ადამ ჯონსონი - ბოჰემური ცხოვრების მწარე დასასრული
* "სანდერლენდმა" სექს-სკანდალში გახვეული ადამ ჯონსონი გუნდიდან მოკვეთა.

* ჯონსონი სახლში თავდებით გამოუშვეს, მას 14-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დარემი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. მყუდრო და ელიტარული რაიონი დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა სანდერლენდიდან.

ორშაბათ დილით ფეშენებელურ სახლთაგანს, ან თუ გენებოთ, "ჟანრის კლასიკას" როგორც შეეფერება, "ვილა" ვთქვათ... მოკლედ, ფეშენებელურ ვილას სამი ავტომობილისგან შემდგარი ესკორტი ესტუმრა.

"სიმართლე ითქვას, თავიდან ძარცვა მეგონა" - ეუბნება "სანს" მეზობელი. თუმცა ეს ძარცვა არ გახლდათ, სახლს, რომელსაც იქამდეც ბევრი სტუმარი ჰყოლია, პატრონის მეგობრებისა და ნაცნობების სახით, ამჯერად პოლიციამ მიაკითხა.

ალბათ, ხვდებით, რომ ეს ვილა ადამ ჯონსონს ეკუთვნის, რომელმას ის 2012 წელს 1,85 მილიონ გირვანქად იყიდა. "ავტომანქანებს არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ ჰქონდათ, იქიდან შავებში გამოწყობილი ადამიანები გადმოვიდნენ და რაღაც დროის მერე, მეპატრონე ხელბორკილებით წაიყვანეს", - აგრძელებს საუბარს ხსენებული მეზობელი.

"ეი ჯეი" არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირშია მხილებული, კერძოდ კი, 15 წლის სკოლის მოსწავლესთან. სანამ ადამიანი 16 წლის არ გახდება, სექსუალური ცხოვრებისთვის მომწიფებულად არ ითვლება და "სანდერლენდის" გარემარბის საქმეც მძიმედაა, მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ადამ ჯონსონი 27 წლისაა. იგი სანდერლენდშია დაბადებული, მაგრამ პროფესიონალური კარიერა "მიდლსბროში" დაიწყო, რასაც "ლიდსი", "უოტფორდი" და "სიტი" მოჰყვა. სწორედ "ქალაქელების" რიგებიდან გადაბარგდა ის საკუთარი ქალაქის კლუბში. "ეი ჯეის" ინგლისის ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

მეზობლებს ოღონდ სალაპარაკო მიეცი და... ჰოდა, ჯონსონის კიდევ ერთი ყოფილი მეზობელი "მირორს" ეუბნება:

"ეს ბიჭი ნამდვილი მექალთანეა. ის თითქმის ყოველდღე ახალ გოგოსთან ერთად იყო ხოლმე და ხშირად ბრუნდებოდა სახლში შუაღამისას. არავისთვის არაა საიდუმლო არც ის, რომ ადამს სმა უყვარს. მანქანაც ხშირად დაუტოვებია და შინ ტაქსით დაბრუნებულა".

სიტუაციას უფრო ამძიმებს ის, რომ ადამი სტეისი ფლაუნდერთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მისი არაოფიციალური მეუღლეა. წყვილს იანვრის დასაწყისში გოგონა შეეძინა, რომელსაც საინტერესო სახელი დაარქვეს - აილა სოფია.

"სანდერლენდმა" ჯონსონი გუნდიდან მოკვეთა, კლუბი სკანდალური ისტორიისგან თავს შორს იჭერს. სამაგიეროდ, ერთადერთი კარგი ამბავი ჯონსონის გარშემო ახლა ის არის, რომ მას თავისი ოჯახი, სტეისი ფლაუნდერი და მისი ოჯახი სრულ მხარდაჭერას უცხადებს და გვერდზე უდგას. "ეი ჯეი" თავდებით გამოუშვეს, გამოძიება კი გრძელდება.

ადამ ჯონსონი "გათამამებული ბავშვი" იყო და გარკვეულწილად, ასეთად დარჩა. 7 წლის ასაკში თავისი სკოლის გუნდში ორი გოლი გაიტანა "უემბლიზე" და ლეგენდებისგან დიდი ქება დაიმსახურა.

12 წლისა "მიდლსბროს" აკადემიაში მოხვდა და უკვე 17 წლისას ამ კლუბის მაისურით პროფესიონალური დებიუტი ჰქონდა უეფას თასზე. ყველა ჯადოსნური ცაციის მქონე "ოქროს ბიჭუნაზე" ლაპარაკობდა და "ეი ჯეიმაც" ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში შეაღო კარი.

2010 წელს იგი "სიტიში" გადაბარგდა. ცოტა მატჩი მანჩესტერელების რიგებში არ ჩაუტარებია, მაგრამ მაინც უკმაყოფილო წამოვიდა და თავისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოიყენა. ადამმა ვერ გათვალა, რომ ასეთ გუნდში მხოლოდ ტალანტით ფონს ვერ გავიდოდა და სირთულეებსა და მათ დაძლევას მიუჩვეველი "ეი ჯეი" განაწყენდა, მისთვის იქამდე ყველაფერი სურვილისამებრ იყო.

ამბობენ, ჯონსონი ჯიბრზე არ ასრულებდა რობერტო მანჩინის დავალებებს და დაცვის დასახმარებლად უკან არ ჩადიოდაო. ერთხელ გაბუტული კლუბის ავტობუსში არ ჩაჯდა და სახლში ისე დაბრუნდა, მარტო.

"ვფიქრობ, "სიტიში" გადასვლა შეცდომა იყო. იქ ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ ენდობიან და ეს სხვებისთვის გაკვეთილად უნდა გამოდგეს" - თქვა უკვე "სანდერლენდში" გადასულმა "ეი ჯეიმ".

ნამდვილი შეცდომა კი ჯონსონმა ახლა დაუშვა... ფეხბურთელები, ზოგადად, ადამიანები მსგავს სკანდალებში ხშირად ეხვევიან; უბრალოდ, ზოგი ხმაურდება და იძაბება, ზოგი - არა. ჯონსონს არ გაუმართლა და ახლა პასუხისგება მოუწევს.

"სიტიში" ყოფნისას, ის წინაღობებს არ ეპუებოდა და დროს მაინც კარგად ატარებდა. მაგალითად, ჯონსონმა ის აპარტამენტები აიღო, რომლებიც იქამდე კრიშტიანო რონალდოს ეკავა და ვარსკვლავივით ცხოვრება გააგრძელა, ბოჰემურად.

"სანდერლენდმა" კი მას იმდენი შესთავაზა, რამდენსაც "სიტიშიც" კი ვერ იღებდა - 2,5 მილიონი გირვანქა წელიწადში, პლუს თითქმის გარანტირებული სათამაშო ადგილი ძირითადში. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, წინა სეზონში "ეი ჯეის" ერთი აფეთქების პერიოდიც ჰქონდა, მისი ნიჭი ისევ "ამოიფრქვა" და 2014 წელს იანვრის თვის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბოლო მომენტამდე აცხადებდა ნაკრებში მოხვედრის და ბრაზილიაში გამგზავრების პრეტენზიას, კანდიდატთა შორისაც იყო. ეს სეზონი კი მისთვის მძიმედ დაიწყო, მაგრამ "ნიუკასლთან" დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა და ამით იქამდელი უფერული მატჩები გადაფარა.

თითქოს, ჯონსონი ძველებურად უნდა ათამაშებულიყო, მაგრამ ქალების მოყვარულმა ადამმა ცდუნებას ისევ ვერ გაუძლო და "ვაშლი ჩაკბიჩა".

იგი ბოლო პერიოდში ისევ უნიათოდ გამოიყურებოდა. ბევრი ამას შვილის შეძენას უკავშირებდა. "ეი ჯეი" თითქოს გადაღლილ-გადამწვარი გახლდათ, თითქოს, სულ სხვაგან იყო. ახლა კი ვიცით, სადაც არის და რაც სჭირს - შარშია.

სწორედ ეს უნდა იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გაკვეთილი, რაც ჯონსონს ახლა გადახდა და რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს - რომ ცხოვრებაში არ შეიძლება გააკეთო ყველაფერი, რაც მოგინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tmnt
ეგ გოგოა 15 წლის სურათზე რომელიცაა? თუ ეგაა მე ლიჩნად არ ვამტყუნებ ამ კაცს აზრადაც არ მომივიდოდა პიადობის ნახვა 25 წლის ქალის ვიდზეა :D
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო პატიმრობამოხდილი ჯონსონი სტუდენტურ ბარში გამოთვრა
ადამ ჯონსონის ისტორია: რატომ დააკავეს და როგორ გახდა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ციხის დამლაგებელი
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
საფეხბურთო თერთმეტეული, რომლებსაც კრიმინალთან კავშირი ჰქონდათ
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"რომამ" დოვბიკის დამატება პრემიერლიგის კლუბებს შესთავაზა
ადამ ჯონსონი მეორე შანსს ითხოვს - პატიმარმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კლუბებს წერილი გაუგზავნა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
ადამ ჯონსონს ამ კვირაში გაათავისუფლებენ და 2-მილიონიან სახლში იცხოვრებს
ადამ ჯონსონი შველას ითხოვს
[VIDEO] შემდეგ მატჩს მამარდაშვილი ჩაატარებს? - "ლივერპულმა" "სანდერლენდს" ვან დეიკის გოლით მოუგო
თუ "სანდერლენდთან" დამარცხდებიან - "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, ამორიმი დღესვე დაითხოვოს
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ