბირმინგემის" 100 მატჩს, ქალაქის მეორე კლუბში ალექს მაკლიშმა 38-იც დაამატა.

ჯორჯ გრემი 287 შეხვედრით ("არსენალი", "ლიდსი", "ტოტენჰემი"), მხოლოდ ფერგიუსონსა და მოიესს ჩამორჩება. 238 აქვს დალგლიშს, 116 ოუენ კოილს.

ჩვენ ანტიგმირ პოლ ლამბერტს ჯამში 139 თამაში გამოსდის. ერთიც, თითქმის 100 მატჩი დაუგროვდა "იფსვიჩ თაუნის" ექსმესაჭეს ჯორჯ ბარლის, მას სულ ცოტა, 2 შეხვედრა დააკლდა.

5+3

შეგვიძლია ჩამოვთვალოთ 5 ინგლისური კლუბი, რომლებსაც სამი შოტლანდიელი მწვრთნელი ჰყოლია პრემიერლიგაში - "ასტონ ვილა" (ალექს მაკლიში, კევინ მაკდონალდი, პოლ ლამბერტი), "ბლექბერნი" (კენი დალგლიში, გრემ სუნესი, სტივ კინი), "ნიუკასლი" (კენი დალგლიში, სტივ კლარკი, გრემ სუნესი), "საუთჰემპტონი" (გრემ სუნესი, გორდონ სტრაჩანი, პოლ სტაროკი) და "ვესტ ბრომვიჩი" (ფრენკ ბაროუსი, სტივ კლარკი და ალან ირვინი).

1+4

თუ რამდენიმე გუნდი ჩამოვთვალეთ, რომებსაც სამ შტოლანდიელ სპეციალისტთან მუშაობის გამოცდილება ჰქონია. ვახსენოთ, ერთი ედინბურგელიც, ვისაც ერთბაშად 4 პრემიერლიგურ გუნდთან უმუშავია - გრემ სუნესი.

61 წლის ქარიზმატული სპეციალისტი "ლივერპულს", "საუთჰემპტონს", "ბლექბერნსა" და "ნიუკასლს" თავკაცობდა, მაგრამ ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. მან პრემიერლიგის დაწყებამდე ერთი სეზონით ადრე, მერსისაიდელებს ასოციაციის თასი მოაგებინა, ხოლო 2002 წელს "ბლექბერნს" ლიგის თასზე მოაპოვებინა გამარჯვება.

31

სულ პრემიერლიგაში 31 შოტლანდიელს უმუშავია და აქედან 4 მხოლოდ თითო მატჩით იყო ამა თუ იმ გუნდის სათავეში. თუმცა მხოლოდ ერთია ისეთი, ვინც ორჯერ გახლდათ ერთადერათი შეხვედრით ორი სხვადასხვა გუნდის დამრიგებელი.

ერიკ ბლეკმა "ბირმინგემსა" და "სანდერლენდს" თითო თამაშით უხელმძღვანელა დროებითი მწვრთნელის რანგში. საინტერესოა, რომ მას ორივე შემთხვევაში სტივ ბრიუსის ჩანაცვლება მოუხდა და მისდა სამწუხაროდ, ორივე წააგო.

P.S. ინგლისის ჩემნპიონატი უშოტლანდიელოდ ალბათ, დიდი ხანი ვერ გაძლებს, მაგრამ ფაქტია, პოლ ლამბერტის მოხსნით, ძალიან საინტერესო და სქელკანიანი წიგნი დაიხურა და ახლა შოტლანდიელებისა და პრემიერლიგის "ლავსტორის" მეორე ტომი სუფთა ფურცლიდან დაიწერება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
[VIDEO] ბევრმა დაიჯერა, რომ ხვიჩას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში სურდა - კვარაცხელიაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
[VIDEO] ხვიჩას გოლი და საგოლე პასი პირველ ტაიმში - პსჟ "ბაიერს" ანადგურებს
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია "ბაიერს" შეუტევს, მიქაუტაძე კი - "სიტის"
პსჟ-ს მეკარე მალე შეიძლება "სპორტინგში" ან "ვალენსიაში" გადავიდეს
კიტეიშვილით სერია A-ს კლუბი დაინტერესდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ოფიციალურად: შონ დაიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ტრენტს "ელ კლასიკოში" თამაში სურს - როდის დაუბრუნდება ინგლისელი მოედანს
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ "კაირატს" დატოვებს
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის ვაჟი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა
[VIDEO] ბევრმა დაიჯერა, რომ ხვიჩას სამხრეთ აფრიკის ნაკრებში თამაში სურდა - კვარაცხელიაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა
შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს
"კვარაცხელია გამონაკლისს წარმოადგენს" - RMC Sport-ი ვარაუდობს, რომელ პოზიციაზე ითამაშებს დღეს ხვიჩა
"მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა" - "სიტისთან" მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
ტაბატაძის ერთი ტაიმი - "კადისი" სახლში "ბურგოსთან" დამარცხდა
20 წლის ქართველის დებიუტი სერია A-ში და შეუცვლელი გოგლიჩიძე
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
დღეს - კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე "სიტის" დასამწუხრებლად
შმეიხელმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლისაც ფერგიუსონს ეშინოდა
მაკლიში: ოქრიაშვილს დისციპლინა და მოურინიოსნაირი აღმზრდელი სჭირდება
ტიმ შერვუდმა ბირმინგემის "ასტონ ვილა" ჩაიბარა
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
სტივენ ნეისმითი: ახლა შოტლანდია მენტალურად ძლიერია და თბილისში საომრად მზადაა
"გენკის" ახალი მწვრთნელი თორნიკე ოქრიაშვილს შანსს აძლევს
"გენკმა" სეზონი თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების გოლით დაასრულა [VIDEO]
რონალდო: ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამაა
"სტოკის" მწვრთნელად პოლ ლამბერტი დანიშნეს
ფერგიუსონის ყოფილ ასისტენტთან ერთად - ტენ ჰაგმა სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა
გორდონ სტრაჩანი: საქართველოს ნაკრები საშიში გუნდია
გამორჩეული სპორტსმენები, რომლებიც ელისაბედ მეორემ დააჯილდოვა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედი": ბრწყინვალე კლასი-92
"სინამდვილეში, რონალდინიოს ყიდვას ვაპირებდით, ფერგიუსონი სრულიად განადგურებული იყო..." - ფერდინანდმა გაიხსენა, როგორ შედგა კრიშტიანოს ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტურის წინ: მუნდიალი განაღდებულია, საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება
შოტლანდიის ნაკრებს კვლავ ალექს მაკლიში გაწვრთნის
დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა