როგორ მოხდა ინციდენტი ბარსელონას ტრასაზე
ბარსელონას ტესტების მეოთხე დღეს "მაკლარენის" პილოტის, ფერნანდო ალონსოს ავარია ძალიან უცნაურად მოჩანდა და ჯერჯერობით ბრიტანულ გუნდს არ დაუსახელებია მიზეზი. გერმანული Auto Moto und Sport-ის ჟურნალისტები მსჯელობენ იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო "მონტმელოს" ავტოდრომზე.

ინციდენტის უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის შედარებით დაბალ სიჩქარეზე მოხდა. გარდა ამისა, ახსნა არ აქვს იმას, თუ რატომ დაეჯახა მანქანა მარჯვენა შიდა ბარიერს და არა გარე მარცხენა ბარიერს, როგორც ამას ფიზიკის კანონები მოითხოვდა. ბოლიდში აშკარად რაღაც მოხდა, მაგრამ რა?

ავარიის შემდეგ ალონსოს მენეჯერმა ლუის გარსია აბადმა დაასახელა მეტად უცნაური მიზეზი - ქარის ძლიერი ნაკადი, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოდ მოჩანს, განსაკუთრებით, ფერნანდოს დონის პილოტის შემთხვევაში. ამასთან, სებასტიან ფეტელი ესპანელის უკან მოძრაობდა და მას პრობლემა არ შექმნია. დადის ჭორები, რომ ფერნანდომ ავარიის წინ გონება დაკარგა მანქანაში, მაგრამ ამ ვერსიას უარყოფენ.

რჩება ტექნიკური გაუმართაობა. სახელდება მარჯვენა დაკიდების დეფექტი, ასევე, საბურავში წნევის დაკარგვა, როგორც ეს წინა დღეს ჯენსონ ბატონის შემთხვევაში მოხდა... "მაკლარენში" ირწმუნებიან, რომ საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

წინა ფრთა განადგურებული იყო, მაგრამ უცნობია - ავარიამდე თუ ავარიის მომენტში. მარჯვენა უკანა საბურავის დაკიდება მოღუნული იყო, მაგრამ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო შეჯახების დროს. ვიღაც ამტკიცებს, რომ დაინახა მარცხენა დაკიდების დაზიანება, რომელზეც დარტყმა არ მოსულა.

მონაცემები უჩვენებს, რომ კედელზე დარტყმა ორი იყო. პირველი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა - თითქმის 30g, მეორე - 15g. იმუშავა სახიფათო გადატვირთვის მოწყობილობამ, რაც ყოველთვის ხდება, როცა დარტყმა უდრის 15g-ს.

დარტყმა მიიღო მანქანის იმ ნაწილმა, სადაც არ არის უსაფრთხოების სისტემა. ამიტომაც დარტყმა დაკიდებისა და შასის გავლით პილოტზე გადავიდა. ასეთი დარტყმა შეიძლებოდა გამხდარიყო მცირე ხნით გონების დაკარგვის მიზეზი. როცა ალონსო გონს მოვიდა, მან ვერ შეძლო მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამიტომაც გაუშვეს სასწრაფოდ ჰოსპიტალში გამოკვლევისთვის, საღამოს კი "მაკლარენის" სარბოლო დირექტორი ერიკ ბულიე ლაპარაკობდა ტვინის შერყევაზე.

გუშინ "მაკლარენის" პრესსამსახურმა მორიგი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ფერნანდო ალონსოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

"მოხარულები ვართ, შეგატყობინოთ, რომ 22 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ფერნანდო ალონსოს აღდგენითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ის ჰოსპიტალში იმყოფება, მუდმივი კავშირი აქვს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და სამედიცინო პერსონალთან.

იმისთვის, რომ დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრება და სიმშვიდე, რაც საჭიროა აღდგენისთვის, ის დარჩება ჰოსპიტალში მომავალი დაკვირვებებისთვის.

გვინდა საშუალება მივცეთ მას, სწრაფად და სრულად აღიდგინოს კონდიციები. ამიტომაც დამატებით განვიხილავთ - რამდენად არის მიზანშეწონილი ალონსოს მონაწილეობა ტესტების მომდევნო სერიაში".

აქვე გთავაზობთ წინასასეზონო ტესტების მეორე სერიის გაერთიანებულ ცხრილს. გავლილი მანძილის მიხედვით, ლიდერი აღმოჩნდა მაქს ფერსტაპენი, გუნდებს შორის კი, ყველაზე მეტი წრე "რედ ბულმა" დაფარა.

ტესტების II სერია

1. გროსჟანი (Lotus) 1:24.067 (111 წრე)

2. როსბერგი (Mercedes) +0.254 (197)

3. მალდონადო (Lotus) +0.281 (173)

4. რიკარდო (Red Bull) +0.507 (202)

5. რაიკონენი (Ferrari) +0.517 (164)

6. მასა (Williams) +0.605 (143)

7. პერესი (Force India) +0.635 (155)

8. ფერსტაპენი (Toro Rosso) +0.672 (223)

9. ჰემილტონი (Mercedes) +0.856 (201)

10. კვიატი (Red Bull) +0.874 (216)

11. ნასრი (Sauber) +0.889 (152)

12. ბოტასი (Williams) +1.278 (178)

13. საინსი (Toro Rosso) +1.537 (188)

14. ალონსო (McLaren) +1.894 (79)

15. პალმერი (Lotus) +2.213 (77)

16. ფეტელი (Ferrari) +2.245 (181)

17. ერიქსონი (Sauber) +2.273 (166)

18. ჰიულკენბერგი (Force India) +2.524 (36)

19. ვერლიაინი (Force India) +3.266 (193)

20. ბატონი (McLaren) +4.115 (45)

21. ვოლფი (Williams) +4.839 (86)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა