"დნიპროს" ქართველმა ნახევარმცველმა "ოლიმპიაკოსთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაზე ისაუბრა
დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" ევროპის ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ბერძნული "ოლიმპიაკოსი" რომ დაამარცხა (2:0), ამაში დიდი წვლილი ჯაბა კანკავას მიუძღვის - კიევში გამართულ შეხვედრაში ანგარიში სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გახსნა.

იხილეთ: ევროპალიგა. 1/16 ფინალი. I მატჩები: მონატრებული ქართული გოლი [VIDEO]

ახლა უკრაინულ გუნდს პირეოსში მართებს უპირატესობის შენარჩუნება, მომავალი მატჩის მოლოდინზე კი "დნიპროს" საიტს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ესაუბრა:

- პირველი მატჩის შედეგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა?

- რა თქმა უნდა, 2:0 - კარგი შედეგია, თუმცა ყველაფერი მაინც საპასუხო დაპირისპირებაში გაირკვევა. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

- თქვენი და თქვენი თანაგუნდელების კომენტარებიდან ისე ჩანს, რომ მოდუნების უფლებას თავს არ მისცემთ...

- ბავშვები ხომ არ ვართ?! რა თქმა უნდა, მოდუნებაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. საბერძნეთში არანაკლები მობილიზებით უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს პირველ შეხვედრაში იყო.

- "ოლიმპიაკოსმა" კიევში წარმოაჩინა ის ყველა ღირსება, რასაც მისგან ელოდით?

- ჩვენ უფრო მეტად საკუთარ თამაშზე ვფიქრობდით.

- საკუთარ გოლს მშვიდად შეხვდით. არ ელოდით თუ ფიქრობდით, რომ მატჩის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რჩებოდა და სიხარული ნაადრევი იქნებოდა?

- ისე, თავიდანვე მართლა ვერ დავინახე, რომ ბურთი ბადეში გაეხვა. რა თქმა უნდა, ის მოულოდნელიც იყო და ამიტომაც ემოცია არ მოჰყოლია. სასიამოვნოა, რომ გოლი შევაგდე, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ამას კარგა ხანი ვერ ვახერხებდი. თუმცა, რაც მთავარია, გუნდმა მოიგო.

- რა იგრძენით, როდესაც მატჩის მიწურულს ბურთი ჩვენს კარში აღმოჩნდა?

- წამიერად ავღელდი, თუმცა ვხედავდი, რომ მეტოქე ფედორჩუკზე წესებს არღვევდა. კარგია, რომ ეს არბიტრმაც შენიშნა.

- შეკრებაზე არცერთი მატჩი ჩაგიტარებიათ სრულად, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ კი 90 წუთი ითამაშეთ. თავს როგორ გრძნობდით?

- ფიზიკურად არ გამჭირვებია. თავიდან ფსიქოლოგიური წნეხი გვქონდა, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

- ბევრს აფრთხობს "ოლიმპიაკოსის" საშინაო არენის ატმოსფერო. თქვენზე თუ ახდენს გავლენას ტრიბუნებზე არსებული ვითარება?

- საერთოდ, ტრიბუნებს ყურადღებას ვაქცევ, რადგან შეუძლებელია, მძლავრი ემოციები შეუმჩნეველი დაგრჩეს. ვნახოთ, რა როგორ იქნება პირეოსში.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ევროპალიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ᓯᓐᓑᓐ ᓙᓐᓜᓙᓐᓕᓐ ᓓᓐ "ᓓᓜᓘᓞᓠᓝ" ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓚᓘᓒᓐს ᓓᓐᓔᓛᓨᓕᓘᓓᓝᓑᓜᓔᓜ
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ᓯᓐᓑᓐ ᓙᓐᓜᓙᓐᓕᓐᓡᓐ ᓓᓐ ᓡᓐᓜᓓᓠᓝ ᓙᓝᓑᓐᓮᓘᓫᓘᓡ "ᓓᓜᓘᓞᓠᓝ" ᓨᓔᓡᓐᓫᓚᓝᓐ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓗᓐ ᓚᓘᓒᓐᓖᓔ ᓐᓠ ᓓᓐᓣᓨᓕᓐᓜ
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება