პატარა ანდრესს ქათქათა, თეთრი სახე ჰქონდა და სწორედ ამიტომ, თანატოლები ხან "კასპერს" უძახდნენ, ხან "სიკვდილს"...
2010 წლის ივლისის ერთ მშვენიერ საღამოს, ესპანეთის პატარა ქალაქ ფუენტეაბილეს მომცრო ბარ "ლუხანში" ასაკოვანი ანდრესი საკუთარი ახლობლების თანხლებით მივიდა, ტელევიზორთან მოკალათდა და საგულშემატკივროდ შეიმართა. ტელეეკრანზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის რეპორტაჟი იწყებოდა, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი და ჰოლანდია ხვდებოდნენ.

გავიდა პირველი ტაიმი და 0:0, მეორე ტაიმიც მშრალად დასრულდა - 0:0. დაინიშნა დამატებითი დრო, გოლი კი, არა და არ ჩანდა, ვიდრე 116-ე წუთი არ დადგა...

- ამ მომენტში ბურთი ჰოლანდიელთა საჯარიმოსკენ გაფრინდა, ესპანელთა მეექვსე ნომერმა ბალახზე დაშვება დააცადა, შემდეგ ძლიერად დაარტყა და "ლუხანში" მისულმა ანდრესმა ბოლო ხმაზე შესძახა: 1:0! გოლი რომ გაიტანა, ჩემი შვილიშვილია, ისიც ანდრესი, ინიესტა!

საოცარია, ესპანეთი ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ინიესტა სწორედ ფუენტეაბილეში დაიბადა (1984 წლის 11 მაისს), სადაც დღესაც ძალიან უყვარს ჩასვლა. თუ კრიშტიანო რონალდოს მშობლებს კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ პატარის სახელის შერჩევისას, ინიესტას შემთხვევაში წინასწარ ცხადი იყო, რას დაარქმევდნენ - ახალშობილის ორივე პაპას (დედის და მამის მხრიდან) ანდრესი ერქვა.

ფუენტეაბილე მადრიდსა და ხმელთაშუა ზღვას შორის, ლა მანჩის რეგიონში მდებარეობს. ამ პატარა დასახლებაში ცხოვრება იოლი არ იყო, ხალხმა არ იცოდა, თავი რითი გაეტანა, ვიდრე ესპანეთის მეფე ფილიპ მეხუთემ იქ ყოველწლიური დიდი ბაზრობის გამართვის განკარგულება არ გასცა. რა უნდა გაეყიდათ ფუენტეაბილელებს? სწორედ მაშინ აიკრძალა ქუჩაში იარაღის ტარება და ესპანელებმა დაშნებისა და დამბაჩების სანაცვლოდ დანები გაირჭეს ქამრებში.

ინიესტას მშობლიური ქალაქის მკვიდრებმა ხელოსნობას მიჰყვეს ხელი და დანების დამზადებით ევროპაში გაითქვეს სახელი. ბევრი ტურისტი ჩადიოდა ფუენტეაბილეში ლამაზად მოპირკეთებული დანების შესაძენად. ტურისტებს კი დასაბინავებლად და გასამასპინძლებლად შესაბამისი დაწესებულებები სჭირდებოდათ. ჰოდა, პატარა ქალაქში სასტუმრო-დუქნებიც მომრავლდა.

ერთ-ერთი მათგანის, "ლუხანის" ხშირი სტუმარი იყო პატარა ანდრეს ინიესტა, ოღონდ იქ გემრიელი კერძების მისართმევად როდი მიდიოდა. მშობლების სანახავად შედიოდა ხოლმე, რომლებიც ბარში ოფიციანტებად მუშაობდნენ.

- ჩემს ოჯახში ყველა ოფიციანტი იყო. ამ საქმიანობაზე ბავშვობაში ბევრს ვფიქრობდი და არ მინდოდა, მეც მშობლების გზას გავყოლოდი. ყველა საქმეს მოვეკიდებოდი, ოღონდ არა ოფიციანტობას, - იხსენებს ინიესტა, რომელიც პატარაობაშივე ძალიან წყნარი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ყმაწვილი იყო.

თუმცა არა! სხვებისგან ფერით გამოირჩეოდა, ქათქათა, თეთრი სახე ჰქონდა და სწორედ ამიტომ, თანატოლები ხან "კასპერს" უძახდნენ, ხან "სიკვდილს", ზოგი მეგობრულად, ზოგი - გასაბრაზებლად.

როგორ პასუხობდა, არ ვიცით, მაგრამ უკვე დიდ ფეხბურთელს ეს მეტსახელები უხდება კიდეც: იგი მულტფილმის გმირ კასპერივით დაქრის მოედანზე, ხან სად გამოეცხადება მოწინააღმდეგის მცველებს, ხან - სად. ინიესტას ერთ "მკვლელ" დარტყმაზე დასაწყისში უკვე მოგახსენეთ - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰოლანდიელთა იმედები რომ დაასამარა.

მას კიდევ უამრავი ასეთი დარტყმა აქვს შესრულებული, აბა მსოფლიოს ჩემპიონატის გვერდით, ევროპის პირველობას ორჯერ და ჩემპიონთა თასს სამჯერ სხვანაირად როგორ მოიგებდა?!

ანდრესს მოგვიანებით "ილუზიონისტიც" შეარქვეს. მას კურდღლები როდი ამოჰყავს ცილინდრიდან, უბრალოდ, მოედანზე ჯადოსნურ ფინტებს ასრულებს და მოტყუებული მოწინააღმდეგეები ვერ ხვდებიან, რა ხერხით გააბითურა ისინი ინიესტამ. ასე იყო ათეულობით წლის წინათაც, როცა ანდრესი კლუბ "ალბასეტეს" ფილიალში ვარჯიშობდა. ამ გუნდს თეთრი ფერის ფორმა აქვს. ამბობენ, მადრიდის "რეალის" პატივსაცემადო, რეალელებს ხომ "რძისფერებს" უწოდებენ. "ალბასეტეს" ნიჭიერი ფეხბურთელები დედაქალაქურ გრანდში თამაშზე ოცნებობენ.

სწორედ მადრიდში გადაწყდა ანდრეს ინიესტას, როგორც მომავალი ფეხბურთელის ბედი... ოღონდ "ბარსელონას" სასარგებლოდ: მადრიდში გაიმართა ბავშვთა ტურნირი 12-წლის ყმაწვილებს შორის. იმ პერიოდში ინიესტა საკუთარი გუნდის ლიდერი იყო და ბევრი დამკვირვებლის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის, "რეალისაც" და "ბარსელონასიც".

მადრიდელებმა იგი საკუთარ აკადემიაში მიიწვიეს და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, როცა ანდრესის მშობლებმა ბავშვი "რეალში" არ დატოვეს - არ მოეწონათ უბანი, სადაც მოზარდს უნდა ეცხოვრა. აქ კი "ბარსელონა" გამოფხიზლდა და 12 წლის ინიესტა კატალონიური გუნდის საბავშვო აკადემია "ლა მასიაში" ჩაირიცხა.

ინიესტასთვის მშობლებისგან დიდი მანძილით დაშორებით ცხოვრება ძალიან ძნელი იყო.

"ბარსას" საბავშვო აკადემიაში გატარებული წლები უმძიმესია ჩემს ცხოვრებაში, - მოგვითხრობს ანდრესი. - მშობლიური ქალაქიდან 500 კილომეტრით ვიყავი დაშორებული. ახლობლები მენატრებოდა და ხშირადაც ვტიროდი. მინდოდა, ფუენტეაბილეს ვიწრო ქუჩებში მესეირნა, მაგრამ არც ამის შესაძლებლობა მქონდა.

სახლში წასვლა მსურდა, თუმცა 12 წლისა ვფიქრობდი, რომ უკან დახევა არ შეიძლებოდა, თუ ფეხბურთელობა მინდოდა, უნდა მებრძოლა.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან "ბარსელონას" საფეხბურთო სტადიონი "ნოუ კამპი" მოჩანდა, ვუყურებდი და სევდას ოცნება ენაცვლებოდა - ერთ მშვენიერ დღეს ხომ სწორედ ამ სტადიონზე უნდა მეთამაშა.

მტირალა მეოცნებეს დიდი ხანი მოცდა არ მოუწია: სამ წელიწადში "ნოუ კამპზე" გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრება, რომლის ფინალში "ბარსელონამ" 1:0 დაამარცხა არგენტინული "როსარიო სენტრალი". ინიესტას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ხოსეპ გვარდიოლამ გადასცა და უთხრა - 10 წლის შემდეგ ასევე კარგად უნდა ითამაშო "ბარსელონას" ძირითად გუნდშიო.

ჯერ კიდევ ფეხბურთელმა გვარდიოლამ ჟურნალისტებს უთხრა: მიხარია, რომ ვნახე 15 წლის ბავშვი, რომელსაც ჩემზე უკეთესი მოედნის ხედვა აქვსო. გახარებული ანდრეს ინიესტა იმ საღამოს საკუთარ ოთახში რომ დაბრუნდა, ძველი პლაკატი გვარდიოლას ახალი, დიდი სურათით შეცვალა, რომელსაც ხოსეპის ხელმოწერა ამშვენებდა.

მწვრთნელი ლორენს სერა ფერერი ინიესტას ასე ახასიათებდა:

- ძალიან ჭკვიანი ყმაწვილია. იმიტომაც უმატებს თვიდან თვემდე, რომ, რასაც ვეუბნები, ყველაფერს ზედმიწევნით იმახსოვრებს.

ანდრესი ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და ამ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ოქროს თასი კაპიტან ინიესტას გადასცეს. 2001-ში, 17 წლის "კასპერი" მთავარმა მწვრთნელმა "ბარსელონას" ძირითად გუნდში დაიბარა.

ჭაბუკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ფრენა-ფრენით შევიდა შენობაში, სადაც გუნდი ეგულებოდა, მაგრამ გასახდელს ვერ მიაგნო და ყურებჩამოყრილი გამობრუნდა, ეგონა, გაეხუმრნენ, როცა უთხრეს, "ბარსელონას" მთავარ გუნდში გადაგიყვანეთო. ის იყო, შენობიდან გარეთ უნდა გასულიყო, რომ შემთხვევით ლუის ენრიკე შეხვდა. ლუისი სტაჟიანი ბარსელონელი იყო და ახალგაზრდას გასაჭირი რომ შეიტყო, გასახდელისკენ გაუძღვა.

ხოსეპ გვარდიოლა არ ცხრებოდა, ინიესტა მთავარ "ბარსელონაში" რომ ნახა, ჩავი ერნანდესს მიმართა - შენ მე მცვლი, ორივეს კი ინიესტა შეგვცვლისო. როგორც ჩანს, გვარდიოლას კარგად ახსოვდა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ნანახი "კასპერი".

ბარსელონელობა უკვე სარფიან კონტრაქტს და კარგ შემოსავალს ნიშნავდა. პირველივე ხელფასით ანდრესმა მშობლებს სახლი უყიდა...

- სწორედ ისეთი ვარ, როგორიც მშობლებმა გამზარდეს. რა სიმაღლესაც არ უნდა მივაღწიო, საკუთარ ღირებულებებს, მშობლიურ ქალაქს, მეგობრებს არასოდეს დავივიწყებ. არც ის დამავიწყდება ოდესმე, მამაჩემი სამი თვე რომ აგროვებდა ჩემთვის "ადიდასის" ბუცების საყიდელ ფულს, - ამბობს "ილუზიონისტი" და დასძენს, რომ ეს ბუცები შენახული აქვს იმის გასახსენებლად, საიდან დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა.

ნელ-ნელა "ბარსას" პირველ გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი და ესპანეთის ნაკრებშიც. რა სიმაღლეებს მიაღწია, ისიც გითხარით, მაგრამ სახითაც ბავშვური დარჩა და თამაშის სტილითაც - მსუბუქი, ლაღი... კატალონიური გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფრენკ რაიკაარდი უკვე ზრდასრულ ინიესტაზე ისე ლაპარაკობდა, როგორც ბავშვზე:

- პასებს იმდენად იოლად არიგებს, თითქოს კანფეტებს უნაწილებდეს ბავშვებსო.

საფეხბურთო განგებამ ანდრესს გულითადი გარჯის სანაცვლოდ სწორედ კანფეტებივით ჩამოურიგა ტიტულები. მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო 2010 წელს ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოუტანა, ინდივიდუალური პრიზებით განებივრებული არ არის - ყოველი წლის ბოლოს ოქროს ბურთს ან ლიონელ მესი ისაკუთრებს, ან - კრიშტიანო რონალდო.

ამის გამო "კასპერი" სულაც არ დარდობს:

- ოქროს ბურთის მიღება ვის არ უნდა?! მეც სიამოვნებით წავიღებდი ამ ჯილდოს მშობლიურ ფუენტეაბილეში, მაგრამ ყველამ იცის, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია და ჩემთვის უფრო ღირებულია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები.

"ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ანდრესმა ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი. აი, რას ამბობს მწვრთნელი "ილუზიონისტის" შესახებ:

- ინიესტა თმებს არ იუთოვებს, საყურეს არ ატარებს, არც სვირინგებით აქვს დახატული სხეული. უბრალო ადამიანია და ამიტომ ტელევიზიებისთვის მიმზიდველი სულაც არ არის. მას არ სჭირდება ზედმეტი პოპულარობა. ანდრესი ხომ ისედაც საუკეთესოა.

მორიდებული ხასიათის გამო იგი "ბარსელონას" ბარში კურიოზულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა: თავისთვის, მშვიდად იჯდა ბართან, როცა გოგონა მიუახლოვდა. ინიესტას ეგონა, ან ავტოგრაფს სთხოვდა, ან - სურათის ერთად გადაღებას, მაგრამ... გოგონამ მორიდებით დაიწყო:

- უკაცრავად.

- დიახ, გისმენთ, - გაუღიმა ფეხბურთელმა.

- ერთი ჭიქა ფანტა ჩამომისხით, გეთაყვა.

...ინიესტა ბარმენი ეგონა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

coco
მეორე კიდე რონალდოს მშობლებზე რო დაგეწვა გული ცუდი რა თქვეს? ეგ ცნობილი ფაქტია რო მშობლები მაგის სახელზე კამათობნენ და წაკითხული უნდა გქონდეს თუ ეგეთი ფანი და დამცველი ხარ რონალდუსი. ცუდი არავის არაფერი უთქვამს მაგაზე მარა რეალის ფანები ხო ყველგან ინტრიგას ეძებთ
coco
ჯერ რო ინიესტას უყურო და მერე რონალდოს და რონალდო არ დაგევასოს ეგ არაა გასაკვირი. ინიესტა ღირსების ეტალონია და ეგ პირველ რიგში უნდა ფასდებოდეს ფეხბურთის გულშემატკივრებში და არა რეალზე ან რონალდოზე შეყვარებულ 15 წლის დებილ ბავშვებში.
sake
giorgi აქ მარტო დიდ ფეხბურთელობაზე არ არის ლაპარაკი ადამიანურ თვისებებზე და სისადავეზეც არის საუბარი.
alexs
მერედა რა გასაკვირია რომ რონალდუ არ ევასებათ.
giorgi
რა შუაში იყო კრიშტიანო რონალდოს მშობლების ხსენება საერთოდ ამ სტატიაში? მარა არ გევასებათ რონალდო :D
giorgi
რა შუაში იყო კრიშტიანო რონალდოს მშობლების ხსენება საერთოდ ამ სტატიაში? მარა არ გევასებათ რონალდო :D
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
"რთულ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა წნეხს გავუმკლავდით" - ლუის ენრიკეს კომენტარი "მონაკოსთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონას" მეკარემ კურიოზული შეცდომა დაუშვა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
როცა დუმილი ოქროა - ლუის ენრიკეს რეაქცია ვინისიუსთან დაკავშირებულ რასისტულ სკანდალზე დასმულ კითხვაზე
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ" - ლუის ენრიკემ შეგირდი შეაქო
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
[VIDEO] რონალდო არ ჩერდება - პორტუგალიელმა კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ვინც ზედმეტი კილოგრამებით დაბრუნდება, არ ითამაშებს - გვარდიოლა ფეხბურთელებს წონაზე შეამოწმებს
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
ქოჩორაშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო - "ლევანტემ" ისევ ფრედ ითამაშა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია