22 თებერვალს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ოქროსა და ვერცხლის ლიგების კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა
22 თებერვალს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ოქროსა და ვერცხლის ლიგების კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელსაც გლდანში მდებარე ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

ოქროს ლიგის წრიული ეტაპის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/4-ფინალში. გუშინ გამართულმა მერვე ტურმა ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა.

გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "ნატახტარი" ტრადიციულ მეტოქეს, "ერისთავს" დაუპირისპირდა და 4-2 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა "პრივატბანკმა" "ევროპაბეთთან". რაც შეეხება "საქართველოს ბანკისა" და "ბორჯომის" დაპირისპირებას, როგორც მოსალოდნელი იყო, "ბანკირებმა" შეძლეს მეტოქის დამარცხება, 4-1.

ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში 15 ქულით კვლავ "ნატახტარი" მოექცა, მასზე ერთი თამაშით და ორი ქულით ნაკლები აქვს "GM ჭიათურას". რაც შეეხება მომდევნო ადგილებს, 9-9 ქულა ერთბაშად ოთხ გუნდს აქვს, საიდანაც უკეთესი ბურთების სხვაობით მე-3-მე-4 ადგილებს "ვითიბი" და "ევროპაბეთი" იკავებენ.

22.02.2015. ოქროს ლიგა. VIII ტური

ნატახტარი - ერისთავი 4-2

გოლები: გოგოხია (2), კაპანაძე, ჯაფარიძე - კუჭავა, ფირცხალავა

ევროპაბეთი - პრივატ ბანკი 2-4

გოლები: ღვინიაშვილი, პაქსაშვილი - მაზანიშვილი (2), გოგოლაძე (2)

ბორჯომი - საქართველოს ბანკი 1-4

გოლები: იოსავა, აბლო, ჯოხაძე, ხუციშვილი - გაგუა

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 10, ირაკლი ფირანიშვილი (პრივატბანკი) - 8, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 7.

IX ტურის დარჩენილი თამაშები გაიმართა ვერცხლის ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო, GWP-ს არ გასჭირვებია "ივერიაბეთის" დამარცხება - 10-2. გაიმარჯვა კიდევ ერთმა ფავორიტმა, "სნიკერსმა", რომელმაც ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდს სძლია 4-1.

რაც შეეხება ტურის და მთლიანად სათამაშო დღის საუკეთესო დაპირისპირებას, "საბანკო დერბი" უნდა გამოვყოთ, "ბანკი რესპუბლიკისა" და "ვითიბი 2"-ის მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლოდ, ფრედ 0-0 დასრულდა, დარბაზში მყოფმა გულშემატკივარმა უაღრესად დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იხილა, სადაც გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს თანაბრად ხელეწიფებოდა.

22.02.2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური

ივერიაბეთი - GWP 2-10

გოლები:ხარატიშვილი, სუხიტაშვილი - აფციაური (3), თარაშვილი, თურმანიძე (4), ლობჟანიძე, გარსევანიშვილი

ბანკი რესპუბლიკა - ვითიბი ბანკი 2 0-0

სნიკერსი - ტატიშვილი 4-1

გოლები: ბ. მენთესაშვილი (3), აღდგომელაშვილი - როჭიკაშვილი

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 21, გიორგი აფციაური (GWP) - 20, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) - 19

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!