"ნორჩი დინამოს" არენაზე "სიონისა" და "სპარტაკის" ფეხბურთელებმა ამხანაგურად ითამაშეს
თემქის "სიხარულის" სტადიონი მოსამზადებელ ეტაპზე პოპულარული სარბიელი გახდა, რადგან საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოს" არენაზე თამაშების ჩასატარებლად მშვენიერი პირობებია, მოედნის საფარი კი უფრო ხარისხიანია, ვიდრე სხვა არენებზე. ეს მატჩის შემდეგ ბოლნისის "სიონისა" და ცხინვალის "სპარტაკის" ფეხბურთელებმაც აღნიშნეს - მათ გუშინ "სიხარულზე" ამხანაგურად ითამაშეს.

მატჩი 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-7 წუთზე სპარტაკელმა თემურ შონიამ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი ბოლნისელთა შეტევა ლადო უგრეხელიძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, ორივე მხარე ცდილობდა შეტევას, მაგრამ ერთია მცდელობა, მეორე შესაძლებლობა. მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ცხინვალელებმა თბილისის "დინამოდან" თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი იჯარით დაიმატეს, "ვიტ ჯორჯიასთან" კი ნიკა მგელაძის საიჯარო ხელშეკრულება გააგრძელეს - ის "სპარტაკს" წლის ბოლომდე დაეხმარება. ამას გარდა, "ნორჩი დინამოდან" მეკარე გიორგი გიორგობიანი მიიწვიეს.

"სიონი": მერლანი - ქურასბედიანი, თარგამაძე, ლ. ჭელიძე, კობაური - უგრეხელიძე, დიდავა, ჩირიკაშვილი, სანიკიძე - გ. თოდუა, ბობოხიძე.

შეცვლაზე შევიდა: ბობღიაშვილი, ინწკირველი, რეხვიაშვილი, რ. ჯიქია, მ. ოქროპირიძე, გ. ოქროპირიძე, ვაშაკიძე, ისიანი, ნოზაძე, გიორგი ჭელიძე, იაშვილი.

"სპარტაკი": გრიშიკაშვილი - ჭაფოძე, ტეტუნაშვილი, ბოიომო, მანჩხავა - დეკანოიძე, შონია, მგელაძე, ბოლქვაძე - კლოვისი, ბარაბაძე

შეცვლაზე შევიდა: კაკაშვილი.

დუბლშემადგენლობების მატჩში "სპარტაკმა" 3:0 მოიგო. კურიოზული ის იყო, რომ ორჯერ "სიონის" კარი მათმა ფეხბურთელმა შოთა გაბრიჭიძემ დალაშქრა, რომელიც ცხინვალელებმა მატჩის ბოლომდე "ითხოვეს".

და კიდევ ერთი: ბოლნისელებს მესამედ "სპარტაკის" დებიუტანტმა ვალერი კილასონიამ გაუტანა. ვალერი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, გია კილასონიას ვაჟია და საბერძნეთშია გაზრდილი.

დღეს ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია ურეკში მოსამზადებლად ამ ფეხბურთელებს წაიყვანს: მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი, ნიკა დაუშვილი, გიორგი გიორგობიანი. წინახაზელები: ლევან ჭაფოძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ბოიომო ფრიდოლინი, ნუკრი მანჩხავა, ნიკა მგელაძე, თეიმურაზ შონია, ვალერი ბოლქვაძე, ტიერი კლოვისი, მიხეილ ბარაბაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი სეფიაშვილი, გიორგი ალავიძე, დიეგო ლობჟანიძე, კახაბერ კაკაშვილი, ვალერი კილასონია, გიორგი ნარიმანიძე, ერეკლე ხაჭვანი, ვახტანგ ჯაყელი, მიხეილ ჯიშკარიანი, ილია ბუზალაძე, დავით ზერეკიძე, ზვიად მეტრეველი.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს