ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დინამოში უცხოელები მიიწვიეს

დინამოში უცხოელები მიიწვიეს

დანიელ ოდონელი: "დინამოსთან" მარცხს ლივერპულში დღემდე ვერ ვივიწყებთ
თბილისის "დინამომ" გასასინჯად ორი ისეთი ფეხბურთელი მიიწვია, რომლებსაც აქამდე ჩამოყვანილი ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით, საკმაოდ მაღალ დონეზე უთამაშიათ.

"ლელო" ორივე მათგანს გაესაუბრა.

დანიელ ოდონელი

დაიბადა 1986 წლის 10 მარტს ლივერპულში

სიმაღლე: 189 სმ

პოზიცია: ცენტრალური მცველი

წლები გუნდი თამაში გოლი

2005-2007 "ლივერპული" 7 (0)

2006-2010 "ქრიუ" (ინგლისი, II დივიზიონი) 107 (8)

2010 "შრიუსბერი" (ინგლისი, II დივიზიონი) 4 (1)

დანიელ ოდონელი 16 წლის იყო, როდესაც "ლივერპულის" სელექციონერებმა ადგილობრივ სამოყვარულო ლიგაში შენიშნეს და 2002 წელს მსოფლიოს ფეხბურთის გრანდში კონტრაქტი გაუფორმეს.

დანიელი "ლივერპულის" 18-წლიანთა გუნდს კაპიტნობდა და მის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად ითვლებოდა. 2005 წელს მთავარ გუნდში გადაიყვანეს და იმავე წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წაიყვანეს, სადაც 5-ნომრიანი მაისურა მოირგო. დანიელმა სულ რაღაც შვიდი შეხვედრა ჩაატარა "ლივერპულში" და შემდეგ დაბალი დივიზიონის "ქრიუში" გაუშვეს. 2006 წელს წინასასეზონო მატჩებში "ქრიუს" წინაააღმდეგ იმდენად კარგად ითამაშა, რომ კლუბმა მის ექვსთვიან იჯარაში 300 ათასი გირვანქა გადაიხადა. თუმცა ოდონელს "ლივერპულის" დატოვება არ სურდა.

"შრიუსბერიში" 2010 წელს ჩაირიცხა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა და საქართველოს მოაშურა.

- დანიელ, თბილისის "დინამოზე" რაიმე გსმენია?

- რა თქმა უნდა, წამოსვლამდე ინტერნეტში ბევრი რამ მოვიძიე. დიდი ტრადიციის კლუბია, ისეთის, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი კლუბი თავს ვერ მოიწონებს.

ლივერპულში ახლაც კარგად ახსოვთ და ვერ ივიწყებენ იმ შოკს, როდესაც თბილისის "დინამომ" "ლივერპულს" 3:0 მოუგო. ქართველის ხსენებაზე ინგლისში ყველას ახსენდება გიორგი ქინქლაძე, სასწაული ფეხბურთელი, თემურ ქეცბაიას მიერ "კროაციასთან" გატანილი გოლი და სარეკლამო ბანერზე დარტყმა. საერთოდ, ქართველი ფეხბურთელის ხსენებაზე აუცილებლად ტექნიკურ ფეხბურთელს წარმოიდგენენ. ვიმედოვნებ, აქ ტყუილად არ ჩამოვსულვარ, "დინამოს" ხემძღვანელობას მოვეწონები და ჩავირიცხები.

- "ლივერპულში" და თუნდაც პირველ ინგლისურ დივიზიონში ნათამაშევი ინგლისელი ახალგაზრდის საქართველოში ჩამოსვლა გაუგებარია - აქ რაღა პერსპექტივას ხედავ?

- ეს ახალი შესაძლებლობები, ახალი არეალია, საიდანაც ევროპაში თამაშის და დაწინაურების პერსპექტივა ჩანს, "დინამოს" ისტორიაც ამაზე მეტყველებს. თან მითხრეს, რომ ახლა კლუბში გაძლიერებასა და ევროპაში ღირსეულად თამაშზე ფიქრობენ. ინგლისში სწორედ ეს პერსპექტივა ვერ დავინახე.

- "ლივერპული" რატომ დატოვე, როდესაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განაცხადშიც იყავი?

- ჩემი ნებით არც წამოვსულვარ. ეს რაფა ბენიტესის "დამსახურებაა" და მას დღემდე "თბილად" ვიხსენებ. მაშინ 18 წლის ბიჭი ვიყავი, "ლივერპული" დიდი კლუბია და იმ ასაკში ძირითადში მოსახვედრად მზად არ ვიყავი, მაგრამ 1-2 წელი საკმარისი იქნებოდა.

ბ

ვგრძნობდი, თამაში შემეძლო, მაგრამ მოვიდა ბენიტესი და კლუბის მმართველები დაარწმუნა, რომ ბავშვთა ფეხბურთსა და ახალგაზრდებზე გაუმართლებლად ბევრ ფულს ხარჯავდნენ, მზა ფეხბურთელები ვიყიდოთ, ვინც ძირითადში ვერ ხვდება, გავყიდოთო და პირველი მე გამყიდეს.

არადა, ჰიიპია პატარა ძმასავით მზრდიდა, ალონსოსთანაც კარგად ვიყავი. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ჰიიპია მე უნდა შემეცვალა. სამწუხაროდ, ბენიტესმა ეს იმედები ჩამიკლა, "ქრიუ" და "შრიუსბერი" კი დაბალ დივიზიონში თამაშობენ და ყურადღებას თითქმის არ მაქცევდნენ. მესმის, უცნაურია ინგლისიდან საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ "დინამოში" ევროთასებზე გამოსვლას ვიმედოვნებ, რაც მაინც სხვა პერსპექტივაა. ამჟამად კი "ლივერპულთან" მხოლოდ ის მაკავშირებს, რომ ლივერპულში ვცხოვრობ და ჩემი საყვარელი კლუბია.

- "დინამო" საინტერესო კლუბია, მაგრამ ლივერპულის შემდეგ თბილისი რამდენად მიმზიდეველია?

- კარგია, ჩემი ჩამოსვლა თქვენებურ შობას რომ დაემთხვა. მე და კრის ბრაიტმა თბილისი დავათვალიერეთ და გაოცებული დავრჩით, ლამაზ ქალაქში მოვხვედრილვართ. საღამოსაც ვისეირნე და გამიკვირდა, ხალხი გარეთ რა თავისუფლად დასეირნობდა. ლივერპულში ასე ვერ გაივლი, იქ საღამოს ქუჩაში იარაღიანი მძარცველი რომ გადმოგიხტეს, ჩვეულებრივი ამბავია.

სხვათა შორის, ინტერნეტში საქართველოს ისტორიასაც გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ საინტერესო ქვეყანაში მოვდიოდი. არადა ადრე, რუსეთი მეგონა. თურმე სხვაგვარი ხალხია, ვიდრე რუსეთში, უჩვეულო სითბო ახასიათებთ. მეგობრებს ამას აუცილებლად ვეტყვი. ნამდვილად კარგად განვეწყვე.

კრის ბრაიტი

დაიბადა 1986 წლის 5 სექტემბერს ოკლენდში, ახალი ზელანდიაში

სიმაღლე: 189 სმ

პოზიცია: თავდამსხმელი, შემტევი ნახევარმცველი

კლუბები

წლები გუნდი თამაში გოლი

2004-2005 "ვაიტაკერ სიტი" (ახალი ზელანდია) 22 (29)

2005 "კენტერბერ იუნაიტედი" (ახალი ზელანდია) 4 (2)

2005-2006 "ნიუ ზილანდ ნაიტს" 9 (0)

2006-2007 "ფორტუნა სიტარდი" (ჰოლანდია) 11 (1)

2007-2008 "კრისტიანსუნდი" (ნორვეგია) 19 (21)

2009 P "პანსერაიკოსი" (საბერძნეთი) 6 (0)

2009-2010 "შრიუსბერი" (ინგლისი, II დივიზიონი) 29 (14)

ახალი ზელანდიის ნაკრებები

U-17 7 (6)

U-20 5 (5)

2008 - ეროვნული 4 (1)

კრის ბრაიტი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში იყო, 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ კონფედერაციათა თასზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა.

კრის ბრაიტის მამაც ფეხბურთელი გახლდათ - დეივ ბრაიტი 1982 წელს ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე მატჩის განაცხადში იყო, მათ შორის, საბჭოთა კავშირის ნაკრებთანაც, რომელმაც ახალზელანდიელებს 3:0 მოუგო. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო - ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია. სულ უფროსმა ბრაიტმა ახალი ზელანდიის ნაკრებში 8 შეხვედრა ჩაატარა, ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი კარიერა დაასრულა.

- მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრების წევრის, საბერძნეთის ჩემპიონატისა და ინგლისის პირველი დივიზიონის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლა ანომალიაა.

- შესაძლოა, მაგრამ ვეთანხმები დანიელს, თბილისის "დინამოდან" ევროთასებზე თავის გამოჩენა შეიძლება. ამის იმედი საბერძნეთშიც მქონდა, მაგრამ ესპანელი მწვრთნელი დაგვინიშნეს, მოიყვანა ახალი ფეხბურთელები, მათ შორის, სამი თავდამსხმელი და გუნდი დაგვშალა. გადავედი ინგლისში, მაგრამ აქ საერთაშორისო დონეზე თამაშის სურვილით აღმოვჩნდი. ახალგაზრდა ვარ და მჯერა, ევროპაში მაღალ დონეზე თამაშს კიდევ მოვახერხებ და თუ "დინამოსთვის" და ევროთასებზე გოლებს გავიტან, ახალი ზელანდიის ნაკრებში კვლავ მიმიწვევენ. თუმცა ჯერ მთავარია, აქ მწვრთნელს მოვეწონო.

- ქართულ ფეხბურთზე წარმოდგენა თუ გქონდა?

- ვიცი, რომ "დინამო" ევროპაში ცნობილი კლუბია. საქართველოს ნაკრებზე კი ის ვიცი, რომ ორი წლის წინ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მოუგო. სხვათა შორის, აქ ჩამოსვლას ვყოყმანობდი და ნედ ზელიჩს დავუკავშირდი, რომელსაც ავსტრალიურ "ნიუკასლში" თამაშის პერიოდიდან ვიცნობდი. ვიცოდი, რომ "დინამოში" თამაშობდა და რჩევა ვკითხე.

ზელიჩმა მითხრა, ჩადი, არ ინანებ, კარგი კლუბი და მაგარი ხალხიაო. უცებ ბევრი კარგი გავიგე ქვეყანაზე, რომელზეც აქამდე არაფერი ვიცოდი. დანიელს იმაშიც ვეთანხმები, რომ აქ კარგი ხალხია.

"დინამოში" ჩამოსული კიდევ ერთი ფეხბურთელი იტალიის მოქალაქე ბულგარელი ანდრეა ტოდოროვია. ის თბილისში გუშინ ჩამოვიდა.

დაიბადა 1991 წლის 3 აპრილს რომში.

მოქალაქობა: იტალიის

სიმაღლე: 185 სმ

წონა: 74 კგ.

პოზიცია: თავდამსხმელი, შემტევი ნახევარმცველი.

2002-2007 "ლაციოს" საფეხბურთო აკადემია

2007-2010 "პეტრიანა" (რეზერვისტების პირველობა)

ნაკრები - იტალიის U-17

გადაწყვეტილი ამბავია: თბილისის "დინამოში" ითამაშებს თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელიც 2010 წლის სექტემბერს ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩაირიცხა, მაგრამ ნახევარწლიანი კონტრაქტი დაუსრულდა და საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოში ტატანაშვილი თბილისის "სპარტაკსა" და "ამერში" თამაშობდა.

როგორც იქნა, საშველი დაადგა გიორგი ციმაკურიძეს, რომელიც სლოვაკური "ჟილინადან" გამოისყიდეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი უნივერსალია და მას მარჯვენა მცველის, მარჯვენა ნახევარმცველისა და საყრდენ პოზიციაზე თამაში შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• sandro19

გამიხარდა მაგრაა!!!

• zhilina

ეს უკვე სიახლეა... და დიდ იმედებსაც იდზელევა ასეთი სატრენსფერო პოლიტიკა. მოხარული ვარ დინამოს ასთი გადზლიერების, მინდა წარმატებები უსურვო მთელი სულითადა გულით. იმედია დაზახულ მიზანს მიახწევენ ბიჭები და დინამოს ევრო თაზებზე ვიხილავთ.

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს