ბათუმში, მერიასთან არსებული სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით, ფიგურული ციგურაობის კლუბი ჩამოყალიბდა
ფოტოზე: ილია გოგიტიძე, ანადეა გულბიანი-შმიდტი და ნატალია ლომინეიშვილი

2015 წელს, ბათუმში, მერიასთან არსებული სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით, ფიგურული ციგურაობის კლუბი ჩამოყალიბდა.

სპორტსმენები ფიგურული ციგურაობის ორ კატეგორიაში ვარჯიშობენ - ერთეულებსა და სინქრონულ ფიგურული ციგურაობაში.

"წლეულს, 22-28 თებერვალს, ცენტრის მწვრთნელები (ლელა ჩოფიკაშვილი, ინგა ბუტიკაშვილი, სესილი ბერძენიშვილი) და სპორტსმენები (ანადეა გულბიანი-შმიდტი, ილია გოგიტიძე, ინგა ფუტკარაძე, ეკატერინე იაზადჟი, ნატალია ლომინეიშვილი) გაემგზავრნენ "ISU''-ს (საერთაშორისო ფიგურული ციგურაობის გაერთიანება) ეგიდით გასამართ ჰელმუტ საიბტის მემორიალზე, ერთეულების კატეგორიაში საასპარეზოდ. მისი ორგანიზატორი ავსტრიის ფიგურული ციგურაობის ფედერაციაა.

ჩემპიონატში მსოფლიოს 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოდან აღნიშნულ ჩემპიონატში მხოლოდ ბათუმური კლუბის წევრები მიიღებენ მონაწილეობას", - ამბობს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თეონა გორგოშაძე.

მისი თქმით, 2015 წლის განმავლობაში კლუბის წევრები სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც სინქრონული ფიგურული ციგურაობის, ასევე ერთეულების კატეგორიაში:

"ჩვენი კლუბისა და სპორტსმენებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარბიელზე ხშირი გასვლა. მაგალითად, მარტში სპორსტმენები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე ისპარეზებენ.

უნგრეთში, 2014 წელსაც ვიმყოფებოდით, სადაც ანადეა გულბიანი-შმიდტმა პირველი ადგილი დაიკავა, ილია გოგიტიძემ - მესამე, ხოლო ნატალია ლომინეიშვილმა - მეხუთე. ვფიქრობ, დასაწყისისთვის მშვენიერი შედეგებია.

ერთი სიტყვით, ბათუმში ფიგურული ციგურაობის განვითარებისთვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. მიზანი კი ისაა, რომ უახლოეს წლებში, საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე მეტი ლიცენზია მოვუპოვოთ, ქვეყანა. აჭარა და ჩვენი ქალაქი ღირსეულად წარმოვაჩინოთ".

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..