ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

Best დოსტი - გოლეადორი, რომელიც რონალდოს და მესის სჯობს

Best დოსტი - გოლეადორი, რომელიც რონალდოს და მესის სჯობს

ბას დოსტი - ჩვილი ბუნების, ბრტყელტერფა გიგანტი
ახალი წლის შემდეგ საავტომობილო კონცერნმა "ფოლკსვაგენმა" გოლების გასატანი მანქანა წარადგინა თავის მიერ დაფინანსებულ კლუბ "ვოლფსბურგში". მოდელის სახელწოდებაა - ბას დოსტი.

25 წლის ფორვარდმა ბუნდესლიგის მეორე წრის სასტარტო ექვს ტურში 11 გოლი გაიტანა!

ასეთი რამ ბუნდესლიგის 52-წლიან ისტორიაში არავის გაუკეთებია. ჰოლანდიელი მეორე წრეში ყოველ 47 წუთში ახერხებს გოლის გატანას და ამ მაჩვენებლით თვით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს უსწრებს. სულ ამ სეზონში მას 12 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 13 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა ორივე გოლი ევროპალიგის 1/16-ფინალში ლისაბონის "სპორტინგთან" დაპირისპირებაში (2:0, 0:0).

თუმცა ეს "მოდელი" დიდი ხანი არც ისე გამართულად მუშაობდა. "ვოლფსბურგმა" დოსტი ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში შეიძინა, თუმცა გასულ სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო. წლევანდელ სეზონშიც ჰოლანდიელმა მატჩების ნახევარი გამოტოვა.

დოსტი 7 მილიონ დოლარად ჯერ კიდევ ფელიქს მაგათმა შეიძინა, რომელიც არა მხოლოდ მწვრთნელად, არამედ მენეჯერადაც მუშაობდა. ფორვარდს, რომელიც 2011-12 წლების სეზონში "ჰერენვეენის" შემადგენლობაში ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (34 მატჩში 32 გოლი) გახდა, "მგლებში" მარიო მანჯუკიჩი უნდა შეეცვალა, რომელიც "ბაიერნში" გადავიდა სათამაშოდ. მაგათის მკაცრი მეთოდების მიუხედავად, დოსტს ძალიან უნდოდა მისი ხელმძღვანელობით თამაში და შვებულების დროსაც ვარჯიშობდა.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა - პირველივე ტურში გაიტანა სტუმრად "შტუტგარტთან" (1:0), მაგრამ შემდეგ გუნდს საქმეები არ წაუვიდა და მაგათი გაათავისუფლეს. დოსტმა ვეღარ იგრძნო ძველებული მხარდაჭერა და თანდათან მოუკლო. მით უმეტეს, რომ სრულ წესრიგში იყო მისი კონკურენტი - ხორვატი ივიცა ოლიჩი. თან ერთიმეორის მიყოლებით იღებდა ტრავმებს.

დოსტი კი, გაბარიტების (სიმაღლე - 196 სმ) მიუხედავად, ფაქიზი ბუნების ადამიანია. მას ყოველთვის უჭირდა ახალ გუნდთან შეგუება - ასე იყო "ჰერაკლესშიც" და "ჰერენვეენშიც". ასე რომ, "მგლების" მთავარი იმედი კი არა, ჰოლანდიელი კინაღამ გუნდის ბალასტად იქცა. თან გასულ ზაფხულს კლუბმა ნიკლას ბენდტნერი შეიძინა...

ფორვარდი კლუბის შეცვლაზე დაფიქრდა - მას არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ ინგლისსა და ესპანეთში ეძახდნენ. დოსტის აგენტმა არაერთხელ გამართა მოლაპარაკებები მთავარ მწვრთნელ დიტერ ჰეკინგთან, მაგრამ ის მოთამაშესთან გამოთხოვებას არ ჩქარობდა და მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდა: ყველაფერი გამოსწორებადია, მთავარია, ჯანმრთელი იყოს და ფორმა აკრიფოსო.

და, როგორც აღმოჩნდა, სიმართლეს ამბობდა. მას შემდეგ, რაც დოსტმა ტრავმები მოირჩინა და გუნდთან ერთად სრულად გაიარა ზამთრის პერიოდის შეკრება, ის აშკარად უფრო მყარად დადგა ფეხზე. თანაც, პირდაპირი მნიშვნელობითაც. ექიმების რეკომენდაციით, ფეხბურთელს, რომელსაც ბრტყელტერფიანობა აქვს, დაუმზადეს ბუცები (სხვათა შორის, 48 ზომის) სპეციალური სუპინატორებით და ახლა თავს მოედანზე გაცილებით კომფორტულად გრძნობს.

ამასთან, "ჰამბურგში" წავიდა ოლიჩი. ანდრე შიურლე კი, რომელიც "მგლებმა" "ჩელსიდან" შეიძინეს, ფლანგის შემტევია და დოსტის კონკურენტი არ არის.

შიურლე, აგრეთვე, დე ბრუინი, ვიეირინია, კალიჯური, როდრიგესი და სხვები მზად არიან, ნებისმიერ მომენტში მიაწოდონ ჰოლანდიელს კარგი გადაცემა. სხვა რა სჭირდება ფორვარდს, რომელსაც შესანიშნავი საგოლე ალღო და პოზიციის შერჩევის უნარი აქვს?! დოსტი, ასევე, პრინციპს მისდევს: არავითარ შემთხვევაში არ შეაფერხოს შეტევა - მიმდინარე სეზონში 10 გოლი მან ბურთის დაუმუშავებლად, ერთი შეხებით გაიტანა.

ჯერჯერობით დოსტის საუკეთესო მატჩი - "ლევერკუზენთან" დაპირისპირება იყო, სადაც ჰოლანდიელმა ოთხი გოლი გაიტანა, თანაც ერთი გამარჯვების - მსაჯის მიერ დამატებულ დროში. სხვათა შორის, ის გახდა მეცხრე უცხოელი ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც პოკერი შეასრულა. ახლა მას აქვს ახალი სამიზნე. 1983 წელს, დიუსელდორფის "ფორტუნას" ისლანდიელმა ედვალდსონმა "აინტრახტთან" მატჩში 5 გოლი გაიტანა. პრინციპში, დოსტს ასეთი შედეგიანობა ნაჩვენები აქვს - ხუთი გოლი შეაგდო 2011 წელს "ჰერენვეენის" შემადგენლობაში "ექსელსიორის" (5:0) წინააღმდეგ. ახლა ეს შედეგი უნდა გაიმეოროს გერმანიაში.

საფინალო სასტვენის შემდეგ შიურლემ ის იბრაჰიმოვიჩს შეადარა, გულშემატკივრები კი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პოპულარული ფილმების სახელწოდებებში ფეხბურთელის გვარის ჩასმაში. მაგალითად, From Dusk Till Dawn-ს ("დაისიდან აისამდე") ამბობდნენ, როგორც - From Dost Till Dawn; ან The Postman Always Rings Twice-ის ("ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს") ნაცვლად - The Dostman Always Rings Twice.

თავად დოსტიც უფრო გათამამდა: ჩვეულებრივ მორცხვი ხასიათით გამორჩეულმა, მან უცებ "ლევერკუზენთან" მატჩის შემდეგ ხუმრობით კრივი გააჩაღა დიტერ ჰეკინგთან.

გასაგებია, რომ დღეს დოსტის ბომბარდირულ თვისებებში ეჭვი აღარავის შეაქვს. ამბობენ, რომ წელს სწორედ ის შეიძლება გახდეს არიენ რობენის მთავარი კონკურენტი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში. სხვათა შორის, დოსტმა ხუმრობით სთხოვა თანამემამულეს - ბოლოს და ბოლოს, შეწყვიტოს გოლების გატანა. თუმცა, როგორც ბოლო ტურმა აჩვენა, "ბაიერნის" შემტევმა დოსტის თხოვნა არად ჩააგდო, თუმცა მიანიშნა, რომ ჰოლანდიის ნაკრებში მის გვერდით სიამოვნებით ითამაშებდა.

ჯერჯერობით დოსტს ეროვნულ ნაკრებში არასოდეს უთამაშია (ერთხელ ლუი ვან გაალმა ის გაფართოებულ სიაში შეიყვანა, მაგრამ შემდეგ ამოშალა), რადგან ძალიან ძლიერები იყვნენ კონკურენტები - ვან პერსი და ჰუნტელაარი.

მაგრამ პირველი ტრავმირებულია, მეორე კი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. არადა, ახლოვდება თურქეთთან ევრო 2016-ის უმნიშვნელოვანესი შესარჩევი მატჩი. ჰოლანდიამ უღიმღამოდ დაიწყო შესარჩევი ტურნირი და ქულები ჰაერივით სჭირდება. იქნებ დროა, გუუს ჰიდინკმა დოსტის არსებობა გაიხსენოს.

P. S. დაბოლოს, ბას დოსტი სათავეში ჩაუდგა ევროპული ჩემპიონატების ყველაზე ეფექტური ფორვარდების რეიტინგს. სათამაშო დროისა და გატანილი გოლების რაოდენობის შეფარდებით, ჰოლანდიელი ყველაზე ნაყოფიერია ეროვნულ ჩემპიონატებში - მას ერთი გოლის გასატანად 63 წუთი სჭირდება.

ყველაზე ეფექტური ფორვარდები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• chiko

კაი იგროკია მაგრამ ტოპ თავდასხმელიც არა ჯერჯერობით. მესის და რონალდოს არც უნდა შეადარო

• pele

6-7 თამაშით ვერ იმსჯელებ ფეხბურთელის სიძლიერეზე. დაველოდოთ ჩემპიონატის დამთავრებამდე და ვნახოთ...

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან

"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა

გოლეადორები და ტიტულები: ბომბარდირები, რომლებიც ჩემპიონობას ვერ შესწვდნენ

"აინტრახტმა" ფორვარდი შეიძინა, რომელმაც 3 სეზონში 76 გოლი შეაგდო

უქმეების ყველაზე საინტერესო ტრანსფერები

"სპორტინგის" ფანებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები გალახეს

"ოქროს ბუცი 2017": ბუცი ოქროს ბიჭს

ლეო მესის მეოთხე "ოქროს ბუცი" გადასცეს