საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიმარჯვა
ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა და ქალთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სლოვენიურ კოპერში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სეტებში 7:1 მოუგო საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულ გერმანელ ლისა უნრუს (30:29; 29:29; 30:28; 29:28).

ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ნარიმანიძე ტურნირის ბოლო დღეს, 28 თებერვალს მეორე გერმანელს, ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვას შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალამდე ნარიმანიძემ ასევე 7:1 დაამარცხა ბერძენი არიადნა ჩორტი, მერვედფინალში მასპინძლებს მოუკლა იმედი - სლოვენიელ ანა უმერს სამივე სეტში აჯობა და 6:0 სძლია, მეოთხედფინალში კი იტალიელ ჯულია მამის ისევ "მშობლიური" ანგარიშით აჯობა - 7:1.

ჩვენი ქალთა ნაკრების სხვა წევრებიდან პირველივე წრეში მოულოდნელად დამარცხდა გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა, თუმცა კი მოლდოველ ალექსანდრა მირჩასთან გადასროლაში წააგო - 9:10, სეტებში კი საბოლოოდ 5:6 დამარცხდა.

იულია ლობჟანიძემ ესტონელ ლაურა ნურმასალუს 1/19-ფინალში 6:0 მოუგო, მაგრამ მერე ძლიერ გერმანელ კარინა ვინტერთან 3:7 წააგო.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი სამივე მანდილოსანი ხუთეულში მოხვდა - ლობჟანიძე მეორე იყო, ესებუა - მესამე, ნარიმანიძე - მეხუთე, თუმცა მეოთხეადგილოსანს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

ვაჟთა შორის პირველივე წრიდან გამოვარდა ლაშა ფხაკაძე - რუს ალექსანდრ კოზინთან 2:6 წააგო.

დღესვე, 26 თებერვალს, რამდენიმე საათში საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმებიან ჩვენი ახალგაზრდებიც. ბიჭებში ვლადიმერ დოლიძე იტალიელ დავიდ პასკუალეს შეხვდება, გოგოებში კი ნარიმანიძის ქალიშვილი ციკო ფუტკარაძე სერბი მინა სიბალიჩის ძლევას შეეცდება.

გუნდური ტურნირის პლეი ოფში მხოლოდ ჩვენი ქალთა ნაკრები გამოვა, რომელიც პირველი წრის შეხვედრას 27 თებერვალს გამართავს ავსტრიელებთან.

შეგახსენებთ, რომ ესაა ევროპის ზამთრის, ანუ დარბაზის ჩემპიონატი, რომელიც არაოლიმპიურ, 18-მეტრიან დისტანციაზე ტარდება.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: რას მოვარტყამთ ნოტინგემში?
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: წყვილად შემორჩნენ
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს