ტურის მთავარი ჯახი დორტმუნდშია, სადაც "ბორუსია" გელზენკირხენის "შალკეს" უმასპინძლებს
"დერბიში გამარჯვება ჩემთვის ორგაზმის ტოლფასია", - განაცხადა 167-ე რურის დერბის წინ "დორტმუნდის" ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. დიახ, ბუნდესლიგის 23-ე ტურში მეორე წრის მთავარი მატჩი იმართება - "სიგნალ იდუნა პარკზე" "დორტმუნდი" "შალკეს" მასპინძლობს.

ცოტა ხნის წინ "ბორუსია" ბოლო ადგილზე იყო გათამაშების ცხრილში, ახლა კი, დერბის მოგების შემთხვევაში, შვიდ ქულამდე მიუახლოვდება გელზენკირხენულ გუნდს.

შუა კვირაში ორივე გუნდმა წააგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, მაგრამ თუ "შალკეს" მდგომარეობა შინ "რეალთან" მარცხის (0:2) შემდეგ უიმედოა, "დორტმუნდმა" ტურინში 1:2 წაგებით მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაიტოვა.

ბუნდესლიგაში ბოლოდროინდელი გამოსვლითაც გუნდებს სხვადასხვა განწყობა აქვთ: "ბორუსიამ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, "შალკე" კი არასტაბილურია. "გლადბახისა" და "ჰანოვერის" დამარცხებისა და "ბაიერნთან" ფრის შემდეგ რობერტო დი მატეოს შეგირდებმა წააგეს "აინტრახტთან" და "რეალთან", ბოლო ტურში კი შინ ვერ მოუგეს "ვერდერს".

საინტერესოა, რომ "დორტმუნდს" თითქმის ოთხი წელია, შინ რურის დერბიში არ მოუგია და დროა, გაახაროს საკუთარი გულშემატკივარი.

ასევე გასათვალისწინებელია ერთი მომენტი: უკვე ნახსენები მოგებათა სერია მოიცავს გამარჯვებებს აუტსაიდერებთან - "მაინცთან", "შტუტგარტთან" და "ფრაიბურგთან" და თუ ამას სეზონის მთავარ მატჩში წაგება მოჰყვება, შესაძლოა, ამან ისევ გამოიწვიოს იმედგაცრუება და ფსიქოლოგიური შოკი, საიდანაც წლევანდელი "დორტმუნდი" გაჭირვებით გამოდის.

გერმანულ პრესაში დარწმუნებულნი არიან, რომ იურგენ კლოპი იმ ტაქტიკას აირჩევს, რომლითაც ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო: ფორვარდად ობამეიანგი ითამაშებს, მის უკან კი სამი ნახევარმცველი იქნება. საქმე ისაა, რომ "იუვენტუსთან" მატჩში არ გაამართლა ცენტრფორვარდად ჩირო იმობილეს დაყენებამ და ობამეიანგის ფლანგზე გადაყვანამ. თან გაბონელმა 2015 წელი შესანიშნავად დაიწყო - უკვე ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.

"დორტმუნდმა" ვერც ამჯერად აირიდა თავიდან ტრავმა - "იუვესთან" მატჩში მიღებული დაზიანების გამო დაახლოებით ექვსი კვირა ვერ შეძლებს თამაშს მარჯვენა მცველი ლუკაშ პიშჩეკი და არც მისი შემცვლელი მოჩანს შემადგენლობაში: დურმი მხოლოდ ახლა გამოჯანმრთელდა, გროსკროიტცი კი ტრავმირებულია.

ტურინში პიშჩეკი გინტერმა შეცვალა და ამით მარჯვნივ "დორტმუნდის" შეტევითი პოტენციალი შესუსტდა. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ მთელი მარჯვენა ფლანგი იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ჩააბარონ.

ასევე საეჭვოა მოედანზე ცენტრალური მცველის, სოკრატის პაპასტატოპულოსის გასვლა. ასე რომ, ეს შანსი იქნება "შალკესთვის", რომელსაც უბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი და გამოჯანმრთელებული კლაას-იან ჰუნტელაარი.

თუ გავიხსენებთ "იუვენტუსთან" მატჩს, კლოპის გუნდმა ორივე გოლი სწორედ დაცვის შეცდომების შემდეგ გაუშვა.

რაც შეეხება "შალკეს" საკადრო პრობლემებს, ეს გუნდი უკვე შეეჩვია ფარფანის, დრაქსლერისა და სხვა ტრავმირებულების გარეშე თამაშს, თუმცა გუნდის ლაზარეთი გაიზარდა, რადგან ძირითადის მცველები - უჩიდა და მატიპი გამოვიდნენ მწყობრიდან.

არ ამართლებს ახალგაზრდა მეკარე ველენროიტერი, რომელმაც თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ ახლა თითქმის ყველა მატჩში უშვებს შეცდომას. მაგალითად, ასე იყო "ვერდერთან" შეხვედრაში, როცა ბრემენელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მიაღწიეს ფრეს.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, შაჰინი, ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, როისი, ობამეიანგი.

შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, ნოიშტედტერი, ნასტასიჩი, ბარნეტა, ფუხსი, აოგო, ჰიოგერი, ბოატენგი, ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.

სხვა მატჩები

რურის დერბის ფონზე სხვა მატჩები ჩრდილში მოექცა. "ბაიერნმა" უნდა გააგრძელოს მოგებათა სერია შინ "კიოლნთან". უბრალოდ, საკითხავია, "ჰამბურგთან" 8:0 და "პადერბორნთან" 6:0 მოგების შემდეგ რამდენ გოლს აკმარებს რეკორდმაისტერი მომავალ მეტოქეს.

ასე რომ, ეს მატჩი გამოცდა უნდა გახდეს "კიოლნის" ნიჭიერი მეკარისთვის, ტიმო ჰორნისთვის, რომელმაც მეორე წრის ხუთ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. სხვათა შორის, "კიოლნი" სულაც არ არის მოხერხებული მეტოქე "ბაიერნისთვის": ბოლო შვიდ მატჩში მიუნხენელებმა მხოლოდ სამი მოიგეს და ორჯერ დამარცხდნენ.

წესით, უნდა მოიგოს "ლევერკუზენმა", რომელსაც წინა ტურში ჯიბიდან ამოუღო სამი ქულა "აუგსბურგის" მეკარე მარვინ ჰიტცმა. როჯერ შმიდტის გუნდი "ვოლფსბურგთან" მატჩის მეორე ტაიმიდან მოყოლებული აშკარად უმატებს: 0:4-დან 4:4 (და მაინც მარცხი 4:5) "მგლებთან", თითქმის მოგებული მატჩი "აუგსბურგთან" და, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" მოგება.

ასე რომ, "ფარმაცევტები" უნდა გაუმკლავდნენ "ფრაიბურგს", მით უმეტეს, რომ უკვე მეექვსე ადგილამდე არიან ჩამოქვეითებულნი.

რომ არა რურის დერბი, ცენტრალური მატჩი იქნებოდა მეორე წრის საუკეთესო გუნდების დაპირისპირება - "ვერდერი" "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ. ორივეს ხუთ მატჩში ოთხი მოგება და ერთი ფრე აქვს.

შეხვედრის მთავარი ინტრიგა "მგლების" ფორვარდი ბას დოსტია, რომლის შეჩერებასაც ვერავინ ახერხებს და ექვს ოფიციალურ მატჩში ჰოლანდიელს 11 გოლი აქვს გატანილი. წესით, ბრემენში უხვგოლიანი მატჩი უნდა გამოვიდეს, რადგან მეორე წრეში ამ გუნდებმა მხოლოდ თითო "მშრალი" თამაში ჩაატარეს. და კიდევ, "ვოლფსბურგს" ბოლო ოთხი მატჩი მოგებული აქვს "ვერდერისთვის".

თუმცა თავისი კოზირი აქვს ვიქტორ სკრიპნიკის გუნდს - მას შემდეგ, რაც უკრაინელი ჩაუდგა სათავეში "ვერდერს", ამ გუნდმა შინ 21 შესაძლებლიდან 19 ქულა დააგროვა.

ბუნდესლიგა. XXIII ტური

პარასკევი. 27 თებერვალი

ბაიერნი-კიოლნი 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, ბენატია - ჰელმესი, გერჰარდტი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 83 მატჩი: +38=22-23 (159-114)

შაბათი. 28 თებერვალი

დორტმუნდი-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დურმი, გროსკროიტცი, პიშჩეკი - ფერმანი, გიფერი, კირხოფი, კოლაშინაცი, მატიპი, უჩიდა, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი, გორეტცკა

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 მატჩი: +30=25-30 (130-121)

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: - ტორეხონი

ტრავმა: იედვაი, კრუსი - მიტროვიჩი, კემპფი, მეჰმედი, პეტერსენი, სტანკო, იულიანი, მიოლერ დელი, ბატცი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 31 მატჩი: +14=9-8 (54-36)

ჰოფენჰაიმი-მაინცი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ზიულე - მორიტცი, ნედელევი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 11 მატჩი: +1=4-6 (13-19)

ჰანოვერი-შტუტგარტი 18:30

დისკვალიფიკაცია: ჟოაო პერეირა

ტრავმა: მილერი, ფელიპე, ჰოფმანი, ალმერი - რიუდიგერი, დიდავი, აბდელაუე

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +0=2-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 51 მატჩი: +18=9-24 (74-88)

ჰერტა-აუგსბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: შტოკერი

ტრავმა: ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი, იარსტეინი - ჰონგი, ვერჰაეგი, რაინჰარდტი, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი, ესვაინი

ბოლო 6 მატჩი

+1=0-5 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 მატჩი: +0=3-2 (2-6)

აინტრახტი-ჰამბურგი 21:30

დისკვალიფიკაცია: სამბრანო, სეფეროვიჩი

ტრავმა: ჯაკპა - იანსენი, გრინი, ჰოლტბი, ოლიჩი, დიასი, კლებერი, ბეჰრამი, ლასოგა

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 91ღ მატჩი: +28=22-41 (113-159)

კვირა. 1-ლი მარტი

ბორუსია (მ)-პადერბორნი 18:30

დისკვალიფიკაცია: - ჰარტერცი

ტრავმა: - ბერტელსი, რაფა ლოპესი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +1=0-0 (2-1)

ვერდერი-ვოლფსბურგი 20:30

დისკვალიფიკაცია: ბარტელსი

ტრავმა: ბუში, გალვესი, ბარგფრედე, ლორენცენი - ჰანტი, ფელიპე, პერიშიჩი

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 35 მატჩი: +13=7-15 (61-58)

ბომბარდირები:

16 - რობენი (ბაიერნი); 14 - მაიერი (აინტრახტი); 11 - დოსტი (ვოლფსბურგი); 10 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), დი სანტო (ვერდერი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), ბელარაბი (ლევერკუზენი), მიულერი (ბაიერნი), გიოტცე (ბაიერნი), ობამეიანგი (დორტმუნდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია