"ბანიკთან" ერთად თბილისში ვერნერ ლიჩკა ჩამოვიდა, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში პირველად არაა...

"ბანიკთან" ერთად თბილისში ვერნერ ლიჩკა ჩამოვიდა, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში პირველად არაა. მან თბილისში 29 წლის წინ ჩატარებული მატჩი გაიხსენა და აბსოლუტურად უშეცდომოდ დაასახელა ოთხი ქართველი ფეხბურთელის გვარი.

"1981 წელს თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა სსრკ-ისა და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებებს შორის. ის შეხვედრა საბჭოთა კავშირმა 2:1 გაიმარჯვა და დუბლი შენგელიამ შეასრულა. მის გარდა, მატჩში მონაწილეობა კიდევ სამმა შესანიშნავმა ქართველმა, ჩივაძემ, სულაქველიძემ და დარასელიამ მიიღო. მაშინ სსრკ-ს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

მოხარული ვარ, რომ თბილისში ხელმეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. ძველ მოგონებებში გადავეშვი და სასიამოვნო განწყობაზე დავდექი. "ვიტ ჯორჯიასთან" საინტერესო თამაშს ველი და ვიმედოვნებ, რომ საქართველოდან ახლა მაინც წავალ გამარჯვებული", - გვითხრა ლიჩკამ.

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ ჩამოჰყვა იგი ბანიკს – ლიჩკა ოსტრავული კლუბის გენერალური მენეჯერია. იმასაც გეტყვით, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი წლების განმავლობაში იყო ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

ვერნერ ლიჩკა (ფოტოზე მარცხნივ)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა