ლეგენდარულმა გერმანელმა მოციგურავემ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანი ფრიზინგერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ლეგენდარულმა გერმანელმა მოციგურავემ, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანი ფრიზინგერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 33 წლის ფრიზინგერი მუხლის ტრავმის გამო წავიდა დიდი სპორტიდან. გერმანელმა ფეხი ვანკუვერის ოლიმპიადის დროს დაიზიანა და ოპერაციის გაკეთება მოუხდა. ფრიზინგერის თქმით, მან 2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაგეგმა, მაგრამ მიხვდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემდა ამის საშუალებას.

ფრიზინგერს კარიერაში ხუთი ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული: 1998 წელს ნაგანოში ბრინჯაო მოიპოვა 3000 მეტრ დისტანციაზე, 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში ოქრო მიიღო 1500 მეტრზე. 2006 წელს ტურინში და 2010 წელს ვანკუვერში ფრიზინგერმა ოქროს ორი მედალი მოიგო გუნდურ რბოლაში. გარდა ამისა, ტურინში მის ანგარიშზე იყო 1000 მეტრზე ბრინაჯაოს მედალი.

ამ ჯილდოების გარდა, ანი მსოფლიოს 16-გზის ჩემპიონია და შვიდჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასი.

"ვინც მე მიცნობს, ეცოდინება, რომ ყველაფერი გავაკეთე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსასვლელად. მაგრამ ახლა უნდა ვაღიარო, რომ ტრავმირებული მუხლი აღარ მომცემს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამავდროულად მოხარული იმ ამოცანების გამო, რომელიც მომავალში დავისახე", - განაცხადა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე გუნდური რბოლის ნახევარფინალი ზამთრის თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი გახდა. ფრიზინგერი ფინიშამდე 25 მეტრით ადრე დაეცა და დისტანცია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაასრულა. საფინიშო ხაზის გადაკვეთამდე გერმანელმა სპეციალურად გააკეთა ფეხის მოძრაობა და ამის წყალობით ფინიშზე 0,23 წამით გაუსწრო ამერიკის ნაკრებს, რამაც გერმანიას ფინალის საგზური მოუტანა. სწორედ იმ დაცემის შემდეგ მიიღო ფრიზინგერმა მუხლის ტრავმა, რის გამოც კარიერის დასრულება მოუწია.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე