ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნოდარ ქორქია ის ორი წუთი არასოდეს დამავიწყდება

ნოდარ ქორქია ის ორი წუთი არასოდეს დამავიწყდება

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართული კალათბურთის წინსვლას ბევრმა სახელოვანმა მოთამაშემ შეუწყო ხელი. მათ შორის გამორჩეული გახლდათ ნოდარ ქორქია: დიდი მამის - ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ევროპის ჩემპიონ ოთარ ქორქიას ვაჟი. ექვსი წლის იყო, სწორედ ბატონი ოთარის ხელმძღვანელობით რომ დაიწყო კალათბურთის თამაში.

- 1958 წელს მამაჩემმა "დინამოს" სტადიონზე საკალათბურთო სკოლა გახსნა, - გაიხსენა ბავშვობის წლები ბატონმა ნოდარმა. - დარბაზში თავისი კონსტრუქციით შექმნილი ათამდე ასაწევ-დასაწევი ფარი დაამონტაჟებინა. სათანადო სიმაღლეზე მათი დაყენება ასაკის შესაბამისად შეიძლებოდა. ამიტომაც ბავშვობიდან მივეჩვიე კალათში ბურთის ჩატენვას და მერე ეს დიდ კალათბურთშიც არ გამჭირვებია.

ერთი სიახლეც შემოიღო მამაჩემმა: მოგეხსენებათ, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყოველდღიური მონოტონური ვარჯიში, ერთი და იმავეს გამეორება მოსაბეზრებელია. წვრთნის პროცესი სახალისო რომ ყოფილიყო, მამამ დარბაზში ბაბინებიანი მაგნიტოფონი მოიტანა, პოპულარული მუსიკა ჩაგვირთო და ვარჯიში უფრო სახალისო გახადა. მართალი გითხრათ, დღემდე მოზარდების ამგვარი წვრთნა არსად მინახავს. მახსოვს, მაშინ ლიტვიდან კინოოპერატორები, სპეციალისტები ჩამოვიდნენ და ფირზე აღბეჭდეს მამას მეცადინეობები. დღეს კი ჩვენს პრესაში წერენ, რომ მინიკალათბურთი ლიტვიდან შემოვიდაო. რას იზამ...

- ვარჯიშებისას ბატონი ოთარი, როგორც ვაჟიშვილს, შეღავათებს თუ გაძლევდათ?

- რას ამბობთ, ყველაზე მეტად მე მტვირთავდა. მსიამოვნებდა კიდეც. ხშირად მსმენია, გამოჩენილი სპორტსმენების შვილები დიდ წარმატებებს ვერ აღწევენო. ეს აზრი არ მასვენებდა. არც იმას ვათქმევინებდი ვინმეს, დიდი ოთარის შვილია და გუნდში იმიტომ ათამაშებენო. რომ წამოვიზარდე, 5-6 საათს ვვარჯიშობდი, კუს ტბაზე ავდიოდი და რამდენიმე წრეს ვარტყამდი ტბის გარშემო. როცა დარბაზში ხუთი ხუთზე თამაშობდა, დანარჩენებიც უსაქმოდ არ ვიყავით - ზოგი ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა, ზოგიც - შტანგაზე. კუთხეში სხვადასხვა სიმაღლის ტომბოები იდგა და მათზე ახტომა-ჩამოხტომაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ისე გავიწაფე, რომ სკოლის ფიზაღზრდის მასწავლებლის თხოვნით რამდენჯერმე მოსწავლეთა საქალაქო პირველობაზეც გამოვედი და ორჯერ სიმაღლეზე ხტომაში თბილისის ჩემპიონიც გავხდი.

ასების მხარდამხარ

- "დინამოში" როგორ აღმოჩნდით?

- თანატოლებთან ერთად რამდენიმე შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის - საკავშიროებშიც. ეტყობა, ბატონმა ლევან ინწკირველმა შემამჩნია და გუნდში მიმიწვია. მაშინ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე ოცნებაც ზედმეტი იყო, რადგან "დინამოს" ღირსებას იცავდნენ ლევან მოსეშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ამირან სხიერელი, ვალერი ალთაბაევი, ანტონ კაზანჯიანი, სერგო მაღალაშვილი, მიხეილ ქორქია, ზურაბ საკანდელიძე, თენგიზ ფიცხელაური, ვაჟა ქუთათელაძე, დათო მაღალთაძე, ვალერი ჯგერენაია და სხვები.

- "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის მაისურა როდის ჩაიცვით პირველად?

- 1971 წელს. თბილისში კოსმონავტ იური გაგარინის სახელობის ტურნირი გაიმართა. მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ. მაშინ "დინამოს" მწვრთნელი მამა იყო. პირველ ხუთეულში დამაყენა. ძალიან მინდოდა, მისთვის იმედები არ გამეცრუებინა. მართლაც პირველ წუთებში კარგად ვითამაშე: ზედიზედ ორჯერ მოდესტას პაულაუსკასს ბურთი ავართვი და "დინამო" 4:0 დავაწინაურე. მერე ის მატჩი კი დავთმეთ, მაგრამ ის საწყისი ორი წუთი არასდროს დამავიწყდება.

ოქროს დუბლი

- პირველ სერიოზულ წარმატებას ხომ ვერ გაიხსენებთ?

- 1970-1971 წლებში უმაღლესი ლიგის კალათბურთელთა გუნდების დუბლშემადგენლობათა საკავშირო პირველობა გაიმართა. აქტიურად ჩავებით შეჯიბრებაში. 22-დან 17 მატჩი მოვიგეთ და ოქროს მედლები მოვიპოვეთ. მართალია, პირველი ადგილი დავიკავეთ, მაგრამ ძალიან დაგვწყვიტა გული მოსკოვის "დინამოსთან" წაგებამ: ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა. დამატებით ხუთ წუთში დავმარცხდით, რადგან მოედანზე სამნი დავრჩით ხუთის წინააღმდეგ. საშინაო მატჩებს მაშინდელ ლენინის დარბაზში ვატარებდით. გული მწყდება, რომ იმ ადგილას, სადაც ქართული კალათბურთის კორიფეებს - ოთარ ქორქიას, ნოდარ ჯორჯიკიას, 1962 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელებს უთამაშიათ, დღეს ყველსა და ხაჭოს ყიდიან. მართალია, არც ერთია ცუდი და არც მეორე, მაგრამ მათთვის სხვა ადგილი ვერ მოიძებნა?! ქართველი სპორტსმენებისა და ქომაგებისთვის ისტორიული ადგილი ვინც ბაზრად აქცია, მაინტერესებს, არ რცხვენია?!

1971-1972 წლების სეზონის თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობისთვის უფრო ნაყოფიერი გამოდგა. საკავშირო ჩემპიონატში ყველა შეხვედრა მოვიგეთ და ტიტული შევინარჩუნეთ. განსაკუთრებით ლენინგრადული ბატალიები დამამახსოვრდა. ზედიზედ რამდენიმე მატჩში გავიმარჯვეთ. ბოლო ტურში ადგილობრივ "სპარტაკს" დავუპირისპირდით. მისმა მთავარმა მწვრთნელმა კონდრაშინმა, ბელოვისა და ბოლშაკოვის გარდა, მთელი ძირითადი შემადგენლობა დაგვიპირისპირა. ქართველებს ქულას არ გავატანთო. ჩვენც ძალიან ვიყავით მოტივირებული. მსაჯების მიკერძოების მიუხედავად, ნევისპირელებს ვძლიეთ. მაშინ ჩემთან ერთად თამაშობდნენ ჭეიშვილი, ფიცხელაური, ჯგერენაია, მაღალთაძე, ქუთათელაძე, იაქაშვილი... ერთი სიტყვით, უფროსების გუნდიდან არავინ დაგვიმატებია. სამაგიეროდ, ჩვენზე გაბრაზებულმა კონდრაშინმა და მისმა შეგირდებმა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაზე იყარეს ჯავრი - დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ბოლო ტური თბილისში გვქონდა. აქაც ყველას მოვუგეთ. ცსკა-სთან პაექრობისას მოედანზე ვანია ედეშკო გამოვიდა, მიხეილ ქორქიამ ვერ მოითმინა და ჩვენთან ერთად მანაც ითამაშა რამდენიმე წუთი.

- ბატონი მიხეილი მაშინ ოლიმპიური ჩემპიონი იყო?

- არა, ჩვენი ტური გაზაფხულზე გაიმართა. მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე კი 9 სექტემბერს გახდნენ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. ამერიკელებთან იმ დრამატული მატჩის რეპორტაჟი მხოლოდ რადიოთი მოვისმინე, რადგან მაშინ ვოროშილოვგრადში, დღევანდელ ლუგანსკში, ვიყავით დინამიადაზე და ტელევიზორი არ გვქონდა. ძალიან გაგვახარა თანაგუნდელების წარმატებამ. თუმცა ჩვენ ვერ დავახვედრეთ ოქროს მედლები, რადგან გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოსკოვის დინამოელებთან დავთმეთ და მეორე ადგილს დავჯერდით. ისე, დინამიადა რამდენჯერმე მაქვს მოგებული. 1975 წელს ეს ტურნირი კრაკოვში რომ მოვიგეთ, საერთაშორისო ოსტატის წოდება მოგვანიჭეს.

იტალია და

ავღანეთის ომი

- კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი ტურნირი დაგამახსოვრდათ?

- ალბათ, 1977 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, როდესაც "დინამოს" შემადგენლობაში ბრინჯაოს მედალი მერგო. 1979 წელს იტალიაში დიდი ტურნირი ჩატარდა. ნახევარფინალში ადგილობრივი გუნდი დავჯაბნეთ. მეორე ნახევარფინალში იუგოსლავიის "იუგოპლასტიკამ" იტალიის "სიმენტალს" აჯობა. ფინალური ორთაბრძოლის წინ, როგორც წესი, კრება ჩაგვიტარეს. საკავშირო სპორტკომიტეტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, ვაჟკაცურად იბრძოლეთ, 20 ქულაზე მეტით ნუ დამარცხდებითო. ჩვენც გავედით მოედანზე და პირველსავე ნახევარში 28:5 დავწინაურდით. საბოლოოდ მატჩი 14 ქულით მოვიგეთ და მთავარი პრიზიც მოვიპოვეთ. მომდევნო წელს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შევიდნენ. იტალიელებმა პროტესტის ნიშნად ტურნირზე მეტი აღარ მიგვიწვიეს.

- "დინამოში" კარიერა 1982 წელს დაამთავრეთ და... შვიდი წლის შემდეგ პოლონეთის ჩემპიონი გახდით.

- დიახ, ასე იყო. "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ თბილისის "სინათლეს" შემადგენლობაში ექვსჯერ საქართველოს ჩემპიონი გავხდი. 1989 წელს პოლონეთიდან პოზნანის "ლეხის" მესვეურები ჩამოვიდნენ და გასინჯვაზე პაატა გურასპაული მიიწვიეს. მეც გავყევი. იქ მოედანზე გასვლა მთხოვეს. მათ საუკეთესო კალათბურთელს ყველა კომპონენტში რომ ვაჯობე, მართალია, 37 წლის ვიყავი, მაგრამ პაატასთან ერთად მეც გამიფორმეს ხელშეკრულება. ასე რომ, კალათბურთში პირველი ლეგიონერები ჩვენ ვიყავით საქართველოდან: "ლეხის" შემადგენლობაში ჩემპიონობა მოვიპოვე. გურასპაული ავად გახდა და ექვსი თვის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

- პირველი იყავით, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს კალათბურთელთა გუნდი ევროტურნირზე გაიყვანა.

- 1992 წელს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში რომ მიგვიღეს, "მერანი" ჩამოვაყალიბე. ზაზა ღონღაძე ამომიდგა მხარში. კორაჩის თასზე ჩავებით. წილისყრით "ფენერბახჩე" გვერგო. ჩვენთან საომარი სიტუაციის გამო თურქებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს. სტუმრად ვითამაშეთ ორივე მატჩი და დავმარცხდით. მომდევნო წელს გუნდს სახელი შევუცვალეთ - "თბილისი" დავარქვით. საქართველოს სუპერფინალი "ვითასთან" ვითამაშეთ. სპორტის სასახლეში ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო. "ევრონიუსს" მატჩის კადრები უჩვენებია და კომენტატორს უთქვამს - ქართველები ომობენ და კალათბურთსაც თამაშობენო.

- ბატონო ნოდარ, თქვენ საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით.

- ეროვნული გუნდის მწვრთნელები თავიდან მე და ბესიკ ლიპარტელიანი ვიყავით. 1995 წელს საქართველოს სპორტის დეპარტამენტმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ინგლისში წასასვლელად ნაწილობრივ დაგვაფინასა. დანარჩენი ჩვენ ვიშოვეთ. ხომ უნდა გადაგვედგა პირველი ნაბიჯები. სამი მატჩი მოვიგეთ - დანიასთან, კვიპროსსა და ლუქსემბურგთან, ორი შეხვედრა კი დავთმეთ. მერე, სამწუხაროდ, ნახევარფინალური ექვსეული ვერ გადავლახეთ.

- დღევანდელ საქართველოს ნაკრებზე რას იტყვით?

- შესანიშნავი ბიჭები გვყავს. ხუმრობა ხომ არ არის ზედიზედ სამჯერ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. წლეულს გადამწყვეტ რაუნდში უნდა მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს, ვიდრე წინა წლებში. გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, მჯერა, რომ ასეც იქნება. ნახეთ, როგორ თამაშობს ნბა-ში ზაზა ფაჩულია. აქეთ თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, ლევან ფაცაცია. მიმაჩნია, რომ გუნდში უნდა იყვნენ ნიკა ცქიტიშვილი და ლაშა გამყრელიძე. მძიმე ჯგუფში მოხვდნენ, მაგრამ დღეს დაუმარცხებელი ნაკრები არ არსებობს. ლიდერებად და აუტსაიდერებად დაყოფის დრო დამთავრდა. უნდა გქონდეს მიზანი და მის მისაღწევად ყველაფერი უნდა ვიღონოთ.

- ახლა რას საქმიანობთ?

- შარშან სექტემბერში საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე ირაკლი მაისურაძესთან ერთად. ჩვენი თექვსმეტწლამდელები ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო სარბიელზე იშვიათად აღწევდნენ წარმატებას, რადგან გამოცდილება აკლდათ. მათ ევროპელ თანატოლებს მთელი მსოფლიო ჰქონდათ მოვლილი. ამიტომაც დიდი ოსტატების დასაფრთიანებლად 14-წლამდელთა ნაკრების ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გუნდი პირველად ლატვიაში ჩავიდა. იქ სამი მატჩი მოვიგეთ, მერე ესტონეთში გადავინაცვლეთ. მასპინძლებსა და ფინელებთან ხუთი მატჩიდან ორში წარმატებას მივაღწიეთ. ახლა 14-წლამდელთა ლიგაში ვმონაწილეობთ. სადაც 32 გუნდი გაყოფილია ორად. ჩვენს ჯგუფში ამჟამად მეხუთე-მერვე ადგილებს ვიყოფთ. ტურნირის ბოლომდე რვა საუკეთესოში თუ შევინარჩუნებთ ადგილს, გაისად 16-გუნდიან პირველ ლიგაში ვითამაშებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქ მოხვედრაა და, განვლილი მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, მიზნის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო