ესპანურ "ბასკონიაში" მოთამაშე ქართველ კალათბურთელს მოედანზე მომხდარი ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება
ევროპულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კვირის მატჩში თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩის შეხლა-შემოხლას, რომელმაც ორივე გუნდის კალათბურთელები ჩაითრია.

შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, "ბილბაოსა" და "ბასკონიას" მატჩის (93:75) ბოლო წამებზე მოხდა. საინტერესო იყო ტრიბუნების რეაქცია - გულშემატკივარი თოკო-თოკოს სკანდირებდა. ცხადია, ეს "ბასკონიას" ქომაგები იქნებოდნენ, რომლებიც ბასკურ დერბიში უხვად იყვნენ.

როცა სიტუაცია ჩაწყნარდა, შენგელია მოედნის კიდესთან, ჩხუბის ადგილთან მჯდომ ბავშვთან მივიდა, მოეფერა და მოუბოდიშა. გამოცემა "მარკამ" ზემოთ აღწერილი ეპიზოდი კარგად განიხილა, ვიდეოჩანაწერიც დაურთო და დასძინა - შენგელიას ბავშვთან მისვლა ამ არასასიამოვნო ამბის ერთადერთი დადებითი მომენტი იყოო.

შენგელია დიდ ბასკურ ჩხუბში - თორნიკემ ორი მეტოქე გალახა [VIDEO+PHOTO]

Marca: დიდი ჩხუბის ნათელი წერტილი - თორნიკე შენგელიას ბოდიში ბავშვს [VIDEO]

ესპანური მედია იმასაც ვარაუდობს, რომ რამდენიმე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია არ ასცდება. მათ შორის თოკოც იქნება, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქციებს გამოუტანენ დისციპლინარები.

ამასობაში გამოცემა "სოლობასკეტში" "ბასკონიას" მთავარი მწვრთნელ იბონ ნავაროს კომენტარი გამოქვეყნდა, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეგირდებს საქციელი არ მოუწონა:

"ის, რაც მოედანზე ვნახეთ, სამარცხვინო იყო. ეს კალათბურთია და მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს".

ვიტორიაში დავუკავშირდით თორნიკე შენგელიას, რომელმაც ზემოთ ნახსენები ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა:

"არასასიამოვნო ეპოზოდი იყო და ნამდვილად არ მინდა გახსენება. ძალიან ცუდი რამ მოხდა, მით უმეტეს, რომ იმ ადგილას იყო ბავშვი, რომლისთვისაც ჩხუბის ხილვა, რა თქმა უნდა, სტრესი იქნებოდა.

მოვლენები ისე სწრაფად დატრიალდა, ადამიანები ვართ და ემოციების შეკავება ვერ შევძელით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
თორნიკე შენგელიას კალათბურთის თამაში აუკრძალეს... დროებით
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
მე და თორნიკე შენგელიამ ვილაპარაკეთ - დეიან ტოდოროვიჩი ჩხუბის შემდეგ
თორნიკე შენგელიას 13 ქულა "ბასკონიას" სტამბოლში მოსაგებად არ ეყო